აჩუქე ქველმოქმედება საახალწლოდ: გააკეთე შემოწირულობა სხვის სახელზე
მარიამს ძალიან უყვარს მუსიკის მოსმენა და ფილმების ყურება. ფიქრობს, რომ ინტერნეტს ახალი ინფორმაციის მისაღებად და სასწავლებლად გამოიყენებს.
მარიამს სკოლაში განსაკუთრებით სპორტი, ქართული და მათემატიკა უყვარს. თავისუფალ დროს ძაირითადად მეგობრებთან და და-ძმებთან ერთად ატარებს. რაც შეეხება ინტერნეტს, ფიქრობს, რომ სასწავლებლად გამოიყენებს.
ბერდიას პროფესიულ კოლეჯში გადაუწყვიტავს სწავლა, თუმცა პროფესია ჯერ არ აურჩევია. თავისუფალ დროს ძალიან უყვარს, როცა მამას საოჯახო საქმეებში ეხმარება. რა შეეხება ინტერნეტს, ფიქრობს, რომ ბევრ რამეში გამოიყებეს, როგორც სასწავლებლად, ასევე გასართობადაც.
ნიკას ყველაზე მეტად მეგობრებთან ერთად გართობა უყვარს. სკოლაში განსაკუთრებით მათემატიკა და სპორტი ხიბლავს. მომავალში პროფესიულ კოლეჯში აპირებს ჩაბარებას, მაგრამ ჯერ არ გადაუწყვიტავს რა პროფეისიას აირჩევს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი სწავლაში დაეხმარება.
მიხეილს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რა პროფესიას დაეუფლება სამომავლოდ, თუმცა პროფესიულ კოლეჯში ჩაბარებას უკვე ფიქრობს. თავისუფალ დროს ძალიან უყვარს საოჯახო საქმეებში მშობლებისთვის მიხმარება. მისი თქმით, ინტერნეტს ონლაინ გაკვეთილებისთვის გამოიყენებს.
გაგას სურს, პროგრამისტი გამოვიდეს! სკოლაში განსაკუთრებით ქართული და სპორტი უყვარს, სხვა საგნებს კი ვერ უგებს. ფიქრობს, რომ ინტერნეტს გასართობად გამოიყენებს.
საბა თავისუფალ დროს მამას ეხმარება სხვადასხვა საოჯახო საქმეებში. ჯერ არ იცის, რას გააკეთებს სკოლის დასრულების შემდეგ, მაგრამ სკოლის საგნებიდან, როგორც თავად გვიამბობს, განსაკუთრებით ქართული უყვარს.
მარის ძალიან უყვარს ფილმების ყურება და მეგობრებთან სხვადასხვა თემებზე საუბარი. მომავლის მიზნად ქოლცენტრის ოპერატორობა და კლავიატურაზე ბეჭდვის სწავლა დაუსახავს!
ანის საყვარელი საგნები სკოლაში მათემატიკა, ინგლისური, ქართული და ისტორია. თავისუფალ დროს ძალიან უყვარს კითხვა. ფიქრობს, რომ ინტერნეტს სასწავლებლად და მეგობრებთან ურთიერთობისთვის გამოიყენებს.
მანანას გადაწყვეტილი აქვს, აღმოსავლეთმცოდნე გამოვიდეს და რომელიმე აღმოსავლური ენის სპეციალისტიც გახდეს! აპირებს, საქართველოს უნივერსიტეტში ჩააბაროს. „როდესაც მეცადინეობით არ ვარ დაკავებული, ვკითხულობ წიგნებს. ძალიან მიყვარს, რადგან ვეცნობი სხვადასხვა ქვეყნის წეს-ჩვეულებებს, ცხოვრების სტილს, მწერლებს და ა.შ.“
გიორგის სურს, წარმატებული პროფესიული ფეხბურთლი გამოვიდეს! „მიყვარს ჰუმანიტარული საგნები, ასევე უცხო ენები, რადგან მინდა, ვფლობდე მეტ უცხო ენას.“ აპირებს, უნივერსიტეტში ჩააბაროს და ფიქრობს, რომ განათლების მიღებაში ინტერნეტიც ძალიან გამოადგება.
ვლადიმერს იურისტობა აქვს გადაწყვეტილი. „ბევრს ვვარჯიშობ - მინდა, წარმატებას მივაღწიო და ჯანსაღი ცხოვრების წესით ვიცხოვრო,“ - გვიყვება ვლადიმერი. სკოლაში ძალიან უყვარს ისტორია, ქართული და ინგლისური.