ჩართე

დაუფინანსე ინტერნეტი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს.

მე ჩავრთავ

დღეს საქართველოში 78 000 სოციალურად დაუცველ მოსწავლეს არ აქვს ინტერნეტი. ჩვენი აზრით, ინტერნეტთან წვდომა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა.

პროექტი „ჩართე“ საშუალებას გაძლევთ, დაუფინანსოთ ინტერნეტის ყოველთვიური გადასახადი ან კომპიუტერი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს.
 

რატომ ინტერნეტი?

ჩართე Grace Hopper-ის ჯილდოს მფლობელია. გაიგეთ მეტი

რა არის ჩართე და როგორ ჩავურთოთ ინტერნეტი?

100%

გამჭვირვალე

როგორ იხარჯება თანხა

პლატფორმა 100%-ით გამჭვირვალეა. ჩვენ ყოველთვიურად ვაქვეყნებთ ანგარიშს, სადაც აღწერილია პროექტის თითოეული ხარჯი, და ბრუნვის საბანკო ამონაწერს.

წარმატების ისტორიები

სალომემ ინტერნეტის დახმარებით აღმოაჩინა, თუ რა ხდებოდა მისი გარემოს მიღმა - გაიარა საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის კურსი, მონაწილეობა მიიღო თავისუფალი უნივერსიტეტის ,,დიპლომატიის სკოლაში”, გახდა გურჯაანის ახალგაზრდული საბჭოს წევრი… მიღებული ცოდნის სკოლაში გაზიარებაც დაიწყო - ტრენინგები ჩაატარა გენდერულ თანასწორობაზე, ბავშვთა უფლებებსა და დებატების წესებზე. საკუთარი ორგანიზაციის შექმნაც სურს, რომელიც გურჯაანში იმუშავებს და ახალგაზრდებს ზუსტად ისევე დაეხმარება, როგორც მას დაეხმარნენ.

ლიზის ტექნიკური საგნები უყვარს და სამომავლო პროფესიაც შესაბამისი შეარჩია - სურს კომპიუტერულ მეცნიერებებზე ჩააბაროს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. პროგრამირების ენების დამოუკიდებლად სწავლა უკვე დაიწყო და როგორც გვითხრა, ჯავასკრიპტის თითქმის ნახევარი იცის, Bitcamp-ისა და ხანის აკადემიის რესურსებს იყენებს. ამის გარდა ვიდეომონტაჟიც გამოსდის და სულ ახლახანს ხარაგაულში, ტურისტულ კომპანია “My Trip”-ში, დაიწყო მუშაობა.

მარიამი ბავშვობიდან ხატავს. მეექვსე კლასიდან არქიტექტორობა დაისახა მიზნად. მაგისტრატურის გავლა კი აშშ-ში სურს. უკვე მე-11 კლასში “ჩართეს” ნაჩუქარ ლეპტოპსაც დაუმეგობრდა და დამოუკიდებლად დიზაინების შექმნაც დაიწყო. 2021 წელს „კოდის ერთი საათის“ კვირეულის ფარგლებში 3D პროექტები შექმნა და საქართველოს მასშტაბით კონკურსის ფინალშიც გავიდა! თავისუფალ დროს ნახატების გარდა, ესკიზებსაც ქმნის - ინტერნეტის საშუალებით მისი საოცნებო სახლის დიზაინი შექმნა. 

ელისო აბიტურიენტია, თუმცა ახერხებს დრო გამონახოს, არაფორმალური განათლების პროექტებში ჩაერთოს და საკუთარი თავი ასეც განავითაროს. მისი თქმით, ძალიან უნდა წვლილი შეიტანოს თავისი ქალაქისა და ქვეყნის განვითარებაში. მხარში აქტიური მეგობრები უდგანან, მათთან ერთად სხვადასხვა გარემოსდაცვით და კულტურულ აქტივობებს გეგმავს! იტაცებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა და ხატვა, თუმცა თავს ხელოვნად არ მიიჩნევს. როგორც გვიამბო, ინტერნეტის საშუალებით საინტერესო ნახატებს ეცნობა და სხვადასხვა ეპოქებშიც დამოგზაურობს. იხილეთ სრულად

