ივლისი 2025

 
 
ძვირფასო მხარდამჭერო, 
მადლობა თანადგომისთვის.

დროა ივლისის თავგადასავლებზე გიამბოთ. ჩვენს რუკაზე ახალი მხარე – სვანეთი გამოჩნდა. ,,ჩართეს" მანქანა ისევ არ ჰყავს, ამიტომ, ამჯერად ჩვენმა მხარდამჭერმა, დათო ნიჟარაძემ, გვატარა სვანეთის სოფლებში საკუთარი მანქანით. მოვიარეთ უშგული, წვირმი, ცხუმარი, იფარი, ნაკიფარი, ზეგანი და 
22 მოსწავლეს ჩავუტანეთ ლეპტოპები.

ამის გარდა, გასულ თვეს გალიდან გვყავდნენ ბანაკში მოსწავლეები და
14 მათგანს აქ გადავეცით კომპიუტერები. კიდევ ერთი ამბავია, რომ ჩვენი პროექტის აჭარელმა მონაწილეებმა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მიერ მოწყობილ ბანაკში მიიღეს მონაწილეობა ბათუმში.
  
აი ასეთი შედეგი გვაქვს ამ მომენტისთვის:
გაიგეთ, ზუსტად რაში დაიხარჯა თქვენი შემოწირულობა:
💸 გამჭვირვალობის ანგარიში
🧾 ბრუნვის საბანკო ამონაწერი
 
გაიცანით ივლისში ჩართული მოსწავლეები სვანეთიდან და აფხაზეთიდან
📷 ივლისის ყველა ფოტო
 
გასულ თვეს გალიდან თბილისში 16 ახალგაზრდა გვესტუმრა
ჩვენი მეგობარი კომპანიების დახმარებით ბანაკი უფრო და უფრო სახალისო ხდება, შემეცნებითთან ერთად - დავიწყეთ ვორქშოფებით Fabrika Hostel-ში, ვისაუბრეთ კარიერის დაგეგმვაზე, მედიაწიგნიერებაზე, ფინანსურ განათლებაზე, თავისუფალ და კრიტიკულ აზროვნებაზე. ბოლოს კი სულაკაურის გამომცემლობის წიგნები გავატანეთ საჩუქრად. 

ივლისის ბანაკში სიახლე გვქონდა - Domino Pizza-ს  დავუმეგობრდით და ჩვენს მოსწავლეებს საჩუქრად პიცები და კიდევ სხვა გემრიელობები გამოუგზავნეს!


სათავგადასავლო ტურის ფარგლებში ბავშვებმა ძველი თბილისი კვლავ ,,დალაშქრეს", ასევე მონაწილეობა მიიღეს ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ ჩატარებულ ვორქშოპში ოჯახური ძალადობის შესახებ. ძალიან დასამახსოვრებელი იყო რბოლა Karting Lilo-ს ტრასაზე, რომელიც უკვე მესამედ ირაკლი ჩიქოვანის დაფინანსებით დავგეგმეთ. 

კვლავ დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორებს, რომ გვეხმარებიან ბანაკები შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი გამოვიდეს.
 
  ნახეთ როგორ იცვლება მოსწავლეების ცხოვრება
მათივე სიტყვებით: 

ანა ახალციხიდან, 16 წლის
"მიყვარს ხატვა. ინტერნეტი მეხმარება უკეთესი იდეების მიღებაში, ჩემი ნამუშევრების სხვებისთვის გაზიარებაში, ახალი და ჩემთვის საჭირო ინფორმაციის მოძიებაში და მათ გამოყენებაში. ამ პროექტმა მომცა შანსი, რომ ვიყო მედიაწიგნიერი ადამიანი, როგორც 21-ე საუკუნეს შეეფერება... ჩემს ლეპტოპს ხანდახან ჩემი ძმა იყენებს როცა სკოლაში პროექტები აქვს, ასევე ჩვენ ორივე ფილმებს ვუყურებთ თავისუფალ დროს."
თუკი შემოწირულობის რაოდენობის ცვლილება გსურთ, პროფილში შესვლას ამ ბმულიდან შეძლებთ - https://charte.ge/ge/profile#payments 
ნახეთ თქვენი პროფილი
.
საავტორო უფლებები © 2025 Charte.ge, ყველა უფლება დაცულია.
დაგვიკავშირდით: [email protected]