მოქალაქეები

დონორები ჩართეს შესახებ

ლილი ფულარიანი

ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტი

დავით გელაშვილი

იურისტი, BDO

ხატია ბაბუხადია და ნატალია სიმონიშვილი

BDO

ნინა ბექაური

,,რობოკოდერის" დამფუძნებელი

პაატა პაპავა

განათლების ექსპერტი

ნინუცა ნანიტაშვილი

აღმასრულებელი დირექტორი, Innovation Support Fund

თამარ ჯაყელი

მწვანე აქტივისტი

ნატა ასათიანი

ასოცირებული პროფესორი, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი

ანანო ბაკურაძე

დამფუძნებელი, Movement

ქეთი მაჭარაშვილი, დავით გელაშვილი

კომპანია BDO

რევაზ კოპალაძე

„კავკასუს ონლაინის“ გენერალური დირექტორი

ია ვეკუა

ჟურნალისტი

ნინო ქაშიბაძე

მარკეტინგის დირექტორი, „ვანდიო“

ნიკოლოზ ალავიძე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე

გიორგი ხერგიანი

დამფუძნებელი, „ნაირ-ნაირი“

ლაშა ქერდიკაშვილი

უფროსი მრჩეველი, Ernst & Young Germany

დონორები ჩართეს შესახებ

მსურს, რომ ყველა მოზარდსა და უფროსკლასელს ჰქონდეს სწავლისა და განვითარების საშუალება, ამისთვის კი ინტერნეტისა და კომპიუტერის არსებობა აუცილებელი პირობაა. ბოლო პერიოდში, მსოფლიოში მძვინვარე პანდემიის ფონზე, თანამედროვე ტექნოლოგიებთან წვდომა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. „ჩართეს“ საქველმოქმედო პროგრამამ მომცა საშუალება, მცირედი თანხის შეწირვითაც კი სოციალურად დაუცველი სკოლის მოსწავლეები დავაახლოვო ამ ტექნოლოგიებს. იმედი მაქვს, რომ ჩემი მეგობრებიც გახდებიან აღნიშნული პროექტის დონორები. ჩაერთეთ პროგრამაში, მივცეთ მაგალითი სხვებს და გავიბედნიეროთ თავი სიკეთის კეთებით. იხილეთ სრულად

 

გიორგი გოგიჩაიშვილი

ასორტიმენტის განვითარების ხელმძღვანელი, შპს "თერმორუმი"

„ზოგადად, უკეთესი გარემოს შექმნას მინდა შევუწყო ხელი. ამის გარდა, მეც ვიყავი მოზარდი და საკმაოდ გვიან ვეზიარე ინტერნეტს. მინდა, რომ სხვა ბავშვებს ქონდეთ შესაძლებლობა, გამოყენონ ინტერნეტის დადებითი მხარეები, მეტ ინფორმაციასთან რომ ქონდეთ წვდომა. გაიგონ მეტი სამყაროს შესახებ. განვითარდნენ და მიხვდნენ, რომ მხოლოდ მათი სოფლით, რეგიონით, ქალაქით, ან ქვეყნით არ შემოიფარგლება სამყარო და გაცილებით მეტი საინტერესო, უცნაური, გასაოცარი რაღაცეები ხდება დედამიწაზე. გაიფართოვონ თვალსაწიერი და იყვნენ უფრო გონებაგახსნილები. 

სულ თავიდან, როდესაც სტუდენტი ვიყავი, ინტერნეტი დამეხმარა გამეჩინა ახალი მეგობრები, აღმომეჩინა ახალი ინტერესები და სფეროები. გამეცნო ბევრი საინტერესო ადამიანი. ისეთები, რომლებთანაც მაკავშირებდა საერთო ინტერესი და არა მხოლოდ სკოლა, ინსტუტუტი ან საცხოვრებელი ადგილი. ჩემი თავის შეცნობაშიც დამეხმარა. ამჟამად ინტერნეტი არის ჩემთვის ყველნაირი ინფორმაციის მიღების (და გაცვლის) და ჩემთვის საინტერესო ადამიანებთან დაკავშირების პირველი გზა. ყველანაირი კომუნიკაციის პირველწყაროა. 

ისინი, ვინც თავად აქტიურად არიან თანამედროვე ცხოვრების სტილში ჩართული, ტექნოლოგიურ სიკეთეებს იყენებენ, ასევე აქვთ სტაბილური შემოსავალი და საშუალება, რომ 5-10-20 და მეტი ლარის დონაცია გააკეთონ, აუცილებლად უნდა გახდნენ დონორები. ამ მცირედ თანხის რაოდენობაზე გაცილებით უფრო დიდი სარგებლის მოტანა შეუძლიათ გარემოსთვის, რომელშიც ცხოვრობენ. 

ქველმოქმედების გარდა, ეგოისტური მომენტიცაა ჩართეს დონორობა. ჩვენ ვაკეთებთ ინვესტიციას უკეთესი გარემოს (რომელსაც განათლებული და განვითარებული საზოგადოება ქმნის) შესაქმნელად რომ ჩვენ, ჩვენმა მეგობრებმა/ახლობლებმა და შემდეგ ჩვენმა შვილებმა უკეთეს ქვეყანაში იცხოვრონ.“ იხილეთ ვიდეო

 

ნინო ქაშიბაძე

მარკეტინგის დირექტორი, „ვანდიო“

"ინტერნეტი საუკეთესო რამაა ბორბლის შემდეგ, რაც კი გამოუგონია კაცობრიობას. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს საშვილიშვილო საქმეს ვაკეთებ. ეს ისეთი სასიამოვნო განცდაა, რომ ნამდვილად ღირს თვეში რამდენიმე ლარის გადადება".

