მაღალმთიანი აჭარა
ფურტიო, ჩანჩხალო, ნიგაზეული, ნენია, ბუთურაული, ლომინაური - ეს იმ სოფლების არასრული ჩამონათვალია, რომლებშიც 2022 წლის მაისიდან ნოემბრის ჩათვლით მოსწავლეები ჩავრთეთ. მაღალმთიან აჭარაში შუახევისა და ქედის სოფლებს ვესტუმრეთ და ყოველ ჯერზე დიდებული ბუნებითა და სტუმართმოყვარე ოჯახებით აღფრთოვანებულები ვბრუნდებოდით! ლეპტოპები და ინტერნეტთან წვდომა 193 ბავშვამდე მივიტანეთ! მუშაობას მომდევნო თვეებშიც გავაგრძელებთ - ჩვენი გუნდის წევრებს მიუვალი მთების მწერვალებთან ჯერ კიდევ ბევრი ოჯახი ჰყავთ გასახარებელი. იხილეთ ფოტოები