გამჭვირვალობა

როგორც „ჩართეს“ დონორი, თქვენ ყოველთვიურად იღებთ გამჭვირვალობის ანგარიშს, სადაც დეტალურადაა ასახული, როგორ დაიხარჯა თქვენი თანხა, ვის დავეხმარეთ და როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება.

სასარგებლო ბმულები:

  • 2022 წლის საქმიანობის ანგარიში
  • 2021 წლის საქმიანობის ანგარიში
  • 2020 წლის საქმიანობის ანგარიში;
  • 2019 წლის საქმიანობის ანგარიში;
  • დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიის, ალტერ ეგოს, 2021 წლის დასკვნა;
  • დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიის, Ernst & Young-ის, 2020 წლის დასკვნა;
  • „ფონდი ექსესის“ საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა.
     

გამჭვირვალობის ანგარიში

  • საიტზე ქვეყნდება და დონორებს/გამომწერებს ყოველთვიურად ეგზავნებათ ხარჯების ცხრილი, რომელიც ასახავს კერძო დონორების მიერ პლატფორმაზე ან საბანკო რეკვიზიტებზე შემოწირული თანხით გაღებულ თითოეულ ხარჯს. ანგარიშში არ შედის კორპორატიული შემოწირულობებით გაღებული ხარჯები. გამოიწერეთ ჩვენი ყოველთვიური ანგარიში და გაეცანით ჩვენს აქტივობებს, მოსწავლეების საუკეთესო ფოტოებსა და წარმატების ისტორიებს, ინტერვიუებს და სხვა. 

ბრუნვის საბანკო ამონაწერი

  • საიტზე ქვეყნდება საბანკო ამონაწერი, რომელშიც ასახულია პროექტ „ჩართეს“ (ააიპ „ფონდი ექსესის“) ანგარიშზე კერძო დონორების მიერ ჩარიცხული თანხა და ამ შემოწირულობებით გაწეული თითოეული ხარჯი. დოკუმენტებში დაფარულია შემომწირველთა, ბენეფიციართა და დასაქმებულთა პირადი მონაცემები. ამონაწერში „პირად ანგარიშზე თანხის გადატანა“ გულისხმობს „ფონდი ექსესის’’ საბარათე ანგარიშზე თანხის გადარიცხვას, საიდანაც პროექტი ინტერნეტის სააბონენტო გადასახადს იხდის.

კორპორატიული შემოწირულობები

  • კორპორატიული სპონსორები ლეპტოპების, იდენტიფიცირების, ტრენინგისა და ინტერნეტის ხარჯებს მათთვის განკუთვნილ საბანკო ანგარიშზე რიცხავენ. კონფიდენციალობის დაცვის მიზნით მათი შემოწირულობები და ამ შემოწირულობებით გაღებული ხარჯები არ არის ასახული საიტზე გამოქვეყნებულ გამჭვირვალობის ანგარიშსა და ბრუნვის საბანკო ამონაწერში.

 

როცა რეგისტრირდებით „ჩართეს“ დონორად, თქვენ ირჩევთ, თქვენი შემოწირულობის რა ნაწილი დაეთმოს მოსწავლეს და რა ნაწილი - ადმინისტრაციულ ხარჯებს. ხარჯების გამჭვირვალობის ცხრილი.

მოსწავლის ხარჯები:

  • ინტერნეტი
    • ინტერნეტის ყოველთვიური გადასახადი: საქართველოში საბაზისო ინტერნეტპაკეტის ფასია 20-25 ლარი. ჩვენ თითოეულ ბენეფიციარს ინტერნეტის ყოველთვიური საფასურის დასაფარად ვურიცხავთ 20 ლარს, ხოლო დარჩენილ თანხას (0-5 ლარს) ბენეფიციარები ფარავენ თავად. ზოგიერთ რეგიონში, განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში, ინტერნეტი გაყვანილი არ არის. ასეთ დასახლებებში მცხოვრებ მოსწავლეებს გადავცემთ 3G ინტერნეტის USB მოდემებს.
    • ინტერნეტის ინსტალაცია (ზოგ რეგიონში ამ ხარჯს ჩვენი პარტნიორი ინტერნეტ პროვაიდერი ფარავს);
  • ლეპტოპი
    • მოსწავლეს გადავცემთ პროგრამულად უზრუნველყოფილ კომპიუტერს.
    • გადაცემის შემდგომ, ვუზიარებთ საგანმანათლებლო რესურსებს. 
  • მოსწავლის იდენტიფიკაცია და ლეპტოპის დარიგება
    • სკოლებთან მუშაობა;
    • დოკუმენტაციის მოგროვება;
    • ადგილზე ოჯახის შეფასება;
    • ტრანსპორტაცია და ა.შ.
  • მოსწავლეთა მენტორობის პროგრამა
    • ​მოსწავლეებთან კომუნიკაცია;
    • საგანმანათლებლო პარტნიორების მოძიება;
    • მოსწავლეებისთვის ტექნიკურ-საგანმანათლებლო მხარდაჭერის გაწევა, შესაძლებლობების გაზიარება. გაიგეთ მეტი
  • საგანმანათლებლო ტრენინგი
    • ერთდღიანი ჯგუფური ინტერაქტიული ტრენინგი თითოეული ბენეფიციარისთვის ისეთ თემებზე, როგორიცაა ​მედიაწიგნიერება, ფინანსური განათლება და ონლაინ განათლება. გაიგეთ მეტი

ადმინისტრაციული ხარჯებია:

  • პროექტის კოორდინატორის ანაზღაურება;
  • ბუღალტრის ანაზღაურება;
  • სოციალური მედიის მენეჯერის ანაზღაურება;
  • პლატფორმის განვითარების ხარჯები;
  • ონლაინ რეკლამის ხარჯები.

გამჭვირვალობის ანგარიშთან ან ჩვენს ხარჯებთან დაკავშირებით შეკითხვები მოგვწერეთ საიტზე ან ელფოსტაზე [email protected] და ჩვენ აუცილებლად გიპასუხებთ.