აპრილი 2025

 
 
ძვირფასო მხარდამჭერო, 
მადლობა თანადგომისთვის.

აპრილის ანგარიშის დროც მოვიდა. გასულ თვეს, თქვენი მხარდაჭერით, კიდევ 16 უფროსკლასელს გადავეცით ლეპტოპი გალის მუნიციპალიტეტის სოფლებში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. გარდა ამისა, თბილისში ჩავატარეთ ბანაკი  ზუმერის დაფინანსებით — წინა თვეებში ჩართული გალელი მოსწავლეების მე-2 ნაკადი გვესტუმრა. მათაც ტრადიციულად შემეცნებითი ვორქშოფები და ლექციები დავახვედრეთ კარიერის დაგეგმვის, მედიაწიგნიერების, თავისუფალი აზროვნებისა და ფინანსური განათლების შესახებ.
 
აი ასეთი შედეგი გვაქვს ამ მომენტისთვის:
გაიგეთ, ზუსტად რაში დაიხარჯა თქვენი შემოწირულობა:
💸 გამჭვირვალობის ანგარიში
🧾 ბრუნვის საბანკო ამონაწერი
 
 Urban Tours Kids-თან ჩართეს მეგობრობა ისევ გრძელდება. ამჯერად ჩვენს მოსწავლეებს ნუცამ გაუწია გიდობა ძველ თბილისში. 
სულაკაურის გამომცემლობის” დახმარებით, გალიდან ჩამოსული უფროსკლასელები ისევ საჩუქრებით, წიგნებით გავამგზავრეთ უკან. ბანაკის ერთ-ერთ საღამოს ტრადიციულად Tsibakha-სთან ვითამაშეთ სამაგიდო თამაშები. ბავშვებს განსაკუთრებით მოეწონათ ტენეს ვორქშოფი, სადაც მისმა დამფუძნებელს მოუსმინეს მეწარმეობის შესახებ და ეკომეგoბრული კაბელების დასამზადებლად საჭირო აპარატიც ნახეს.
გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს მეგობარ კომპანიებს მხარში დგომისთვის!
ნახეთ აპრილის ყველა ფოტო
 
ასევე კარგი ამბავი გვაქვს, რომ გრძელვადიან თანამშრომლობაზე შევთანხმდით Swiss Capital-თან. მათი დაფინანსებით თვეში 4 ლეპტოპს შევიძენთ მოსწავლეებისთვის მომდევნო 9 თვის განმავლობაში.
 
ნახეთ როგორ იცვლება მოსწავლეების ცხოვრება
მათივე სიტყვებით

ანანო გორიდან, 16 წლის
მომავალი ადვოკატი ვარ, მაქსიმალურად ვემზადები მომავლისთვის და ინტერნეტი მეხმარება ბევრი საინტერესო ინფორმაციის მოძიებაში. ელექტრონულ წიგნებს ვკითხულობ, ფილმებსაც ხშირად ვუყურებ, რომ ჩემი პროფესიის შესახებ მეტი გავიგო. აქამდე სკოლისთვის პროექტებსაც ვერ ვაკეთებდი, ახლა კი ეს მიმარტივდება და თან ჩემს კარიერაზე ვარ ორიენტირებული.
 
თუკი შემოწირულობის რაოდენობის ცვლილება გსურთ, პროფილში შესვლას ამ ბმულიდან შეძლებთ - https://charte.ge/ge/profile#payments 
ნახეთ თქვენი პროფილი
შეგახსენებთ, რომ თქვენი ბარათიდან ყოველი თვის 5 რიცხვში ავტომატურად მოიხსნება თქვენ მიერ მითითებული თანხა. თუ თქვენ შეცდომით მოახდინეთ რომელიმე ტრანზაქცია ან ჩამოგეჭრათ თანხა, რომელიც გსურთ, უკან დაიბრუნოთ, მოგვწერეთ.
საავტორო უფლებები © 2025 Charte.ge, ყველა უფლება დაცულია.
დაგვიკავშირდით: [email protected]