გალი
გალში ბევრი ახალგაზრდა მოკლებულია გარე სამყაროსთან წვდომას, რადგან არ აქვს ინტერნეტით სარგებლობის შესაძლებლობა. დიდი ხანი ჩაფიქრებული გვქონდა ამ მოსწავლეების ჩართვა და რამდენიმე გულანთებული ადამიანის დახმარებით მაინც შევძელით. უკვე 230 მოსწავლეს გადავეცით ლეპტოპი, ჩავურთეთ ინტერნეტი და მათი ნაწილი თბილისშიც დავპატიჟეთ 4-დღიან შემეცნებით ბანაკში. გალში კიდევ 90-ზე მეტი უფროსკლასელი გვყავს მოძიებული, რომელიც მოუთმენლად ელოდება კომპიუტერს. საზოგადოების მხარდაჭერით მათ გასახარებლად მუშაობას კვლავ ვაგრძელებთ.
