კონფიდენციალურობა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

მადლობა, რომ ესტუმრეთ ჩვენს საიტს! ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი პირადი ინფორმაციის დაცვა. გთხოვთ, დეტალურად გაეცნოთ კონფიცენციალურობის პოლიტიკას (შემდგომში - პოლიტიკა), რომ გაიგოთ, რა სახის ინფორმაცია გროვდება საიტის სტუმრობისას. Charte.ge-ზე შემოსვლით თქვენ ეთანხმებით ამ წესებს. პოლიტიკა, შესაძლოა, დროდადრო განახლდეს. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, რომ მას გაეცნოთ რეგულარულად. პოლიტიკა ვრცელდება ყველა სახის ინფორმაციაზე, რომელსაც თქვენ მიერ ვებგვერდის გამოყენების შედეგად მოიპოვებს Charte.ge. 

პირადი ინფორმაცია შემოწირულობის განსახორციელებლად

იმისათვის, რომ მომხმარებელმა შეძლოს charte.ge-ზე შემოწირულობის გაკეთება, აუცილებელია მისი იდენტიფიკაცია ელფოსტის მეშვეობით. შესაბამისად, საიტზე რეგისტრაციისას ან/და შემოწირულობის გაკეთებისას ინახება მომხმარებლის მიერ შეყვანილი ინფორმაცია სახელზე, გვარზე და ელფოსტაზე. 

მომხმარებელს, ასევე, შეყავს საბანკო მონაცემები, რომლებსაც არ ინახავს charte.ge. ტრანზაქციის განხორციელების დროს თქვენი ბარათის მონაცემები უსაფრთხო (სერტიფიკატით დაცული) კავშირის მეშვეობით პირდაპირ გადაეცემა მულტისავალუტო გადახდების კომპანია UFC-ს (თიბისის შვილობილი კომპანია). UFC-ში მონაცემები დაცულ სერვერზე ინახება. თქვენი ბარათის მონაცემებთან „ჩართესთვის“ დაშიფრულია. ის მხოლოდ UFC-ის მხარეს ინახება, ხოლო UFC-ის სერვერზე თქვენი ბარათის მონაცემების უსაფრთხოებას Visa და MasterCard უზრუნველყოფს: კერძოდ, იმისათვის, რომ UFC-იმ გაატაროს თქვენი Visa და MasterCard ბარათი, ის ვალდებულია, დაიცვას PCI DSS ლიცენზიის უსაფრთხოების ზომები, რაც საბანკო ინფორმაციის დაცვის მსოფლიოში უმაღლესი სტანდარტის დაცვას გულისხმობს.

ქუქი-ფაილები

Charte.ge იყენებს ისეთ ტექნოლოგიას, როგორიცაა ქუქი-ჩანაწერები იმისთვის, რომ შევაგროვოთ შემდეგი ინფორმაცია. 

როდესაც თქვენ სტუმრობთ charte.ge-ს, ჩვენი სერვერი ავტომატურად იწერს დეტალებს თქვენი ვიზიტის შესახებ (მაგალითად, შეზღუდვის გარეშე, თქვენი IP მისამართი, ვებგვერდი, რომლიდანაც ჩვენს ვებგვერდს ესტუმრეთ, ვიზიტის დროს გამოყენებული ინტერნეტ-ბრაუზერის ტიპი, მოწყობილობის ტიპი რომელშიც აღნიშნული ბაუზერია განთავსებული, ის კონკრეტული გვერდები, რომლებსაც ესტუმრეთ და ვებგვერდზე თქვენი სტუმრობის თარიღი და ხანგრძლივობა და სხვა). ეს მონაცემები არ გვაძლევს მომხმარებლის იდენტიფიკაციის საშუალებას. ამ მონაცემებს ვიყენებთ მომსახურების გაუმჯობესების მიზნით. თქვენ შეგიძლიათ თქვენი ინტერნეტბრაუზერით ამ კონტროლი. გთხოვთ, დარწმუნდეთ რომ თქვენი ინტერნეტბრაუზერი ასახავს თქვენ სურვილს.

როგორ შეგიძლიათ თქვენ პერსონალური მონაცემებზე წვდომა, მათი გაცნობა ან წაშლა?

მოქმედი კანონმდებლობით ან რეგულაციებით გათვალისწინებული წესით, თქვენ შეგიძლიათ:

- გადაამოწმოთ, ვინახავთ თუ არა თქვენს პერსონალურ მონაცემებს;
- გვთხოვოთ ჩვენთან დაცული თქვენი პერსონალური მონაცემების ასლის გადმოცემა;
- მოითხოვოთ ჩვენთან დაცული თქვენი პერსონალურ მონაცემებში უსწორობის აღმოფხვრა;
- მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა. 

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთნ დაკავშირებული მოთხოვნების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ წერილი შემდეგ მისამართზე: info@educaregeorgia.com.