ლუკამ გადაწყვიტა, ერთ-ერთ ყველაზე უჩვეულო ფაკულტეტზე — სკანდინავიური ენების ფილოლოგიაზე — ისწავლოს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მის სურვილების სიაში პირველი ჩრდილოეთის ციალის ნახვა წერია. ლუკამ სხვა ოცნებებიც გაგვიმხილა - ყველაზე გრძელი გვირაბის გავლა ნორვეგიაში, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დასწრება, შუაღამის მზის, ოსლოს, სტოქჰოლმის, ლონდონის და ინგლისის ქალაქ ბიბურის ხილვა. ახლა აბიტურიენტია და კომპიუტერი „ძვირფას დროს უზოგავს”. იხილეთ სრულად

ნიკა იმერეთში, სოფელ ხიდარში ცხოვრობს და მეტეოროლოგიითაა გატაცებული. გარშემო ვინმეს ამინდთან დაკავშირებით რამე თუ აინტერესებს მას ეკითხება ხოლმე. თითქმის ყოველდღე აკვირდება ცას - ღრუბლებს, ვარსკვლავებს, ფრინველებს - შემდეგ კი კლიმატის ცვალებადობას ინიშნავს და დასკვნებსაც აკეთებს. ინტერნეტით ამინდის გამოცნობის ბევრი სხვადასხვა ხერხი მოიძია. როგორც თავად გვიამბობს, უკვე იმდენი ინფორმაცია შეაგროვა, ველურ ბუნებაში, უინტერნეტოდაც კი შეძლებს კლიმატის ,,წინასწარმეტყველებას".

ქეთის პროფესია დიდი ხანია გადაწყვეტილი აქვს - მოდის დიზაინერობა - თუმცა, როცა საქმე უნივერსიტეტის არჩევაზე მიდგა, ინფორმაციის მოსაძიებლად ინტერნეტს მიაკითხა. პარალელურად გამოცდებისთვის ტესტებს აკეთებს და კონსპექტებს წერს hubu.ge-დან. ყველაზე კარგად ხატვა გამოსდის. სამხატვრო სკოლაში უკვე 6 წელია დადის და წლის ბოლოს გამოფენაც ექნება! 2 ტილო უკვე მზად აქვს, ახლა კი 3 უზარმაზარ ნახატზე მუშაობს. გარდა ამისა, ქეთი სამხრეთ კორეული მუსიკის, ფილმებისა და სერიალების ფანია და კომპიუტერს ამისთვისაც იყენებს. იხილეთ სრულად

თორნიკე ხარაგაულის სოფელ საქარქედში ცხოვრობს. მისი მთავარი გატაცება მეფუტკრეობაა და გადაწყვიტა სწავლა ამ მიმართულებით გააგრძელოს - პროფესიულ კოლეჯში ჩააბაროს და სოფლის მეურნეობის სხვა დარგებზეც შეიძინოს ცოდნა. როგორც თვითონ გვიყვება, კომპიუტერი ,,გარესამყაროსგან მოწყვეტილი თვალსაწიერის გაფართოებასა” და თვითგანვითარებაში დაეხმარა. თან ახალი მეგობრებიც შეიძინა სოციალური ქსელებით. დარწმუნებულია, რომ ინტერნეტი ჩვენს დროში ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებაში ადაპტაციისთვის.

 

მარიამი სოფელ რგანში ცხოვრობს. სკოლაში სულ 80 მოსწავლეა, მაგრამ ყველამ იცის, რომ თუ კომპიუტერი დასჭირდათ, მარიამი დაეხმარება. ეკოაქტივისტია - მისი პროექტით საქართველოს სამ ქალაქში მზის პანელები დამონტაჟდება! ჟურნალისტობაც გამოსდის - თავის გადაცემებს, რეპორტაჟებს აკეთებს. კიდევ, ოპერა უყვარს, სკოლის სპეკტაკლებში მონაწილეობს და სცენარებიც დაუწერია. ახლა, როცა უკვე კომპიუტერი აქვს, მისი ყოველდღიურობა შეიცვალა. სკოლაში გაკვეთილების მომზადებისას სულ ცდილობს კანვას პროგრამით ანიმაციები შექმნას და ბავშვებს გაუზიაროს. იხილეთ სრულად

17 წლის ნიკა ოქროსმედალოსანი აბიტურიენტია, მომზადებას დამოუკიდებლად აპირებს! პროფესიის არჩევისას მან ორი მთავარი მისწრაფება გააერთიანა - ხატვა და ტექნიკური საგნების სიყვარული. აპირებს ავტომობილების ინჟინერია და დიზაინი ისწავლოს. დამოუკიდებლად ძირითადად პორტრეტებს ხატავს ხოლმე, ხოლო ინტერნეტის საშუალებით მანქანების მოდელების სქემებს იძიებს.  ნიკა ინგლისურსაც აქტიურად სწავლობს - მისთვის საჭირო მასალები ქართულად უბრალოდ არც მოიპოვება. იხილეთ სრულად   

