სვანეთი
„ჩართეს“ რუკაზე ახალი მხარე გამოჩნდა! სვანეთის სოფლებში უკვე 57 მოსწავლეს ვესტუმრეთ, ლეპტოპები გადავეცით და უკვე ინტერნეტიც ჩავურთეთ. მოვიარეთ წვირმი, უშგული, იფარი, ნაკიფარი, ცხუმარი, ცხეკვანი, ბაგვდანარი, უშხვანარი, დოლასვიფი, მაზერი, გალაში, ნაშთქოლი, ტვებიში, დოლი, ქართვანი და ლენჯერი. ალბათ დაგვეთანხმებით, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ მაღალმთიან რეგიონში მოსწავლეებს ქონდეთ შესაძლებლობა ისწავლონ, განვითარდნენ, გაერკვნენ ქვეყნისა და მსოფლიოს მიმდინარე მოვლენებში. სვანეთში კიდევ 50-ზე მეტი ახალგაზრდა გველოდება - მუშაობას მომდევნო თვეებშიც გავაგრძელებთ, რომ დაზამთრებამდე რაც შეიძლება მეტი მათგანის გახარება შევძლოთ.