მოსწავლეების გზამკვლევი

  

გამარჯობა,

გილოცავთ ახალ ლეპტოპს!

იმედი გვაქვს, ინტერნეტსა და კომპიუტერს ნაყოფიერად გამოიყენებ, რაშიც ეს გზამკვლევი დაგეხმარება! „ჩართეს“ გუნდი და 1500-ზე მეტი შემომწირველი, რომლებიც ყოველთვიურად გაფინანსებენ, წარმატებას გისურვებთ!

 
ვალდებულებები

პროექტში მონაწილეობით შენ იღებ ვალდებულებას, დაემატო ჩვენს ფეისბუქ ჯგუფში, შეავსო ჩვენ მიერ გამოგზავნილი კითხვარები, მუდიმვად იყო ხაზზე და დაესწრო ჩვენს ტრენინგებს. 

 
როგორ გამოვიყენოთ ქრომბუკი?
ქრომბუკი მიიღე? ჩვენმა გუნდმა მოამზადა ქრომბუკის გამოყენების ინსტრუქციები და საიტი დამხმარე ვიდეოებით, სადაც ახსნილია, თუ როგორ გამოიყენოთ ქრომბუკი, როგორ ააწყოთ პრეზენტაცია, საიტი, ტექსტი Google Drive-ზე და ა.შ.
ინსტრუქციების ნახვა
საიტზე შესვლა
 
 
ჩვენი გუნდის მიზანია, მოგამარაგოთ სასწავლო რესურსებითა და შესაძლებლობებით. Facebook ანგარიშით მუდმივად გაგიზიარებთ რესურსებს, მენტორობის შესაძლებლობებს, სტაჟირებებს, კონკურსებს... მოგვწერე თხოვნებით, კითხვებით, და ადევნე თვალი ჩვენს გვერდს. 
 
ფასიანი ქართულენოვანი რესურსები,
რომლებზეც შენ გექნება უფასო წვდომა:
Digital Bus: მარკეტინგი, პროგრამირება, ინტერიერის დიზაინი და ა.შ.
 
Smart Academy - ქოფირაითინგი, პროგრამირება, მარკეტინგი, დიზაინი, ა.შ.
 
 
 

ლინგვინგი
უცხო ენების კურსები!
 

საბა
ელექტრონული წიგნების უდიდესი ქართული ბიბლიოთეკა!
 

skills.ge
უამრავი და მრავალფეროვანი უნარის შესაძენი პლატფორმა!
 
ლუპი
ყველაზე დიდი სასწავლო აპლიკაცია გონიერი ალგორითმით!
 
ევროპის ბიზნეს სკოლა უფასოდ გთავაზობთ ბიზნესის მართვის ონლაინ კურსს.
 
უფასო საგანმანათლებლო რესურსები 
ხანის აკადემია - მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო პლატფორმა. ჩვენი გუნდის მიერ უკვე ნათარგმნია: მათემატიკა, ბიოლოგია, პროგრამირება და ფიზიკა!  გაწევრიანდით ამ ფეისბუქ ჯგუფში.
 

ნებულა
გონიერი პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ, მოემზადოთ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის!
 

code. org - პროგრამირების კურსები; კურსების დიდი ნაწილი ჩვენმა გუნდმა უკვე გააქართულა!
 
 

wikipedia – მსოფლიოს წამყვანი ელექტრონული ენციკლოპედია 125000+ სტატიით ქართულ ენაზე. იცოდი, რომ შენ შეგიძლია ხელი შეუწყო ქართული ვიკიპედიის განვითარებას? გაიგე მეტი აქ
Duolingo – უცხო ენების სასწავლი პროგრამა.
მურწყუ – გამოცდებში მოსამზადებელი პლატფორმა.
ინკო – სკოლის საგნების მარტივად შესასწავლად შექმნილი პლატფორმა. 
ფინანსური განათლების პორტალი
ორჯერ ორი - მარტივ ენაზე გადმოცემული ეკონომიკური და ფინანსური პროცესები