გიორგი წიფიანი

აღმასრულებელი დირექტორი, GT Network

„ჩემს ცხოვრებას ხშირად ასე ვყოფ ხოლმე: კომპიუტერამდე და ინტერნეტამდე და კომპიუტერის და ინტერნეტის შემდეგ. ჩემი სკოლა ძალიან იზოლირებული იყო, ჩემი უბანიც. არსად დავდიოდი და მეგონა, მთელი ცხოვრება, ის იყო, რაც ჩემს სკოლაში ხდებოდა.
 
ინტერნეტმა მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება, პატარა რაღაცებით დაწყებული, ვთქვათ, მუსიკალური გემოვნების შეცვლა, ისეთ რაღაცებამდე, როგორიც ახალი მეგობრების შეძენაა.
 
მე ჩავრთე, რადგან კომპიუტერი და ინტერნეტი აუცილებლად გაზრდის მოსწავლეების სწავლის ხარისხს, არამარტო სწავლის, არამედ ზოგადად მათ მსოფლმხედველობას. მიხარია, სულ ცოტათი რომ შემაქვს წვილი ამ ძალიან კარგ წამოწყებაში.“

მარი ნიკურაძე

OC Media-ს თანადამფუძნებელი, დირექტორი

„ინტერნეტზე დამოკიდებული გახდა ყველაფერი, ამის გარეშე თითქოს ხელ-ფეხ შეკრული ხარ. თავიდან მხოლოდ სწრაფი კომუნიკაციის და ინფორმაციის წყარო იყო, ახლა ჩემი სასწავლო და სამუშაო სივრცეა. ოჯახთან კომუნიკაცია და შოპინგიც კი უკვე ინტერნეტზე გახდა მიბმული.
 
ძალიან მინდა, საქართველოში ყველა ახალგაზრდას, ყველა ბავშვს ჰქონდეს წვდომა ინტერნეტთან. 21-ე საუკუნეში განათლების მიღება ამის გარეშე ურთულესია. არ უნდა ჩამოვრჩეთ მსოფლიოს.“

თათია მემარნიშვილი

იაპონური ენის ლექტორი, თსუ

"თქვენი მცირე კონტრიბუცია, ვიღაცას უდიდეს შესაძლებობებს აძლევს. ინტერნეტთან წვდომა ნიშნავს განათლებასთან წვდომას - თვითგანვითარების უნარი თანამედროვე მსოფლიოში გადარჩენის მთავარი უნარია. გარდა იმისა, რომ ინტერნეტი უამრავ საშუალებას სთავაზობს მოსწავლეებს განათლების მისაღებად, ინტერნეტი მათ აძლევს საშუალებას, მოძებნონ მათნაირი ადამიანები, შექმნან სოციალური კონტაქტები არა ფაქტობრივი გარემოებების გამო, არამედ - საერთო ინტერესების მიხედვით, ინტერნეტი ეხმარება ადამიანებს, დაინახონ და უკეთ გაიაზრონ ინტერნეტის მომხარებელი მილიარდობით ადამიანის პერსპექტივა, რაც მეტად მნიშვნელოვანია რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეებისთვის, რომლებიც მხოლოდ ერთეული ადამიანების იდეოლოგიური ზეგავლენის ქვეშ არიან გარშემომყოფი საზოგადოების სიმცირის გამო."

ანა სურგულაძე

ფინანსური აუდიტორი, "არესემ საქართველო"

„ამ პროექტში მონაწილეობა არის დიდი პატივი ყველასთვის და მეც გამიმართლა, რომ გავიგე მასზე. 

პროექტი უმნიშვნელოვანესია ბენეფიციარებისთვის. ისინი სწავლობენ ურთიერთობას ამ მოწყობილობებთან, რომლებიც თითქმის საციცხლო მნიშვნელობისაა, ასევე ეხსნებათ შესაძლებლობები თვითგანვითრებისათვის, ზღვა მასალასთნ მიუწვდებათ  ხელი, და თუ თავად კარგად განაწყობენ საკუთრ თავს, შეძლებენ, რომ საკმაოდ ეფექტურად გაიღრმავონ თვალსაწიერი და შეიძინონ ცოდნა.

მე-20, 21-ე საუკუნეებში და მომავალში ინტერნეტი არის არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ აუცილებელიც. ჰაერი, წყალი, დილით ადგომა, კბილების გახეხვა, ფეხსაცმლის ჩაცმა… ასეთი უნარების დონეზეა ინტერნეტთან მეგობრობა. ძალიან ელემენტარულია.

ინტერნეტის გარეშე ჩემთვის ძალიან ძნელი იქნებოდა უამრავი ფაქტის გაგება და სწავლა, ამჟამად ინტერნეტი ერთ-ერთი გადაუდებელი ინსტრუმენტია ჩემთვის. საკმაოდ დააჩქარა პირადი განვითრების პროცესი და დარწმუნებული ვარ, ამის გარეშე ახლა შუა საუკუნეებში ვიქნებოდი ჩარჩენილი.“ იხილეთ ვიდეო

 

ნიკოლოზ ალავიძე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე

#მეჩავრთე, რადგან საუკეთესო ქველმოქმედებაა და მიხარია რომ ამ ახალგაზრდებს მცირედით ვეხმარები.