ლაშა ქობულეთში დაიბადა და გაიზარდა. ახლა კი საზღვაო აკადემიაში გამოცდების ჩაბარებისთვის ემზადება. მისი მომავლის გეგმების ინსპირაციას ინტერნეტს ნამდვილად ვერ დავაბრალებთ - ეს ოცნება ზღვის, მეზღვაური მეგობრების და ნათესავების შემხვედვარეს გაუჩნდა, თუმცა ინტერნეტი ოცნების ასრულებაში  ეხმარება. ინფორმაციის მოძიება, გამოცდებისთვის მომზადება, ონლაინ გაკვეთილებზე დასწრება - ყველა ის ნაბიჯი, რაც მეზღვაურობამდე აშორებს, კომპიუტერის საშუალებით აქვს შესასრულებელი. იხილეთ სრულად

ნიკა თვითნასწავლი, ამბიციური გიტარისტია. 2022 წელი მისთვის ახალი ეტაპია - თბილისში გადმოდის და სჯერა, რომ თავისი ბენდის შექმნის ოცნებას აიხდენს. მხარში მისი მეგობრები, მუსიკალური ჯგუფი “რეზო და ბავშვები”, ამოუდგებიან. ლაგოდეხის ნაყინის ფესტივალზე ასობით მაყურებლის წინაშე მათთან ერთად ნიკამაც დაუკრა! სხვათაშორის, მუსიკას თავადაც წერს. გვიყვება, რომ მთელი აბიტურიენტობის წელი ონლაინ მოუწია მასწავლებლებთან მომზადება და კომპიუტერის გარეშე სწავლა შეუძლებელი იქნებოდა. იხილეთ სრულად

18 წლის ნინი ლაგოდეხში ცხოვრობს და ბავშვობიდან ექიმობაზე ოცნებობს, თუმცა მას შემდეგ, რაც კომპიუტერი აქვს, ფოტოშოპსა და ილუსტრატორს დაეუფლა, შეკვეთებიც მიიღო და ფულიც გამოიმუშავა. გარდა ამისა, ენების შესწავლით დაინტერესდა - თურქული B1 დონეზე და ცოტა ჩინურიც ისწავლა, უკვე 20 იეროგლიფი იცის! წელს აბიტურიენტია და სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაბარებისთვის ემზადება - ქირურგობა ან პედიატრობა სურს. ძალიან მიზანდასახულია, თანაც ინტერნეტით მასალების მოძიება უადვილდება. ლეპტოპი მის პატარა ძმასაც ეხმარება. 

სერიალით შთაგონებულმა მარიამმა ქირურგობა გადაწყვიტა. ოღონდ ეს შთაგონება დროებითი და ზედაპირული გატაცება სულაც არ არის - მიზანდასახულად ემზადება მომავალი პროფესიისთვის და ქიმიას და ბიოლოგიას გულდასმით სწავლობს. მას შემდეგ რაც ინტერნეტი ჩავურთეთ, საათობით ზის და ქირურგიული ოპერაციების ჩანაწერებს უყურებს! ინტერნეტის დახმარებით ნაკერების დადებაც ისწავლა - ზის და სხვადასხვა ხილზე ვარჯიშობს. ინტერნეტი ინგლისურის სწავლაშიც ეხმარება.

სევერიანი ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ინტერესიანი ბენეფიციარია, რომელიც ინტერნეტით განათლების მიღებას აუცილებლად მოგანდომებთ! ჩართვიდან რეკორდულ დროში „მურწყუს“ ათასობით მოსწავლეს შორის კვირის და თვის ლიდერი გახდა! ონლაინ მეცადინეობის შედეგად ბაქსვუდის საზაფხული ბანაკშიც მოხვდა და როგორც ერთ-ერთი გამორჩეული ბანაკელი, ინგლისში წასვლითაც კი დაჯილდოვდა! სევერიანმა საფრანგეთშიც იმოგზაურა „ჩართეს“ დონორების ორგანიზებულ თეატრალურ ფესტივალზე. უკვე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საინჟინრო-ტექნიკურ ფაკულტეტზე სწავლობს. მარსმავლის პროექტზე მუშაობს! . იხილეთ სრულად  

