თებერვალი 2024

 
 
გამარჯობა, 
მადლობა ინტერესისთვის. 

მოვიდა დრო, თებერვლის თავგადასავლებზე გიამბოთ. ჩვენი დონორების თანადგომით, გასულ თვეს კიდევ 23 მოსწავლეს ჩავუტანეთ კომპიუტერი გარდაბანში! ამ თვეში ჩართული უფროსკლასელების უმეტესობა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია. მათთან კომუნიკაციაში ერთ-ერთი სკოლის საქმის მწარმოებელი - არაჩვეულებრივი გულბახარი - დავიხმარეთ და ოჯახებთან ურთიერთობაც გაგვიმარტივდა. გულბახარს შემდეგ თვეში აუცილებლად გაგაცნობთ.

ვიმედოვნებთ, ინტერნეტი და ლეპტოპი მათთვის ენების უკეთ შესასწავლად მნიშვნელოვანი რესურსი იქნება, გარე სამყაროსთან მეტი წვდომით კი ახალ ინტერესებსაც აღმოაჩენენ. ამის მაგალითად ყოველთვის საიდა გვახსენდება - ჩვენი პროექტის მონაწილე წალკიდან!
გაიგეთ, ზუსტად რაში დაიხარჯა შემოწირულობა:
გამჭვირვალობის ანგარიში
🧾 ბრუნვის საბანკო ამონაწერი
 
გაიცანით ახალი მოსწავლეები გარდაბანის სოფელ ქესალოდან:
თებერვლის ყველა ფოტო
 
 ჩვენი მოსწავლე დავითი გახსოვთ? პიანისტი და მომავალი კომპოზიტორი.

მას კვლავ გავესაუბრეთ და თავის გეგმებზე გვიამბო. დედასთან ერთად რუსთავში ცხოვრობს და წელს მუშაობაც დაიწყო, რომ დიდი ოცნება - კონსერვატორიაში სწავლა - მალე აიხდინოს. ხანდახან დღეში 7-8 საათის მანძილზეც კი უკრავს პიანინოზე.

ინტერნეტისა და კომპიუტერის გამოჩენის მერე უამრავი მუსიკალური ნაწარმოების ნოტი იპოვა და მისნაირად მუსიკის მოყვარული ბევრი მეგობარიც გაიჩინა.
 
როგორ იცვლება მოსწავლეების ცხოვრება, მათივე სიტყვებით
ლუკა, წალენჯიხის ქალაქ ჯვარიდან, 17 წლის
ჩემი ჰობია ლექსების წერა და ფეხბურთის თამაში. მინდა, რომ ჩემი პოეზია საზოგადოებამ გაიცნოს. ინტერნეტი მეხმარება ლექსების სწავლასა და ახალგაზრდა პოეტების გაცნობაში, ასევე ონლაინ გაკვეთილებზე დასწრებაში. ვაპირებ ჩავაბარო უნივერსიტეტში, "აღმოსავლური ენების" ფაკულტეტზე, კომპიუტერით კი ჩემთვის აქამდე მიუწვდომელ მასალას ვსწავლობ.“ 
 
რაჭაში, იმერეთსა და ქვემო ქართლში კიდევ 110-მდე უფროსკლასელი გველოდება, რომელსაც სჭირდება ინტერნეტი და კომპიუტერი
თქვენც ჩაურთეთ ინტერნეტი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს:
 
1. შედით საიტზე https://charte.ge/donate;
2. მიუთითეთ სასურველი ყოველთვიური შემოწირულობა;
3. დაარეგისტრირეთ საბანკო ბარათი.
 
მზადაა!
ჩაურთეთ ინტერნეტი
გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ არცერთი სიახლე! 
Facebook
Instagram
საავტორო უფლებები © 2024 ყველა უფლება დაცულია.
დაგვიკავშირდით:
[email protected]