 კომპიუტერთან და ინტერნეტთან წვდომა უდრის განათლებას. მოზარდი შეძლებს ბევრი ინფორმაციის გაცნობას და თავად შეაფასებს ნებისმიერ მოვლენას კრიტიკულად. 

თუნდაც 1 ლარი ბევრს ნიშნავს ამ ადამიანებისთვის და თვეში 1 ყავა რომ მოვიკლოთ, ძალიან კარგ საქმეს გავაკეთებთ. იხილეთ სრულად

 

სანი ორველაშვილი

გრაფიკული დიზაინერი, Hans & Gruber

„რეპორტაჟებიდანაც ჩანს, თუ როგორ გულით უდგება „ჩართეს“ გუნდი ამ მისიას. მათი მუშაობა ნდობას იწვევს. ისინი საშუალებას გვაძლევენ, ძალიან მარტივად გავხდეთ მნიშვნელოვანი საქმის ნაწილი.

ინტერნეტი არის თავისუფლება, რომ წაიკითხო მსოფლიოს საუკეთესო წიგნები, დაეუფლო ნებისმიერ პროფესიას, დასაქმდე სადაც გინდა, გაიცნო თანამოაზრეები და გახდე დამოუკიდებელი. ინტერნეტის გარეშე ასმაგად შეზღუდული იქნებოდა ჩემი ცოდნა, შესაძლებლობა და ჯანმრთელობაც.

ამასთან, ინტერნეტით შესაძლებელია პროგრამირების სწავლა. ეს უნარი კი ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერ სფეროში მომუშავე ადამიანისთვის და ნელნელა მას ისეთივე დიდი დატვირთვა ენიჭება, როგორც წერა-კითხვას ჰქონდა ჭავჭავაძის დროს.

ეს ყველაზე კარგი საჩუქარია, რაც შეიძლება გაუკეთო სხვა ადამიანს და საკუთარ თავს ერთდროულად.“ იხილეთ მეტი

 

ელენე ლაცოშვილი

პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი

მე მგონია, რომ „ჩართე“ უბრალოდ საუკეთესო პროექტია დღევანდელ საქართველოში. იდეა, მისია, შესრულება, გამჭვირვალობა, ადამიანური, გამართული, პროფესიონალური კომუნიკაცია და, ყველაზე მთავარი - გაზომვადი, ხილული შედეგი.

რას ვეტყოდი  ადამიანს, რომელიც ჯერ არ არის „ჩართეს“ დონორი? გაიხსენე, კარგად გაიხსენე, როგორ გინდოდა ინტერნეტი და კომპიუტერი 2000-იანების დასაწყისში. დღეს შენ გვერდით არიან ბავშვები, რომლებსაც ზუსტად ასე უნდათ, რომ ელემენტარული კავშირი ჰქონდეთ თანამედროვე სამყაროსთან. და შენ შეგიძლია, აზიარო ეს ბავშვები ამ სიხარულს და ბიძგი მისცე მათ წინსვლას. თან ეს შეგიძლია სულ რაღაც 25 ლარად თვეში. დღეში 1 ლარზე ნაკლები დაგიჯდება, რომ ამხელა საერო და საშვილიშვილო ამბის მონაწილე იყო. ფაქტობრივად, „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" მოღვაწე გამოდიხარ. უფრო ღირებულს, უფრო ეფექტურს, უფრო გრძელვადიანს და სასარგებლოს (ამ ფასად!) ვერაფერს გააკეთებ. ნუ, თუ რა თქმა უნდა, საერთოდ გაქვს ამგვარი მოთხოვნილება. 

ანა სხილაძე

კომუნიკაციების და საზოგადოებრივი პროექტების მენეჯერი, JTI

„როგორც კი გავიგე ინიციატივის შესახებ, მაშინვე გავხდი დონორი. 

ჩართეს დონორობა არის უმარტივესი გზა, იქონიო გავლენა ერთი მოსწავლის ცხოვრებაზე. მისცე მას განვითარების საშუალება. რაღაც მხრივ, მგონია, ეს ჩვენი ვალდებულებაცაა, განსაკუთრებით მათი, ვინც ტექნოლოგიურ სფეროში ვმოღვაწეობთ. 

ის ადამიანები რომლებიც ინტერნეტისა და კომპიუტერის მიღმა არიან, რჩებიან ხელმისაწვდომი განათლების, სოციალური კაპიტალის, დასაქმებისა და განვითარების შესაძლებლობების მიღმაც. ტექნოლოგიურ პროგრესს მოაქვს განვითარება, თუმცა არ შეიძლება, ის ქმნიდეს ციფრულ უთანასწორობას. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება მეც მოსწავლეს ქონდეს წვდომა კომპიუტერთან და ინტერნერთთან, რათა გახდნენ გლობალური მოქალაქეები, გაიღრმავონ ცოდნა და ჩაერთონ ციფრულ ფერხულში. 

დღეს ინტერნეტის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. ინტერნეტმა შეცვალა ჩვენი ცხოვრების ყველა სფერო, პირადი ურთიერთობებით დაწყებული, სწავლითა და დასაქმებით დამთვრებული. დღეს არაერთ საერთაშორისო პროექტზე დისტანციურად ვმუშაობ და ეს წლების წინ წარმოუდგენელი იქნებოდა, რომ არა ინტერნეტი.“ იხილეთ ვიდეო

ნინუცა ნანიტაშვილი

აღმასრულებელი დირექტორი, Innovation Support Fund

„დღევანდელ რეალობაში ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს წვდომა ინტერნეტთან. ეს არის გზა განათლებისკენ, წარმატებისკენ, ახალი შესაძლებლობებისკენ.

