მარტი 2024

 
 
გამარჯობა, 
მადლობა ინტერესისთვის. 

ამ წერილში, ტრადიციულად, გასული თვის მიღწევებს გაგიზიარებთ. მარტში ჩვენი დონორების დახმარებით კიდევ
30 უფროსკლასელი შემოუერთდა ჩვენს პროექტს! მოვიარეთ გარდაბნის სოფლები მარტყოფი, ქესალო, თაზაქენდი, ბირლიკი, მუღანლო, სართიჭალა, მუხროვანი და მოსწავლეებს ლეპტოპები გადავეცით. მათ უკვე ინტერნეტიც დავუფინანსეთ და საგანმანათლებლო რესურსების გზამკვლევიც გავუგზავნეთ. 

აი ასეთი შედეგი გვაქვს ამ მომენტისთვის:
გაიგეთ, ზუსტად რაში დაიხარჯა შემოწირულობა:
გამჭვირვალობის ანგარიში
🧾 ბრუნვის საბანკო ამონაწერი
 
გაიცანით ახალი მოსწავლეები გარდაბანიდან:
მარტის ყველა ფოტო
 
ახლა კი ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე მოტივირებულ მოსწავლეს გაგაცნობთ,
გურჯაანის სოფელ ჩალაუბნიდან! 

 
სალომე ბავშვობიდან ფიქრობდა, რომ ლეპტოპი ,,სხვა სამყაროში გადასასვლელი ფანჯარა” იყო. იმ დროს მხოლოდ სათამაშო კომპიუტერი ჰქონდა, წლების შემდეგ კი როცა 2021-ში საკუთარი ლეპტოპი გადავეცით, გვითხრა, რომ მოლოდინი ნამდვილად გაუმართლდა. 
 
ამბობს, რომ სწორედ ინტერნეტის დახმარებით აღმოაჩინა, თუ რა ხდებოდა მისი გარემოს მიღმა - გაიარა საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის კურსი, მონაწილეობა მიიღო თავისუფალი უნივერსიტეტის ,,დიპლომატიის სკოლაში”, გახდა გურჯაანის ახალგაზრდული საბჭოს წევრი

🦸 მონაწილეობით სულაც არ შემოიფარგლა და მიღებული ცოდნის თავის სკოლაში გაზიარებაც დაიწყო - ტრენინგები ჩაატარა გენდერულ თანასწორობაზე, ბავშვთა უფლებებსა და დებატების წესებზე. საკუთარი ორგანიზაციის შექმნაც სურს, რომელიც გურჯაანში იმუშავებს და ახალგაზრდებს ზუსტად ისევე დაეხმარება, როგორც მას დაეხმარნენ.
სალომე გვიყვება, რომ სკოლაში სულ მაღალ ქულებზე სწავლობდა, თუმცა მომავალთან დაკავშირებით გაურკვეველობაში იყო. კომპიუტერმა კი ეს შეცვალა, რადგან ახალი შესაძლებლობები დაანახა. ჯერ პროგრამირების სწავლა დაიწყო ხანის აკადემიაზე და მათემატიკაში გაიღრმავა ცოდნა. შემდეგ კი არაფორმალური განათლების პროექტებში ჩაერთო და უფრო პოლიტიკის მეცნიერებითა და დიპლომატიით დაინტერესდა. წელს აბიტურიენტია და გვჯერა, რომ მისი მონდომებითა და შრომისმოყვარეობით ყველა მიზანს მიაღწევს! 
 
როგორ იცვლება მოსწავლეების ცხოვრება, მათივე სიტყვებით
ზურა, ზესტაფონის სოფელ ქვედა საზანოდან, 19 წლის
რაც კომპიუტერი მაქვს, დამატებით ინფორმაციას ვიძიებ ჩემთვის საინტერესო თემებზე - მედიცინა მაინტერესებს და ანატომიაზე ვკითხულობ, ვიდეოებსაც ვუყურებ. აბიტურიენტობის დროს ინტერნეტის დახმარებით ვმეცადინეობდი და ახლა უკვე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ვსწავლობ რომ კარგი ექიმი გამოვიდე.“ 
 
რაჭაში, იმერეთსა და ქვემო ქართლში კიდევ 80-მდე უფროსკლასელი გველოდება, რომელსაც სჭირდება ინტერნეტი და კომპიუტერი
თქვენც ჩაურთეთ ინტერნეტი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს:
 
1. შედით საიტზე - charte.ge/donate
2. მიუთითეთ სასურველი ყოველთვიური შემოწირულობა
3. დაარეგისტრირეთ საბანკო ბარათი

მზადაა!
ჩაურთეთ ინტერნეტი
გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ არცერთი სიახლე! 
Facebook
Instagram
საავტორო უფლებები © 2024 ყველა უფლება დაცულია.
დაგვიკავშირდით:
[email protected]