ხატია თეთრიწყაროში ცხოვრობს, მანგლისის რაიონში. დარდობდა, რომ მანგლისის შესახებ ბევრ ადამიანს ინფორმაცია არ აქვს, და ამიტომ Facebook-ზე გახსნა გვერდი დაბა მანგლისი, რომლის საშუალებითაც უკვე 2000-მდე ადამიანმა გაიგო უფრო მეტი მანგლისზე, ხატიასა და მისი მეგობრების წყალობით კი 50-მდე ადამიანი კი კოტეჯის მეპატრონეებს დაუკავშირდა და მანგლისში დასასვენებლად წავიდა. ხატიას სამართლის სწავლა და კრიმინალთან ბრძოლა აქვს გადაწყვეტილი. სანამ უნივერსიტეტში ჩააბარებს, ინტერნეტით ინგლისურს სწავლობს და ინფორმაციას ონლაინ ეცნობა. იხილეთ სრულად

ლოლიტა სასკოლო საგნების წარჩინებულად მეცადინეობას არ სჯერდება და ოლიმპიადებში, ეტალონში, სხვადასხვა ტრენინგებსა და პროექტებში იღებს მონაწილეობას. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ ეროვნული არქივის ესეების კონკურსში გაიმარჯვა. ინტერნეტი და ინფორმაციასთან შეუზღუდავი წვდომა ბევრ რამეში ადგება - ყოველდღიურად დავალებების მოსამზადებლად თუ პირადი ინტერესებისთვის. ხან სხვადასხვა პიანისტების შესრულებებს უყურებს, ხანაც თავისთვის ეძებს ნოტებს და ფორტეპიანოზე უკრავს. ინგლისური იცის, ახლა კი ესპანურს სწავლობს იხილეთ სრულად.

მარეხი 2020 წელს ჩავრთეთ -  სწორედ მაშინ, ყველაფერი რომ გაჩერდა, გარე სამყაროს რომ მოვწყდით და პროდუქტიულობის, სამყაროსთან წვდომის ერთადერთ საშუალებად ინტერნეტი რომ დაგვრჩა. ამ დროს მარეხი აბიტურიენტი იყო და ინტერნეტი რომ არა, ვერც გაკვეთილებს დაესწრებოდა, ვერც გამოცდებისთვის მოემზადებოდა და მისი აზრით, ვერც სტუდენტი გახდებოდა. მარეხმაც ბეჯითად გამოიყენა ყველა ონლაინ რესურსი, ტესტი და გაკვეთილი და დღეს ახალი ცხოვრებით ცხოვრობს  - უკვე სტუდენტია. მარეხი მომავალი არქიტექტორია. იხილეთ სრულად.

ნინი 18 წლის მწერლობითა და ფოტოგრაფიით გატაცებული მოსწავლეა, თელავის სოფელ ართანადან. წერის ნიჭი პანდემიის დროს აღმოაჩინა. თავდაპირველად ძალიან მორცხვობდა, თავის ნაწერებს მალავდა და არავის აკითხებდა, თუმცა როდესაც ინტერნეტში პლატფორმა „4love.ge“ აღმოაჩინა და თანატოლების მოთხრობები ნახა, თავდაჯერებულობა მოემატა და მასაც მოუნდა თავისი ამბის გამოქვეყნება. ასეც მოიქცა - თავისივე დაწერილი ისტორია „ორ სამყაროს შორის“ მართლაც გაუზიარა ფართო აუდიტორიას!

ჩვენი მხარდამჭერები

ნინო გოგალაძე

რედაქტორი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

"ჩემთვის „ჩართეს“ დონორობა არის გრძნობა, რომ ახალგაზრდების განათლებაში თუნდაც უმცირესი წვლილი შემაქვს." იხილეთ სრულად 

რედაქტორი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ნინო ნანიტაშვილი

აღმასრულებელი დირექტორი, Innovation Support Fund

„ჩართეს დონორობა არის უმარტივესი გზა, იქონიო გავლენა ერთი მოსწავლის ცხოვრებაზე, მისცე მას განვითარების საშუალება.“ იხილეთ სრულად

აღმასრულებელი დირექტორი, Innovation Support Fund

ნიკოლოზ ალავიძე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე

„ამ პროექტში მონაწილეობა არის დიდი პატივი ყველასთვის და მეც გამიმართლა. ინტერნეტი არის არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ აუცილებელიც.“ იხილეთ სრულად