ინტერნეტი დღეს წარმოადგენს ინფორმაციის უალტერნატივო წყაროს და მასთან წვდომა ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს, რათა მიიღონ განათლება, იყვნენ ინფორმირებულნი და ფეხი აუწყონ იმ ცვლილებებს, რომლებიც გლობალიზაციის პროცესს მოაქვს.

ინტერნეტმა უდიდესი გავლენა იქონია ჩემს განათლებაზე, ხედვებზე, კარიერულ წინსვლაზე. ვცხოვრობ ქვეყანაში, სამწუხაროდ საქართველოდან შორს, სადაც ინტერნეტმა ძირეულად შეცვალა ქვეყნის რეალობა უკეთესობისკენ. მომსწრე ვარ, როგორ იქმნება ინოვაციური პროექტები, რომლებშიც მოსწავლეები არიან ჩართულნი. ეს კი კომპიუტერისა და ინტერნეტის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ მინდა, რომ ეს შესაძლებლობა ქართველ მოსწავლეებსაც ჰქონდეთ.“ იხილეთ პოსტი

 

ერეკლე ძოწენიძე

ექიმი, ტალინის ცენტრალური საავადმყოფო

„ჩართეში ყველაფერი ძალიან გამჭვირვალეა. ჩემით ვირჩევ, რაზე უნდა დაიხარჯოს თანხა. ვთვლი, რომ ეს პროექტი ჩვენი ქვეყნის ნათელი მხარეა. სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ამდენი ნეგატიური ინფორმაციის მიღების შემდეგ, რაღაცნაირად გულს ეამა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ სხვა ადამიანებზე, მიაქვთ სინათლის ნაპერწკალი მათ ცხოვრებაში - ინტერნეტი - განვითარების შესაძლებლობა.

დღეს შეუძლებელია განვითარდე ინტერნეტის გარეშე. მე პირადად, თითქმის ყველაფერი ჩემ საქმიანობაში ვიდეო გაკვეთილებით ვისწავლე. დღესაც ვიდეო გაკვეთილებით ვსწავლობ. ყოველ ნაბიჯზე ვიყენებ ინტერნეტს განვითარებისთვის. როცა პატარა ხარ, მაშინ კიდევ უფრო სწრაფად იწოვ ინფორმაციას და მარტივად სწავლობ ყველაფერს. ამ ასაკში უინტერნეტობა ფაქტიურად ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა.

ინტერნეტი აფართოვებს თვალსაწიერს, აკავშირებს სამყაროსთან, ცვლის ადამიანის დამოკიდებულებას სხვადასხვა საკითხებზე და ასევე მის ქცევას. ჩაკეტილობა და დახშულობა რომ ცუდია, ამაზე ყველა ვთანხმდებით. ადამიანის გონებას სჭირდება ბიძგი და ინსპირაცია მოქმედებისთვის - თუ არაფერი „დააღეჭინე“, თვითონაც უმოქმედოა. 

ჩართე იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს რეგიონების განვითარება ჩვენთვის. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება არ იყოს ბნელი და გაუნათლებელი - აქედან მოდის აბსოლუტურად ყველა ცუდი, რაც ქვეყანაში ხდება.“

თაკაკა აბრამია

სტუდია იმპულსი, კრეატიული დირექტორი

„21-ე საუკუნეში, როდესაც ყველაფერი ძალიან სწრაფად ვითარდება, იმისათვის, რომ „გადავრჩეთ“ მნიშვნელოვანია, ვადაპტირდეთ. ამიტომ, ვფიქრობ, ინტერნეტთან წვდომა ამ დაჩქარებულ სამყაროს, სადაც ყოველ წუთს ახალი აღმოჩენები კეთდება და დიდ კვლევებს ეყრება საფუძველი, ცოტათი მაინც აპატარავებს.

თავს გაგრძნობინებს, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ხარ. შეგიძლია, შენც ჩაერთო ამ სასიამოვნო „საგიჟეთში“, მიიღო ცოდნა, გაიგო ახალი ამბები, იპოვო, რისი კეთება გინდა და გახდე საზოგადოების ღირებული, სრულფასოვანი წევრი. 

ინტერნეტის გარეშე ცხოვრება უკვე წარმოუდგენელია, ვინაიდან სამსახურსა თუ სახლში კომუნიკაციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა. ინტერნეტმა მომცა შესაძლებლობა ყოველთვის მქონდეს წვდომა ახალ, საინტერესო ინფორმაციაზე.“ იხილეთ სრულად

მელანო დურმიშიძე

ბიზნეს განვითარების მენეჯერი, Sarke Studio

„დღეს კომპიტერისა და ინტერნეტის საშუალებით შესაძლებელია უამრავი საჭირო ინფორმაციის მიღება და ცოდნის გაღრმავება სხვადასხვა სფეროში. ბევრი ინფორმირებული და მცოდნე ახალგაზრდის ყოლა კი ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

ინტერნეტი და კომპიუტერი ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ მომინდა, სხვა ახალგაზრდებსაც დავხმარებოდი ამის მიღებაში.

