გიორგის საზღვაო აკადემიაში სურს ჩაბარება, მექანიკოსობა აირჩია! როდესაც ვკითხეთ, თუ რისი კეთება მოსწონდა ყველაზე მეტად, გვიპასუხა, რომ “ვაზის მოვლა”. კითხვარში გვიწერს, რომ ლეპტოპს ყოველთვის გამოიყენებს. იქნებ მისი განუყრელი მეგობარიც კი გახდეს?
ზურას ექიმობა სურს! გასაკვირიც არ არის, რომ სკოლაში ყველაზე მეტად ქიმია და ბიოლოგია უყვარს. ამის გარდა, ქართულსა და ინგლისურსაც ინტერესით სწავლობს. თავისუფალ დროს კითვას უთმობს. “მჭირდება, რათა მასწავლებლებს ჩავერთო ონლაინ რეჟიმში და ასევე მოვიძიო საინტერესო ინფორმაცია, რომელიც სწავლაში დამეხმარება.” - გვიყვება ზურა.
ლუკას უნივერსიტეტში ჩაბარება ძალიან უნდა, თუმცა პროფესია ჯერ არ აურჩევია. სკოლის საგნებიდან ყველაზე მეტად ისტორია და მათემატიკა უყვარს. გვიყვება, რომ ინტერნეტსა და კომპიუტერს ინფორმაციის მოძიებისთვისა და ონლაინ გაკვეთილებზე დასასწრებად გამოიყენებს.
გვანცას გამომძიებლობა გადაუწყვიტავს! თავისუფალ დროსაც სულ დეტექიურ წიგნებს კითხულობს, რადგან როგორც გვიყვება”ახლის ძიება მისი გატაცებაა”. ჩაბარება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სურს, რადგან ბევრი სმენია იქაურ კარგ ლექტორებსა და გაცვლით პროგრამებზე. სჯერა, რომ ლეპტოპს ნაყოფიერად გამოიყენებს.
გუგას საყვარელი საგანი სკოლაში ისტორიაა. ჯერ არ გადაუწყვეტია რა პროფესიას სურს დაეუფლოს. თავისუფალ დროს წიგნების კითხვა უყვარს. კომპიუტერს ონლაინ-გაკვეთილებზე უპრობლემოდ დასასწრებად გამოიყენებს.
“ვფიქრობ, რომ კომპიუტერი სწავლაში ძალიან დამეხარება, გავაკეთებ უფრო მეტ პროექტს და გავაუმჯობესებ ჩემი სწავლის დონეს “ - გვიყვება ლიკა. თავისუფალ დროს წიგნების კითხვა და საინტერესო ინფორმაციის გაგება უყვარს. მისი ძმა ლაშა კი ფეხბურთითაა გატაცებული. მათ პროფესია ჯერ არ აურჩევიათ, თუმცა ახალი ლეპტოპი და ინტერნეტი თვალსაწიერის გაფართოებაში დაეხმარება და იქნებ მომავლის დაგეგმვაშიც გამოიყენონ!
მარიამს ადვოკატობა სურს! სასკოლო საგნებიდან ისტორია, ინგლისური და ქართული მოსწონს, დანარჩენები კი ერთულება. “თავისუფალ დროს წიგნის კითხვა და ფილმის ყურება მიყვარს, ამით მოტივაციაა მაქვს იმის რომ პოზიტურად განვეწყო ყველაფერს მიმართ” - გვიყვება მარიამი. კომპიუტერს განათლებისთვის გამოიყენებს.
“თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება საინტერესოს და სახალისოს ხდის სწავლების პროცესს. ლეპტოპის გამოყენებით გამიადვილდება სწავლა. ვფიქრობ ეს ჩემი შანსია გავიუმჯობესო აკადემიური მაჩვენებელი და შევცვალო ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ.” - გვიყვება გურამი. სკოლაში საბუნებისმეტყველო საგნები აინტერესებს - ბიოლოგია, მედიცინა, ფიზიკის ლაბორატორიაში მუშაობა. უყვარს ფეხბურთის თამაში, პატარა ბავშვების მოვლა და მათთან საერთო ენის გამონახვა.