ივლისი 2023

 
 

გამარჯობა, 
მადლობა თანადგომისთვის!


ამ წერილში თქვენთან ერთად უნდა შევაჯამოთ ივლისის თავგადასავლები. ვაგრძელებთ იმერეთში მუშაობას და ახლა უკვე ტყიბულსა და თერჯოლაში ვესტუმრეთ მოსწავლეებს. მოვიარეთ ალისუბანი, გოგნი, ჯვარისა, ცუცხვათი, ზედა სიმონეთი და თქვენი მხარდაჭერით კიდევ 30 უფროსკლასელამდე მივიტანეთ კომპიუტერი და ჩავურთეთ ინტერნეტი.
 
აი, ასეთი შედეგი გვაქვს ამ მომენტისთვის:
გაიგეთ, ზუსტად რაში დაიხარჯა თქვენი შემოწირულობა:
გამჭვირვალობის ანგარიში
🧾 ბრუნვის საბანკო ამონაწერი
გაიცანით ახალი მოსწავლეები ტყიბულიდან და თერჯოლიდან:
ივლისის ყველა ფოტო
ინტელექტუალურ თამაშ „რა? სად? როდის?“ სეზონი დასრულდა და ჩვენს მეგობარ გუნდს „დინამო“ კიდევ ერთხელ შევხვდით. მათი დახმარებით პროექტს მეტ ადამიანს ვაცნობთ, რაც მეტი უფროსკლასელის ჩართვის შესაძლებლობაა.
ჩვენი პროექტის მონაწილე მარეხი გახსოვთ? წალკაში კომპიუტერი 3 წლის წინ ჩავუტანეთ. ამ დროის განმავლობაში ბეჯითად მოემზადა, უნივერსიტეტში ჩააბარა და ახლა საოცნებო პროფესიას სწავლობს!
 
ტრადიციულად, კიდევ ერთ უკვე ჩართულ მოსწავლეზე მოგიყვებით.
 
ლიზი აბიტურიენტია და როცა გავესაუბრეთ სულ პირველი თავისი ეროვნული გამოცდების ქულები გვახარა: ქართულში - 56/60, ინგლისურში - 64/70, მათემატიკისა და ფიზიკის შედეგებს კი ჯერ კიდევ ელოდება. გვიამბო, რომ ონლაინ ტესტებზე ვარჯიშსა და პროგრამული მასალის ეფექტურად დამუშავებაში ინტერნეტი დაეხმარა!
 

ლიზის ტექნიკური საგნები უყვარს და ფაკულტეტიც შესაბამისი შეარჩია - სურს კომპიუტერულ მეცნიერებებზე ჩააბაროს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. პროგრამირების ენების დამოუკიდებლად სწავლა უკვე დაიწყო და როგორც გვითხრა, ჯავასკრიპტის თითქმის ნახევარი იცის, Bitcamp-ისა და ხანის აკადემიის რესურსებს იყენებს.

პროგრამირების გარდა, ლიზის ვიდეომონტაჟიც გამოსდის. სულ ახლახანს ხარაგაულში, ტურისტულ კომპანიაში დაიწყო მუშაობა და მათი სოციალური მედიისთვის ვიდეოებს ქმნის, ამის გარდა ტურისტებთან ინგლისურად კომუნიკაცია ევალება და ფიქრობს, რომ საკუთარი ლეპტოპის საშუალებით საქმეს წარმატებით ართმევს თავს. 

როგორ იცვლება მოსწავლეების ცხოვრება მათივე სიტყვებით: 
ლანა ხარაგაულიდან, 16 წლის
ლეპტოპში ისტორიულ ფილმებს ვუყურებ, რომ ისტორიის გაკვეთილებზე ნასწავლი მარტივად დავიმახსოვრო. ასევე, აუდიო წიგნებს ვუსმენ. აღმოვაჩინე, რომ ინტერნტის მეშვეობით კორეული ენის სწავლა შემიძლია.
მაღალმთიან აჭარასა და იმერეთში კიდევ 90-მდე უფროსკლასელი გველოდება, რომელსაც სჭირდება ინტერნეტი და კომპიუტერი

თქვენც ჩაურთეთ ინტერნეტი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს:

1. შედით საიტზე https://charte.ge/;

2. მიუთითეთ სასურველი ყოველთვიური შემოწირულობა;

3. დაარეგისტრირეთ საბანკო ბარათი.

მზადაა! 

 
გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ არცერთი სიახლე! 
Facebook
Instagram
საავტორო უფლებები © ფონდი ექსესი. ყველა უფლება დაცულია.
დაგვიკავშირდით:
info@educaregeorgia.com