რას ვეტყოდი ადამიანს, რომელიც ჯერაც არ არის ჩართეს დონორი? ვთხოვდი, შემოგვიერთდნენ, რომ თავადაც გამოცადონ ის სიამოვნება, რასაც ერთი მოსწავლის მიერ კომპიუტერის მიღება და ინტერნეტში ჩართვა გვანიჭებს ჩართეს დონორებს.“

მარიამ საღარეიშვილი

მთავარი სპეციალისტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

"ყოველთვის დიდი უნდობლობით ვუყურებ საქველმოქმედო ორგანიზაციებს, ვინაიდან, როგორც წესი, ისინი სახსრებს აგროვებენ არამიზანმიმართულად, მათი ხარჯები არ ჩანს და ეს ტოვებს ისეთ შთაბეჭდილებას, თითქოს უბრალოდ ვიღაცას ფულს უხდი. ამ პროექტის შემთხვევაში, პირველ რიგში, აბსოლუტურად ვეთანხმები იმას, რომ რაც შეიძლება მეტ ბავშვს უნდა ჰქონდეს ინტერნეტთან და კომპიუტერთან წვდომა; მეორე, მომწონს, რომ ვხედავ რაზე იხარჯება სახსრები; მესამე, ბავშვები და მათი ისტორიები მაძლევენ იმის შეგრძნებას, რომ ისინი არ დაკარგავენ დროს ტყუილად ინტერნეტში, ბავშვები შეეცდებიან მიიღონ ინფორმაცია და შეცვალონ საკუთარი და ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ. განათლებას, სწავლას და სწავლაზე ხელმისაწვდომობას ძალიან დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია.

ცხოვრებაში თითოეულ ჩვენგანს, სამწუხაროდ, არ აქვს თანაბარი შესაძლებლობები, ვიღაც პირდაპირ წარმატებისთვისაა დაბადებული, დანარჩენები კი ვცდილობთ შეზღუდული შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ბავშვებისთვის აუცილებელია ცოტა მეტი შესაძლებლობის მიცემა ცოტა მეტი წარმატებისთვის". იხილეთ სრულად

 

ლალი ოქროშიძე

დოქტორანტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

„მყავს 8 შვილი, 5 შვილიშვილი. 1992 წლიდან მეგობრებთან ერთად შევქმენი სკოლა, დღესაც ვასწავლი მასწავლებლებს. განათლების ხელმისაწვდომობაზე მეტად ძვირფასი არაფერია ხელმოკლე ოჯახის ბავშვისთვის! 

თქვენ აძლევთ შანსს ყველა ბავშვს, ცხოვრებაში მიაღწიოს ოცნებების ასრულებას. თქვენ ქვეყანას აძლევთ შანსს, ჩვენმა შვილებმა ააშენონ უკეთესი საქართველო. მივცეთ ჩვენს შვილებს ჩვენზე ბედნიერი მომავლის შანსი!

ინტერნეტი თანამედროვე განათლების და სოციალური უნარების საფუძველია. მოსწავლეს, სოციალური მდგომარეობის და საცხოვრებელი ადგილის მიუხედევედ, რესურსებზე სრული წვდომა და თვითგანვითარების საშუალება ეძლევა. ინტერნეტის გარეშე მომავლის განვითარება შეუძლებელია.“ იხილეთ პოსტი

 

კახა ჟღენტი

მასწავლებელთა პროფ. განვითარების სქემის პროგრამის მენეჯერი

#მეჩავრთე, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია ადამიანების მხარში დგომა. 

ადრე, როდესაც თავადაც მოსწავლე ვიყავი, ინტერნეტთან და კომპიუტერთან წვდომამ ბევრი საჭირო ინფორმაცია მომცა. ვფიქრობ, ამან მნიშვნელოვნად განაპირობა  ჩემი პიროვნული განვითარება.  ინფორმირებული მოქალაქეები საზოგადოების განვითარებისთვის ძალიან დიდი ძალაა. 

ინტერნეტმა საშუალება მომცა,  მქონოდა შეუზღუდავი  წვდომა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში შექმნილ ცოდნასთან.  ამან  მოშალა გეოგრაფიული  ბარიერები. ახლა ჩემი ცხოვრება მის გარეშე ვეღარ წარმომიდგენია. 

თუ გჯერათ ან გსურთ, რომ  ქვეყანას ჰქონდეს უკეთესი მომავალი, ამ საქმეში თქვენთვის უცნობი პატარა ადამიანების მხარდაჭერით შეგიძლიათ, განუზომელი წვლილი შეიტანოთ. თითოეულ ახალგაზრდას ამ რესურსთან წვდომა შესაძლებლობას მისცემს მომავალში თავად შეუწყოს ხელი ჩვენი საზოგადოების თანასწორობასა და განვითარებას.  

 

მარიკა ზაქარაძე

მედია კოორდინატორი, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი"

#მეჩავრთე, რადგან მომწონს პროექტის იდეა და ვენდობი თქვენს გუნდს. ძალიან კარგად მახსოვს, როგორ დავდიოდი თავის დროზე „ინტერნეტ კაფეში“ და ვიხდიდი 1 ლარს, რათა 1 საათით ინტერნეტი მქონოდა. როცა ჩვენ სახლში პირველი კომპიუტერი გამოჩნდა, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

ინტერნეტშიც შეიძლება იყო მარტოსული, მაგრამ თუ ეს არ გინდა, ნამდვილად გაქვს საშუალება დაუკავშირდე სხვებს, გაერთიანდე იმ წრეებში, რომლებიც მიგიღებენ. ინტერნეტი ჩემთვის პირველ რიგში „ჩემიანების" პოვნის საშუალება იყო.

