აპრილი 2024

 
 
გამარჯობა, 
ჩვენი ყოველთვიური ანგარიშის დროც მოვიდა. მადლობა ინტერესისთვის.

მაშინ, როცა ქვეყანა დგას რისკის წინაშე, ახალგაზრდებს შეეზღუდოთ წვდომა ობიექტურ ინფორმაციასა და შესაძლებლობებზე, მიგვაჩნია, რომ მათი სამოქალაქო ცხოვრებაში ჩართვა კიდევ უფრო კრიტიკულია. ვგრძნობთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, რაც უფლებას არ გვაძლევს, გავჩერდეთ. ვამაყობთ და გვიხარია, რომ ჩვენი გუნდი და მხარდამჭერები ერთად ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს.

ჩვენი პროექტის მიზანი, უკვე 7 წელია, უფროსკლასელებისთვის ინფორმაციაზე, თვითგანვითარების შესაძლებლობაზე წვდომის მიცემაა და ახლა როგორც არასდროს, რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებსაც უნდა ჰქონდეთ საშუალება, მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე მოვლენებზე. 


რაღა თქმა უნდა, ვაგრძელებთ პროექტის მისიის შესრულებას. აპრილში გალელი მოსწავლეებისთვის ინტერნეტისა და ლეპტოპების დაფინანსებისთვის დავიწყეთ მუშაობა. მიგვაჩნია, რომ აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია, იცოდნენ რა ხდება ქვეყანაში, რომ შეძლონ სამოქალაქო პროცესებში ჩართვა.

თქვენი დახმარებით 
15 გალელ მოსწავლეს შევხვდით, გავიცანით, ლეპტოპები გადავეცით და ტრენინგიც კი ჩავატარეთ. ემოციებით დატვირთული შეხვედრა გამოგვივიდა და ამის შესახებ მოგვიანებით აუცილებლად მოგიყვებით. გალელი მოსწავლეების ჩართვაზე მუშაობას შემდეგ თვეებშიც გავაგრძელებთ.
აპრილში კიდევ სამ რეგიონში ვიმუშავეთ - მოვიარეთ იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის სოფლები. კიდევ 24 სოციალურად დაუცველ მოსწავლეს გადავეცით კომპიუტერი და ჩავურთეთ ინტერნეტი.
 
აი ასეთი შედეგი გვაქვს ამ მომენტისთვის:
გაიგეთ, ზუსტად რაში დაიხარჯა თქვენი შემოწირულობა:
გამჭვირვალობის ანგარიში
🧾 ბრუნვის საბანკო ამონაწერი
გაიცანით ახალი მოსწავლეები საჩხერიდან, ადიგენიდან და გარდაბნიდან:
აპრილის ყველა ფოტო
გასულ თვეს იმერეთში მოგზაურობისას გადავწყვიტეთ გადაგვეღო, როგორია ჩვენი 1 დღე. ამ ვიდეოში ნახავთ, რა გზას გავდივართ მანქანაში ლეპტოპების ჩაბარგებიდან მოსწავლეებამდე.  
როგორ იცვლება მოსწავლეების ცხოვრება, მათივე სიტყვებით
მირზა შუახევიდან,18 წლის
ვაპირებ, გავხდე მეზღვაური, რომ ვიმოგზაურო მსოფლიოს გარშემო. იქ შეიძლება საინტერესო თავგადასავლებიც გადამხდეს თავს, ზღვა ხომ მოულოდნელობით აღსავსეა და ამიტომაცაა ჩემთვის საინტერესო. ვემზადები, რომ გადავლახო ყველა ბარიერი და მივაღწიო ჩემს მიზანს. ამაში ძალიან მეხმარება ინტერნეტიც, რადგან მაქვს შესაძლებლობა, მოვიძიო საჭირო ინფორმაცია და უკეთ გავიცნო ჩემი სამომავლო პროფესია.“ 
რაჭაში, იმერეთსა და ქვემო ქართლში კიდევ 110-მდე უფროსკლასელი გველოდება, რომელსაც სჭირდება ინტერნეტი და კომპიუტერი
 
გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ არცერთი სიახლე! 
Facebook
Instagram
საავტორო უფლებები © 2024, ყველა უფლება დაცულია.
დაგვიკავშირდით:
[email protected]