,,ყველა მოსწავლე თავისებურად სწავლობს”- ეს ერთ-ერთი ყველაზე ღრმად ფესვგადგმული მითია, რომლისაც ბევრ მოსწავლესა და მასწავლებელს სჯერა. ამ მოსაზრების მიხედვით, თითქოს ბავშვებს თანდაყოლილი აქვთ კონკრეტული სწავლის სტილი — ზოგი უკეთ სწავლობს ვიზუალურად, ზოგი კინესთეტურად (კეთებით), ზოგიც ვერბალურად (სმენით ან წერით). საინტერესოა, რომ სამეცნიერო კვლევებით ეს აზრი არ დასტურდება.
ამ მითს შეუძლია გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ უფროსები მოსწავლის პოტენციალს, დაასკვნა 2023 წლის კვლევამ. კვლევაში მასწავლებლებმა და მშობლებმა „ვიზუალური მოსწავლეები“ შეაფასეს, როგორც უფრო ინტელექტუალურები, ხოლო „პრაქტიკული მოსწავლეები“, როგორც უფრო სპორტულები. კვლევამ აჩვენა, რომ სასწავლო დაწესებულებებშიც კი გვხვდება ეს მცდარი წარმოდგენები მაგალითად — „ქიმიკოსები და ინჟინრები ხშირად კეთებით (კინესთეტურად) სწავლობენ“. ასეთმა შეხედულებებმა შეიძლება მასწავლებლები მიიყვანოს იქამდე, რომ ბავშვები მათი თვალშისაცემი შესაძლებლობების მიხედვით „დაახარისხონ“ — და ამით შეზღუდონ მათი პოტენციალი.
მიუხედავად იმისა, რომ „მართალია, ჩვენ გვაქვს სწავლის აქტივობების ინდივიდუალური პრეფერენციები, ჩვენი ტვინი სხვადასხვანაირად არ არის მოწყობილი, რათა უკეთ ისწავლოს ერთი ან მეორე სტილიდან“, — წერს კულატა. 2009 წლის ყოვლისმომცველმა მიმოხილვამ, ათწლეულების კვლევებზე დაყრდნობით, ვერ იპოვა ვერანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მოსწავლეები უფრო ეფექტურად სწავლობენ, როდესაც სწავლება მათ სასურველ „სტილს“ არის მორგებული.
პირიქით, „კვლევები მიუთითებს იმაზე, რომ მოსწავლეები უკეთ ისწავლიან, დაიმახსოვრებენ და გამოიყენებენ ახალ ინფორმაციას, თუ ამ ინფორმაციას სხვადასხვა გზით დაამუშავებენ“, — წერს განათლების ფსიქოლოგიის პროფესორი ჯონათან გ. ტულისი Edutopia-სთვის — რადგან ეს „ქმნის დამუშავებულ და დეტალურ მოგონებებს, რაც აძლიერებს ამ ცოდნის გრძელვადიან შენარჩუნებას და განზოგადებას“. მაგალითად, უჯრედების შესწავლისას, ყველა მოსწავლემ უნდა ნახოს მათი დიაგრამები, წაიკითხოს მათ შესახებ, დახატოს ისინი და თუნდაც ხელით ააწყოს უჯრედების მოდელები — ნაცვლად იმისა, რომ გააკეთოს მხოლოდ ერთი რამ თავისი სასურველი „სტილის“ შესაბამისად.
წყარო: 7 Learning Myths Your Students Probably Believe
|