თუ აფასებთ ინტერნეტს, როგორც რესურსს და თვლით, რომ იგი ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, აუცილებლად დაუჭირეთ მხარი ამ პროექტს. იხილეთ სრულად

 

მიკო შახდინარიანი

პროექტის კოორდინატორი, თბილისი პრაიდი

"ჩართე ჩემთვის ნამდვილად განსაკუთრებული პროექტია, რადგან ვფიქრობ, რომ ძალიან სასარგებლო მიზანს ემსახურება - მისცეს სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებს წვდომა ინტერნეტთან და შესაბამისად თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსებთან. 

ის ფაქტი, რომ ჩართეს გუნდი ასე გამჭვირვალედ, თავდაუზოგავად, თანმიმდევრულად შრომობს გაცხადებული მიზნის მისაღწევად, მავსებს დიდი ოპტიმიზმით და პირველივე დღიდან, როცა ამ პროექტის შესახებ გავიგე, ძალიან ვგულშემატკივრობ. 

იმ უამრავი მსგავსი საქველმოქმედო პროექტისგან განსხვავებით, რაც აქამდე გამიგია, ჩართე ჩემი დიდი ნდობით სარგებლობს, რაც სხვადასხვა ფაქტორებმა განაპირობა, მაგ. ტექნიკურად გამართულმა საიტმა, ინფორმატიულმა, საინტერესო მასალამ, თავიდან ბოლომდე გამჭვირვალე პროცესმა, ყოველთვიურმა ანგარიშებმა და ა.შ. მაგრამ ყველაზე მთავარი ჩემთვის არის გუნდი, რომელიც ამ პროექტს აკეთებს.

მაქვს შთაბეჭდილება, რომ თანამედროვე, განათლებულმა ახალგაზრდებმა, რომლებმაც ღირებული გამოცდილება დააგროვეს ონლაინ საგამანათლებლო პროექტებში, დიანახეს აბსოლუტური საჭიროება ამ პროექტის, განსაზღვრეს სტრატეგია და დაიწყეს ძალიან სწორედ და კვალიფიციურად ამის აღსრულება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თვიდან თვემდე, როდესაც მიღებულ ანგარიშს გადავავლებ თვალს, მაქვს განცდა, რომ ეს გუნდი არ კმაყოფილდება მიღწეულით და ყოველთვის ცდილობს ყოველ ჯერზე რაღაც გააუმჯობესოს (ე.წ. ინკრემენტალური განვითარება), იქნება ეს ხარჯვის უფრო მეტი გამჭირვალობა, დონორს მორგებული უკეთესი პლატფორმა, უფრო დივერსიფიცირებული გეოგრაფიული არეალი, მოიცვან ყველაზე მიყრუებული ადგილები, ყველაზე მოწყვლადი მოსწავლეები და გაუჩინონ ახალი პერსპექტივა ცხოვრებაში.

ხშირად როდესაც მეგობრებსა და ახლობლებთან საქართველოში არსებულ სიტუაციაზე ვსაუბრობთ, განვიხილავთ არსებულ მძიმე სოციალურ, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ვითარებას და გვიჩნდება კითხვა: ჩვენ ინდივიდუალურად რა შეიძლება ვქნათ, რა შეგვიძლია შევცვალოთ, რასაც შეიძლება ჰქონდეს რაიმეზე რეალური გავლენა? ჩართეთი ამ კითხვაზე ვიპოვე პასუხი, რადგან ზუსტად ის პროექტია, სადაც ყველას თუნდაც 1 ლარით დიდი საქმის კეთება შეგვიძლია. "

ლაშა ქერდიკაშვილი

უფროსი მრჩეველი, Ernst & Young Germany

„ჩართემდე არაორგანიზებული დონორი ვიყავი, თუმცა მარტო როდესაც ხარ ამ საქმეში, ხშირად ვერ ახერხებ სტაბილურობის შენარჩუნებას.

საიტის გაცნობის შემდეგ (რასაც მართლა 3 წუთამდე დასჭირდა) ზედმეტი ფიქრის გარეშე ჩავერთე. საიტზე დავინახე ზუსტად ის ორგანიზებულობა, რაც მე მაკლდა. პლატფორმა მარტივი და გამჭვირვალეა და მაშინვე გამიჩნდა ნდობის ფაქტორი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი რეგისტრაციისას მხოლოდ რამდენიმე ათეული დონორი იყო. პლატფორმის დახმარებით ყოველგვარი ზედმეტი დროის თუ ენერგიის დახარჯვის გარეშე მომავლის ფუძემდებელი ხდები.

ინტერნეტმა კომუნიკაცია გამიმარტივა, მცირე დროის და ზედმეტი რესურსის დახარჯვის გარეშე წვდომა მომცა თითქმის ყველაფერზე, რაც მაინტერესებდა, მაპოვნინა საერთო ინტერესების მქონე ადამიანები.

21-ე საუკუნეში ინტერნეტი ახალგაზრდებისთვის განათლების საწყისია და განათლებაში ინვესტიცია, სამომავლოდ მათი განვითარების საწინდარია, შესაბამისად ქვეყნისაც.“ იხილეთ პოსტი

 

მაო გალუაშვილი

ვეტერინარი, აგრარული უნივერსიტეტი

„ვფიქრობ, განათლება არის დღეს ყველაზე დიდი სიკეთე, რაც შეგვიძლია, ადამიანებს მივცეთ. ძალიან გულდასაწყვეტია, როცა ბავშვებს სწავლის წყურვილი აქვთ, მაგრამ ინფორმაციის მიღების საშუალება - არა.