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე

ელენე ლაცოშვილი

პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი

„რეპორტაჟებიდანაც ჩანს, თუ როგორ გულით უდგება გუნდი ამ მისიას. მარტივად შეგიძლიათ გახდეთ მნიშვნელოვანი საქმის ნაწილი.“ იხილეთ სრულად

პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი

თათია მემარნიშვილი

იაპონური ენის ლექტორი, თსუ

"ძალიან მინდა, საქართველოში ყველა ახალგაზრდას, ყველა ბავშვს ჰქონდეს წვდომა ინტერნეტთან. 21-ე საუკუნეში განათლების მიღება ამის გარეშე ურთულესია. არ უნდა ჩამოვრჩეთ მსოფლიოს". იხილეთ სრულად

იაპონური ენის ლექტორი, თსუ

მელანო დურმიშიძე

ბიზნეს განვითარების მენეჯერი, Sarke Studio

„ვფიქრობ, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა, ხელი შევუწყოთ ერთმანეთს ზრდაში. კომპიუტერი და ინტერნეტი კი ჩვენი განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია.“ იხილეთ სრულად

ბიზნეს განვითარების მენეჯერი, Sarke Studio

თაკაკა აბრამია

კრეატიული დირექტორი, სტუდია იმპულსი

„ვთვლი, რომ ეს პროექტი ჩვენი ქვეყნის ნათელი მხარეა. „ჩართეზე“ ყველაფერი ძალიან გამჭვირვალეა. ჩემით ვირჩევ, რაზე უნდა დაიხარჯოს თანხა.“ იხილეთ სრულად

კრეატიული დირექტორი, სტუდია იმპულსი

ნაინო ქაშიბაძე

მარკეტინგის დირექტორი, „Epam Georgia“

„ჩართეთი ვაკეთებთ ინვესტიციას უკეთესი გარემოს შესაქმნელად, რომ ჩვენ, ჩვენმა მეგობრებმა და შემდეგ ჩვენმა შვილებმა უკეთეს ქვეყანაში იცხოვრონ.“ იხილეთ სრულად

მარკეტინგის დირექტორი, „Epam Georgia“

მარიამ საღარეიშვილი

ეკონომისტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

„ინტერნეტი და კომპიუტერი ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ მომინდა, სხვა ახალგაზრდებსაც დავხმარებოდი ამის მიღებაში.“

ეკონომისტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ლალი ოქროშიძე

დოქტორანტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

მომწონს, რომ ვხედავ რაზე იხარჯება სახსრები; მესამე, ბავშვები და მათი ისტორიები მაძლევენ იმის შეგრძნებას, რომ ისინი არ დაკარგავენ დროს ტყუილად ინტერნეტში. იხილეთ სრულად

დოქტორანტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

გიორგი გოგიჩაიშვილი

ასორტიმენტის განვითარების ხელმძღვანელი, შპს "თერმორუმი"

იმედი მაქვს, რომ ჩემი მეგობრებიც გახდებიან აღნიშნული პროექტის დონორები. ჩაერთეთ პროგრამაში, მივცეთ მაგალითი სხვებს და გავიბედნიეროთ თავი სიკეთის კეთებით. იხილეთ სრულად

ასორტიმენტის განვითარების ხელმძღვანელი, შპს "თერმორუმი"

მიკო შახდინარიანი

პროექტის კოორდინატორი, თბილისი პრაიდი

მომწონს პროექტის იდეა და ვენდობი თქვენს გუნდს. თუ აფასებთ ინტერნეტს, როგორც რესურსს და თვლით, რომ იგი ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, აუცილებლად დაუჭირეთ მხარი. იხილეთ სრულად

პროექტის კოორდინატორი, თბილისი პრაიდი

მარიკა ზაქარაძე

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“

თუ გჯერათ ან გსურთ, რომ  ქვეყანას ჰქონდეს უკეთესი მომავალი, ამ საქმეში თქვენთვის უცნობი პატარა ადამიანების მხარდაჭერით შეგიძლიათ, განუზომელი წვლილი შეიტანოთ.

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“

ლაშა ქერდიკაშვილი

უფროსი მრჩეველი, "Ernst & Young Germany"

როგორ შეგვიძლია, ინდივიდუალურად რაიმე შევცვალოთ? ჩართეთი ამ კითხვაზე ვიპოვე პასუხი, რადგან ზუსტად ის პროექტია, სადაც თუნდაც 1 ლარით დიდი საქმის კეთება შეგვიძლია.

