აჩუქე ქველმოქმედება საახალწლოდ: გააკეთე შემოწირულობა სხვის სახელზე

მოსწავლეების
განათლება

ბენეფიციარებთან ჩვენი ურთიერთობა ლეპტოპის გადაცემითა და ინტერნეტის ჩართვით არ მთავრდება! ჩვენი გუნდი თავდაუზოგავად შრომობს იმისთვის, რომ მოსწავლეებმა შეძლონ ინტერნეტის გამოყენება განათლების მისაღებად.

  • ჩართულ ბენეფიციარებს ვაძლევთ უფასო წვდომას ჩვენი პარტნიორების ფასიან რესურსებზე ქართულ ენაზე. მაგ., ნებულა (მომზადება გამოცდებისთვის), Lingwing (უცხო ენები), ლუპი (სკოლის საგნები), საბა (ელექტრონული ბიბლიოთეკა), Digital Bus (ციფრული პროდუქტები). ჩვენი მენტორობის პროგრამის წყალობით ბენეფიციარები ყოველწიურად სრულიად უფასოდ იღებენ 350 ლარის ღირებულების რესურსებს.
  • ბენეფიციარებისთვის (და საქართველოში მაცხოვრებელი ნებისმიერი ადამიანისთვის) „ჩართეს“ დამფუძნებელი ორგანიზაცია Educare Georgia აქართულებს მსოფლიოს წამყვან ონლაინ პლატფორმებს, როგორიცაა ხანის აკადემია (Khan Academy) - გაქართულებულია მათემატიკა, ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია და პროგრამირება - და Code.org (პროგრამირება). 
  • ბენეფიციარებს ვუტარებთ ტრენინგებს მედიაწიგნიერებაში, ფინანსურ განათლებასა და ონლაინ განათლებაში. იხილეთ მეტი.
  • ბენეფიციარებს ვუწევთ ონლაინ მენტორობას: ვუგზავნით სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსებს, ვპასუხობთ შეკითხვებზე, ვაძლევთ რჩევებს და ვეხმარებით განათლების მიღებასა და თვითგანვითარებაში.

მოსწავლეებზე ინტერნეტისა და ლეპტოპის გავლენის გამოსააშკარავებლად ჩვენი გუნდი მუდმივად ატარებს თვისობრივ და რაოდენობრივ კვლევებს აკადემიური სტანდარტებისა და არსებული ლიტერატურის მიხედვით. კვლევის წინასწარი შედეგების მიხედვით, მოსწავლეები საშუალოდ აუმჯობესებენ აკადემიურ მოსწრებას, ზოგად და მენტალურ კეთილდღეობას, თვითშეფასებას, კომპიუტერულ უნარებს, კომპიუტერის განათლებისთვის მოხმარების სიხშირეს და ა.შ. იხილეთ წინასწარი შედეგების ანგარიში