,,ჩართეს" მონაწილეებთან ჩვენი ურთიერთობა ლეპტოპის გადაცემითა და ინტერნეტის ჩართვით არ მთავრდება! ჩვენი გუნდი თავდაუზოგავად შრომობს იმისთვის, რომ მოსწავლეებმა შეძლონ ინტერნეტის გამოყენება განათლების მისაღებად.
თვისობრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდების დახმარებით ჩვენ მუდმივად ვზომავთ ჩვენი პროექტის გავლენას მოსწავლეების ცხოვრებაზე. დროში განმეორებადი კვლევის წინასწარი შედეგების მიხედვით ჩართვიდან 1 წელში მოსწავლეთა მეხუთედზე მეტი აუმჯობესებს სასკოლო ნიშნებს; 85% აუმჯობესებს კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს; 35% თავს უფრო ბედნიერად გრძნობს; 39% აუმჯობესებს ქულას თვითშეფასების სკალაზე; 40% უფრო ხშირად იყენებს ინტერნეტს ინფორმაციის მოსაძიებლად და ა.შ.
კვლევის მიხედვით, ტრენინგზე დასწრებიდან 2 თვეში მოსწავლეთა 88% აფასებს ინფორმაციის ნამდვილობას ონლაინ; 80% იყენებს ნახსენებ ონლაინ სასწავლო რესურსებს და 72% ადგენს საკუთარ ბიუჯეტს.