ინტერნეტით ვისწავლე ის, რასაც სკოლებში არ გვასწავლიან, ვიმოგზაურე იქ, სადაც ფიზიკურად არასდროს ვყოფილვარ. დავუკავშირდი უამრავ ადამიანს დედამიწის მეორე მხარეს. ინტერნეტზე იმდენად ვართ დამოკიდებული ყოველდღიურად, რომ მის გარეშე ცხოვრება თითქმის წარმოუდგენელია.

კომუნიკაცია, ხელოვნება, ლიტერატურა - ყველაფერი გადადის ახალ და ინოვაციებით სავსე ციფრული სამყაროში, სადაც ინტერნეტის გარეშე რჩები სრულ ვაკუუმში. ინტერნეტი გვაძლევს არჩევანის თავისუფლებას, გვაძლევს საშუალებას, შევქმნათ პლათფორმები, სადაც პირად გამოცდილებას გავუზიარებთ ერთმანეთს, თავად ავარჩევთ და მოვიძიებთ ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციას ნებისმიერ საკითხზე.

ბავშვები ბუნებით ცნობისმოყვარეები და კრეატიულები არიან, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არ შევზღუდოთ მათი ცნობისმოყვარეობა და ბავშვობიდანვე მივცეთ საშუალება, გამოიკვლიონ მათი ინტერესები, აღმოაჩინონ სიახლეები და გაიკვლიონ გზა თანამედროვე ცხოვრებაში.

როდესაც აძლევ ადამიანს ინფორმაციას, აძლევ ახალ ცოდნას, უხსნი ახალ თვალსაწიერს და ფაქტობრივად აძლევ მას ახალ სიცოცხლეს.“

 

ლელა ბასილაია

„რას ვეტყოდი ადამიანს, რომელიც ჯერ არაა „ჩართეს“ დონორი? პირველ რიგში, ვურჩევ, რომ მეტი ინფორმაცია მოიძიონ „ჩართეს“ შესახებ. გაეცნონ ანგარიშებს, ბენეფიციარებს, რაც პროექტისადმი ნდობის გაჩენას შეუწყობს ხელს და შემდეგ წარმოიდგინონ თავი ყველა იმ მოსწავლის ადგილას, ვისაც არ აქვს შესაძლებლობა, ჰქონდეს ინტერნეტი და კომპიუტერი. დაფიქრდნენ, ცხოვრებაში რამდენ რამეს გამოტოვებდნენ ინტერნეტის გარეშე. 

სამსახურიდან მქონდა შეხება სკოლებთან და მოსწავლეებთან, ვიცნობ მათ საჭირობებს, მით უმეტეს რეგიონებში. მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის კომპიუტერთან და ინტერნეტთან ხელმისაწვდომობა, გაცნობიერებული მაქვს თანამედროვე სამყაროში რა რთულია მათ გარეშე არსებობა და როგორი შეუძლებელია განვითარება. 

თანამედროვე სამყაროში შეუძლებელია, ფეხი აუწყო და დაეწიო ყველა სიახლესა და გამოწვევას ინტერნეტის გარეშე; ინტერნეტის სწორად და მიზანმიმართულად გამოყენება ნიშნავს განვითარებას, ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და მუდმივ დინებას მომავლისაკენ. 

ინტერნეტმა მხოლოდ ჩემი ცხოვრება კი არა სამყარო შეცვალა - უკეთესობისკენ. ინტერნეტის გარეშე არ ვიქნებოდი ის და იქ, ვინც ვარ და სადაც ვარ. უბრალოდ ვერ განვვითარდებოდი და ყველაფერი ჩვენ გარშემო მოხდებოდა ბევრად ნელი ტემპით, ვიდრე ახლა ხდება. შეიძლება, ეს სიტყვები ჯერ არავისთვის მითქვამს, მაგრამ ინტერნეტზე თამამად ვამბობ, რომ მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.“

ომარ ტერტერაშვილი

აკადემიის მენეჯერი, საერთაშორისო აუდიტორული კომპანია ნექსია თიეი

„ყოველთვის ვცდილობ სოციალურ პროექტებში ჩართვას ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში. თავდაპირველად ჩავერთე რეგისტრაციის სიმარტივის და გადახდის მოქნილი სისტემის გამო. შემდეგ დავინტერესდი გუნდით, ვინც ამ პროექტს ახორციელებს და გამიჩნდა მეტი სანდოობა და გულშემატკივრობა.

ინტერნეტმა შეცვალა ჩემი დროის მენეჯმენტი. მომცა  განათლების დისტანციურად მიღების საშუალება. დღევანდელ რეალობაში ინტერნეტის გარეშე გამიჭირდებოდა პროფესიული საქმანობის ეფექტური განხორციელება. 