 
ინგლისურენოვანი რესურსები
Crash course  – შეცნებითი ვიდეოები უამრავ საგანზე.  
In a nutshell - მოკლე, სახალისო ვიდეოები სხვადასხვა საინტერესო თემაზე.
TED - მოკლე საჯარო ლექციები საინტერესო თემებზე.
Coursera - უფასო კურსების ერთ-ერთი ყველაზე დიდი და პოპულარული არჩევანი სხვადასხვა სფეროში მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისგან.
Veritaserum - ვიდეოები მეცნიერებაზე.
Edx - სამეცნიერო კურსების დიდი არჩევანი მათთვის, ვისაც ამერიკის ელიტური უნივერსიტეტების პროგრამები აინტერესებს.
Udemy - კარგად ორგანიზებული ტექნიკური და უნარ-ჩვევების კურსები სიმბოლურ ფასად – 10 დოლარად.
Udacity - აქცენტი ტექნოლოგიურ კურსებზე – პროგრამირება, მონაცემთა მართვა, ფიზიკა, მობილური პლატფორმები.
Lynda.com - აქცენტი კურსებზე ვიზუალურ კომუნიკაციაში, გრაფიკულ და ვებდიზაინში, ფოტოგრაფიაში, ვიდეო და ხმის ინჟინერიაში. ლინდას ონლაინკურსები დიდი პოპულარობით სარგებლობს, მათი ფასი კი 20-35 დოლარის ფარგლებში მერყეობს და არ აქვს უფასო ვერსია.
Academicearth.org - ონლაინ ხარისხის მოსაპოვებელი კურსების დიდი არჩევანი, რომლებისგანაც ბევრი ავტორიტეტულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით შეიქმნა.
Open culture - მრავალპროფილური ონლაინკატალოგი, რომელიც მოიცავს როგორც ონლაინსაგანმანათლებლო პლატფორმებს, ასევე საუნივერსიტეტო ონლაინკურსებსაც. ასევე, დამატებით საგანმანათლებლო რესურსებს – აუდიო და ელექტრონულ წიგნებს, უფასო ფილმების კატალოგს.
Alison - სასერტიფიკატო კურსები სხვადასხვა სფეროში პროფესიული ზრდისთვის, აქცენტით ბიზნესზე, ტექნოლოგიებზე, უცხო ენებსა და ჯანდაცვაზე.
Codeacademy - სპეციალიზებული კურსები პროგრამული კოდირების შესწავლის მსურველებისთვის. უფრო მეტად განკუთვნილია დამწყები პროგრამისტებისთვის.
მეტი რესურსისთვის ნახეთ 102 საუკეთესო რესურსის სია 
 
გარდა ამისა, ჩვენმა გუნდმა თქვენთვის შეადგინა ონლაინ რესურსების უუუზარმაზარი სია!

მარჯვენა ველში მოცემულია Tag-ები; მათზე დაჭერით შეგიძლიათ, გაფილტროთ რესურსები ენის მიხედვით, შემდეგ კი საგნის მიხედვით. წარმატებები!
სიის ნახვა
 
არასაგანმანათლებლო რესურსები
საძიებო სისტემები: Google (ყველაფერი), Youtube (ვიდეოები), Google Scholar (სამეცნიერო სტატიები);
სამსახურის ძიება: ჯობს.გე; hr.ge; LinkedIn;
კომუნიკაცია: Twitter, Tumblr, Medium;
ფილმები: Adjaranet, iMovies, Myvideo (ქართულ, ინგლისურ, რუსულ და სხვა ენებზე);
ახალი ამბები ქართულად: on.ge; მარკეტერი; ნეტგაზეთი; ტაბულა; ჩაი ხანა ლიბერალი; Forbes Georgia;
ახალი ამბები ინგლისურად: oc media (ამბები ამიერკავკასიაზე); BBC; CNN;
სხვა: კულინარიასოფლის მეურნეობა. CSO: გრანტები, კონკურსები, ვაკანსია.
Facebook გვერდები, რომლის გამოწერასაც გირჩევთ

ხანის აკადემია - ქართული ხანის აკადემიის გვერდი ჩვენი გუნდისგან;
ორჯერ ორი - მარტივ ენაზე გადმოცემული ეკონომიკური და ფინანსური პროცესები
პოსტები ეკონომიკურ პროცესებზე
ფსიქოლოგიური განათლება
კოგნიტური მიკერძოება
ქალები საქართველოდან

 

მედიაწიგნიერება

მედიაწიგნიერმა ადამიანმა იცის თუ როგორ, სად მოიპოვოს, გაფილტროს, შექმნას და გასცეს შესაბამისი ინფორმაცია. ასევე აქვს უნარი, გადაამოწმოს ნებისმიერი წყარო და დაადგინოს ინფორმაციის ნამდვილობა. მედიაწიგნიერება ადამიანში ავითარებს კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას.

თუ გსურს, მეტი ინფორმაცია გაიგო მედიაწიგნიერების შესახებ, გირჩევ, ესტუმრო ამ ვებ-გვერდებს:

მითების დეტექტორი

მედიაჩეკერი

მედიაწიგნიერების კურსი

მედიაწიგნიერების სახელმძღვანელო

სტატიები მედიაწიგნიერების შესახებ 

მედია და ინფორმაციული წიგნიერების ლაბორატორიის (MilLab) ონლაინ პლატფორმა

რა არის მედიაწიგნიერება? ინტერვიუ ექსპერტებთან 

რესურსები/კვლევები მედიაწიგნიერების შესახებ

 
გისურვებთ წარმატებებს და შენს გვერდით გვიგულე!