უფროსი მრჩეველი, "Ernst & Young Germany"

მარი ნიკურაძე

OC Media-ს თანადამფუძნებელი, დირექტორი

#მეჩავრთე რადგან კომპიუტერი და ინტერნეტი აუცილებლად გაზრდის მოსწავლეების არა მხოლოდ სწავლის ხარისხს, არამედ ზოგადად მათ მსოფლმხედველობასაც. იხილეთ სრულად

OC Media-ს თანადამფუძნებელი, დირექტორი

მაო გალუაშვილი

ვეტერინარი, აგრარული უნივერსიტეტი

„საიტის გაცნობისთანავე ჩავერთე. დავინახე ის ორგანიზებულობა, რაც მაკლდა. პლატფორმა მარტივი და გამჭვირვალეა, მაშინვე გამიჩნდა ნდობის ფაქტორი." იხილეთ სრულად

ვეტერინარი, აგრარული უნივერსიტეტი

დავით შერვაშიძე

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი

„ძალიან კარგი პროექტია. ეს არის თქვენი წვლილი ქვეყნის განვითარებაში, იმიტომ რომ წარმატებული მოქალაქეები ქმნიან წარმატებულ ქვეყანას!“

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი

გიორგი წიფიანი

აღმასრულებელი დირექტორი, GT Network

„ინტერნეტი საუკეთესო რამაა ბორბლის შემდეგ, რაც კი გამოუგონია კაცობრიობას. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს საშვილიშვილო საქმეს ვაკეთებ.“

აღმასრულებელი დირექტორი, GT Network

თეა სხიერელი

მოწვეული ლექტორი, ჯიპა

"ნუ მოიკლებთ ბედნიერებას, მიანიჭოთ ახალგაზრდებს სიხარული, მათთვის ხელმისაწვდომი გახადოთ ინტერნეტი და ამით განვითარების შანსი მისცეთ. იხილეთ სრულად"

მოწვეული ლექტორი, ჯიპა

როგორ დავეხმარო?

1. აირჩიე თანხა

აირჩიეთ სასურველი თანხა და მიუთითეთ ბარათის მონაცემები.

2. დაეხმარე ყოველთვიურად

ყოველ თვე ბანკი ავტომატურად მოხსნის მითითებულ თანხას.

3. მიიღე ანგარიშები

თქვენ მიიღებთ გამჭვირვალობის ყოველთვიურ ანგარიშს.

მე ჩავრთავ

თქვენ გახდებით 5436-ე მხარდამჭერი

ჩართე პრესაში

On.Ge

„პლატფორმაზე დარეგისტრირებით თქვენ უზრუნველყოფთ, რომ მოსწავლეს ექნება განათლების მიღებისა და თვითგანვითარებისთვის საჭირო ყველა პირობა.“ იხილეთ სრულად

რადიო კომერსანტი

„ასეთი პროექტები ქმნის პრეცედენტებს, რომელთა წყალობითაც ასეთი ქმედებები ჩვენთვის ხდება ჩვეულებრივი. დიდი მადლობა ჩართეს ამისთვის.“ იხილეთ სრულად

მარკეტერი

„პროექტი ჩართე იმ სოციალურად დაუცველი სკოლის მოსწავლეებისთვის შეიქმნა, რომლებიც ინტერნეტისა და ლეპტოპის გარეშე არიან.“ იხილეთ სრულად

ნეტგაზეთი

„საქართველოში 78000 მოსწავლეს არ აქვს კომპიუტერის ყიდვისა და ინტერნეტის გადახდის საშუალება. სწორედ მათ მხარდასაჭერად შეიქმნა ონლაინ პლატფორმა ჩართე.“ იხილეთ სრულად

tv1

„საინტერესო გუნდის მიერ შექმნილი პლატფორმა ახალგაზრდებისთვის და სამომავლო წარმატებაზე გათვლილი ხელშეწყობა.“ იხილეთ სრულად

მესამე არხი

„პროექტის ავტორი არის ედუქეარ ჯორჯია, რომლის თვითმიზანიცაა, საქართველოში არსებულ ყველა ახალგაზრდას ჰქონდეს წვდომა ინტერნეტთან.“ იხილეთ სრულად

პარტნიორები