დაგვეხმარე მანქანისთვის თანხის შეგროვებაში

სექტემბერი 2026

 
 
გამარჯობა, 

ერთ მებრძოლ და მიზანდასახულ გოგოზე, ელენეზე, უნდა მოგიყვეთ. მას ლეპტოპი თქვენი მხარდაჭერით გადავეცით 2020 წელს, შემდეგ დედასთან ერთად ინტერნეტით სანთლების დამზადება ისწავლა, მცირე ბიზნესი წამოიწყო და უკვე ორიგინალურ არომატებსაც ქმნის. ✨

მართალია ეტლით მოსარგებლეა, მაგრამ დედის თანადგომით მუდმივად საკუთარი თავის განვითარებაზე ზრუნავს. გრაფიკული დიზაინის, ფრონტ-ენდ დეველოპმენტისა და ფინანსების კურსებიც კი გაიარა, რომ ბიზნესი უკეთ ემართა.

იმისთვის, რომ ელენემ დამოუკიდებლად, ეტლის გარეშე, შეძლოს სიარული, მას ჩვენი დახმარება სჭირდება. ნახეთ ვიდეო, გაიცანით ეს საოცარი გოგო და თავად დარწმუნდებით, რატომაა მნიშვნელოვანი, რომ მისთვის გავერთიანდეთ. 
თურქეთში პირველი ოპერაციისთვის ელენეს   14 300 დოლარი სჭირდება. 

თუკი დახმარების სურვილი გექნებათ,
გიზიარებთ მის საბანკო 
ანგარიშებს:
TBC: GE47TB7242345061100144
BOG: GE05BG0000000580749614
მიმღები: ელენე ნინო მაისურაძე
გააზიარეთ ვიდეო Facebook-ზე
გააზიარეთ ვიდეო Instagram-ზე
 
ახლა კი, ტრადიციულად, დროა სექტემბერი შევაჯამოთ. გასულ თვეს ერთად კიდევ 44 მოსწავლეს ჩავუტანეთ ლეპტოპები. ჩვენი მხარდამჭერების თანადგომით, მათ უკვე აქვთ ის, რაც მომავლისთვის ყველაზე მეტად სჭირდებათ - წვდომა ინტერნეტზე, სასწავლო რესურსებსა და უამრავ შესაძლებლობაზე.
 
✨ გაიცანით მოსწავლეები სამეგრელოდან და გალიდან  ✨
📸 სექტემბრის ყველა ფოტო 📸
 
როგორც იცით, ისევ ვაგრძელებთ იმ კომპანიების მოძიებას, რომლებიც დააფინანსებენ ,,ჩართესთვის" ავტომობილს ნაწილობრივ ან მთლიანად.

სანამ ჩვენი საკუთარი მანქანისთვის თანხას შევაგროვებთ,
Tegeta და EuropeCar დაგვიჭერენ მხარს და რეგიონებში მოსწავლეებთან მათი მაღალი გამავლობის ავტომობილებით გავემგზავრებით. დიდი მადლობა მათ ამისთვის! 
Facebook-სა და Instagram-ზე ვიდეოს გაზიარება კვლავ ძალიან დაგვეხმარება 🙏 
Facebook
Instagram
 
ერთობლივი ძალისხმევით აი ასეთი შედეგი გვაქვს ამ მომენტისთვის:
გაიგეთ, ზუსტად რაში დაიხარჯა შემოწირულობა:
💸 გამჭვირვალობის ანგარიში
🧾 ბრუნვის საბანკო ამონაწერი
 
ჩაურთეთ ინტერნეტი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს:
 
ისევ ჩართეთ
საავტორო უფლებები © 2026 Charte.ge, ყველა უფლება დაცულია.
თქვენ მიიღეთ აღნიშნული წერილი, ვინაიდან დარეგისტრირდით ჩვენს ვებსაიტზე.

დაგვიკავშირდით: [email protected]