საზოგადოების ჩართულობა მსგავს პროექტებში ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების განვითარებისა და განათლების ხელმისაწვდომობის ზრდისთვის. ჩვენი მინიმალური ძალისხმევით ბავშვებს ეძლევათ საშუალება ჰქონდეთ წვდომა კომპიუტერთან და ინტერნეტთან, რაც მათ მისცემს საშუალებას, მიიღონ განათლება დისტანციურად, განავითარონ ის შესაძლებლობები რაც მათ გააჩნიათ, შეისწავლონ უცხო ენები.“ იხილეთ პოსტი

 

მარიკა ფალიანი

ფინანსური მენჯერი, Lisi Lake Development

„ძალიან კარგი პროექტია, იმედია, უფრო მეტს შევძლებთ ერთად! თქვენ შეგიძლიათ რადიკალურად შეცვალოთ ახალგაზრდების ცხოვრება. მისცეთ მათ უკეთესი ცხოვრების შანსი! ეს არის თქვენი წვლილი ქვეყნის განვითარებაში, იმიტომ რომ წარმატებული მოქალაქეები ქმნიან წარმატებულ ქვეყანას! სოციალური პასუხისმგებლობა არის უმნიშვნელოვანესი. თუ ყველანი ვეცდებით, რომ 1 ადამიანს მაინც დავეხმაროთ, ისინი მომავალში დაეხმარებიან სხვებს, ასე შეიქმნება სოლიდარული საზოგადოება, რომელიც ერთმანეთს გვერდში უდგას და ამით ყველაფერი შესაძლებელი ხდება!“

 

დავით შერვაშიძე

პროგრამის ოფიცერი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი

„უინტერნეტოდ არა მარტო ჩემი, არამედ თანამედროვე ადამიანის ცხოვრება წარმოუდგენელია. მით უმეტეს, ახალგაზრდის, რომელიც ახლა იღებს ცოდნას და მას ზღვა ინფორმაციის სამყაროსთან ზიარების საშუალება აუცილებლად უნდა ჰქონდეს.

სტუდენტობამდე ინტერნეტზე ხელი თითქმის არ მიმიწვდებოდა და თანამედროვეობას რომ „დავწეოდი“, რამდენიმე წელი დამჭირდა. ახლანდელი ახალგაზრდებისთვის ინტერნეტი მსოფლიოსთან ურთიერთობის, და შესაბამისად, მასთან დაახლოების საუკეთესო საშუალებაა.

ჩემთვის „ჩართეს“ დონორობა არის გრძნობა, რომ ახალგაზრდების განათლებაში თუნდაც უმცირესი წვლილი შემაქვს. გარდა ამისა, ჩემთვის სარგებლობა მოაქვს იმის გაგებას, რომ არსებობს ხალხი, გუნდი, რომლის მიზანია, ცოდნის შეძენის მსურველ ახალგაზრდებს ყველაზე მნიშვნელოვანი მოტივაცია მისცეს, განათლებისა და განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი თანამედროვე საშუალება – ინტერნეტი ჩაურთოს, გადასცეს კომპიუტერი და უფრო გაუღვივოს განათლების სურვილი.“

ნინო გოგალაძე

რედაქტორი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

"მქონდა განცდა, რომ საქართველოში ფაქტობრივად ყველას აქვს ინტერნეტი და "ჩართეს" საშუალებით გავაცნობიერე, რომ ეს ასე არ არის. ვფიქრობ, რომ ინტერნეტთან წვდომა ამცირებს იმ უსამართლობას, რაც ქვეყანაში (და მსოფლიოშიც) განათლების რესურსებთან არათანაბარ წვდომას გულისხმობს. 

ინტერნეტთან წვდომა გულისხმობს ძალიან დიდ სასწავლო რესურსთან წვდომას. გარდა ამისა, ბევრი აბიტურიენტი ვერ წყვეტს ხოლმე, რა პროფესია აირჩიოს, რადგან ბევრი მათგანის შესახებ რეალური ინფორმაცია არც აქვს, განსაკუთრებით შედარებით ახალი პროფესიებისა და ინოვაციური მიმართულებების შესახებ. 

მე რომ ინტერნეტი არ მქონოდა აბიტურიენტობის პერიოდში, მაქსიმალურთან მიახლოვებულ ქულებს ვერ მივიღებდი, რაც დამოუკიდებლად, საკუთარ თავზე მუშაობის შესაძლებლობას მაძლევდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ჩართეში ჩემი წვლილი მინიმალურია, მიხარია, რომ ამ პასუხისმგებლობის ძალიან მცირე ნაწილს მეც ვიზიარებ.  

ცხოვრება ინტერნეტის გარეშე არ წარმომიდგენია. ჩემი საქმის დიდი ნაწილი, მსოფლიოს გარშემო ადამიამებთან კომუნიკაცია, ახალი ცოდნების მიღება დაკავშირებულია ინტერნეტთან. ინტერნეტმა ბევრად უფრო გააფართოვა სამყარო და ამასთან ერთად, ძალიან დააპატარავა, ყველგან წვდომის თვალსაზრისით.  

აუცილებლად გახდით დონორები და ყოველთვის გაბედნიერდებით ჩართეს ანგარიშების მიღებით, სადაც ბენეფიციარების წარმატებებზე გვიყვებიან."

ლელა გრიგალაშვილი

რესტავრატორ/კონსერვატორი, თანამედროვე ხელოვნების გალერეა Window Project

მარიამ წიწილაშვილი

Nino Saakadze

Zuka Tsinadze

გიორგი

ნინო ჩხაბერიძე

G

Gvantsa Gobronidze

L

Leila Blagonravova

დიმიტრი კაკაბაძე

Mikheili Bazaziani

ქრისტინე

ლელა არაბული

ქეთი

M

Mariam Gagnidze

Zani Zakaidze

E

Ekaterine Tokhadze

I

IRMA MELIKISHVILI

ელისაბედ ლომინეიშვილი

N

Nino Tsitlanadze

მიხეილ მუჩაიძე

V

Vato Gabunia

თათია

N

Natia

T

Tornike Janashia

შორენა

Ma Mia

შეიტყვე რომელი კომპანიები გვიჭერენ მხარს

კორპორატიული დონორები