მოსწავლეები

ჩართულია
ლიზა (17)

“ლეპტოპი ძალიან დამეხმარება, რადგან უკვე აბიტურიენტი ვარ და ვმეცადინეობ, მჭირდება დავალებების შესრულებაში. ხშირად მიგზავნის მასწავლებელი დავალებებს, მაგალითად ინგლისურში, ასევე ისტორიაში და პრობლემები მექნება რომ ვერ ვასრულებ დავალებას უინტერნეტობის გამო.” - გვიყვება ლიზა, რომელსაც პედაგოგი სურს გახდეს. სკოლაში ქართული უყვარს, რადგან მშობლიური ენაა, ასევე ინგლისური, რადგან საერთაშორისო და გამოსადეგი ენაა, მათემატიკა კი ერთულება.

ჩართულია
ანრი (16)

ანრი ძალიან ბეჯითი მოსწავლეა, როცა ვკითხეთ ყველაზე მეტად რისი კეთება მოსწონდა ასე გვიპასუხა: “მეცადინეობა იმიტომ რო წარმატებას მივაღწიო”. მისი საყვარელი სკოლის საგანი მათემატიკაა, იმიტომ, რომ ლოგიკით მსჯელობას და ბევრ ფიქრს მოითხოვს. უნივერსიტეტში ჩაბარებას აპირებს, თუმცა მიმართულება ჯერ ვერ მოიფიქრა. ლეპტოპსა და ინტერნეტს სწავლისთვის გამოიყენებს.

ჩართულია
თაკო (15)

თაკოს ფსიქოლოგობა სურს! სკოლაში ყველაზე მეტად ქართულის სწავლა მოსწონს, მისი ჰობი კი ცეკვაა. როგორც გვიყვება, კომპიუტერს ტრენინგებზე დასასწრებად და ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენებს.

ჩართულია
ლანა (15)

ლანას კონკრეტულად აქვს გადაწყვეტილი რა უნდა - სკოლის საბაზო საფეხურის მასწავლებლობა! “მჭირდება კომპიუტერი, რადგან სკოლის დავალებები ხშირად კომპიუტერით არის გასაკეთებელი და მიჭირს შესრულება.”- გვიყვება ლანა. საგნებიდან ფიზიკა და ქიმია ერთულება და ინერნეტი მათ უკეთესად გაგებაში დაეხმარება. თავისუფალ დროს ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს და მძივებზე მუშაობს, ეს საქმიანობა სიამოვნებას ანიჭებს. იმედი გვაქვს, ონლაინ ბევრ საინტერესო ვიდეოს ნახავს სხვადასხვა ნაკეთობის დამზადებზე.

ჩართულია
ლიკა (15)

“რაკი ლეპტოპი მაქვს, ხარისხიანად ჩავერთვები საგაკვეთილო პროცესში, მეტად შემოქმედებითი და მიზანდასახული გავხდები” - გვიყვება ლიკა, რომელსაც სჯერა, რომ ინტერნეტი სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებაში დაეხმარება. მეცადინეობის შემდეგ, თუ დრო რჩება, ქარგავს ან ხატავს. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სურს ჩაბარება, სამართლის მიმართულებით.

ჩართულია
ნოდარი (17) და მეგი (16)

სკოლაში ნოდარის საყვარელი საგანი მათემატიკაა, გვიყვება, რომ მომავალ წელს აბიტურიენტი ხდება და ლეპტოპი ძალიან დასჭირდება. მის დას მეგის კი ყველა საგანი თანაბრად მოსწონს. თავისუფალ დროს ორივე წიგნების კითხვას უთმობს.

ჩართულია
ნინო (17)

“ლეპტოპი მე დამეხმარება მეტი ინფორმაცის მიღებაᲨი და ცოდნის ამაღლებაᲨი, რაც ყველაზე ძალიან მსურს.” - გვიყვება ნინო. საყვარელ საგნებად ისტორია და ქართული დაგვისახელა, რადგან საქართველოს წარსულზე ბევრ ინფორმაციას იღებს, თუმცა ფიქრობს, რომ ყველა საგანი აუცილებელია და ამიტომ არცერთი არ სძულს. მისი თქმით, უნივერსიტეტში ჩაბარება ძალიან უნდა, თუმცა პროფესია ჯერ ვერ მოიფიქრა.

ჩართულია
მარიამ (17)

მარიამი მომავალი ექიმია! გასაკვირიც არ არის, რომ ბიოლოგია მისი საყვარელი საგანია სკოლაში. მარიამის თქმით, მისი ჰობი ბიოლოგიასთან დაკავშირებული საკითხების მოძიება და შემდეგ მასწავლებლისთვის კითხვების დასმაა. ახლა, როცა უკვე ლეპტოპი აქვს, უამრავი საინტერესო მასალის მოძიებას შეძლებს. თანაც, წელს ეროვნულ გამოცდებს აბარებს და უკეთ მოემზადება.

ჩართულია
ხატია (16)

ხატიას გადაწყვეტილი აქვს, რომ ინგლისურის მასწავლებელი გახდეს! თავისუფალ დროს ქსოვას და ხატვას უთმობს, რადგან ეს ამშვიდებს. სკოლაში მათემატიკის სწავლა ერთულება, თუმცა ინგლისურს, ქართულსა და ისტორიას კარგად ითვისებს. “კომპიუტერს, რა თქმა უნდა, გამოვიყენებ. უმეტესად გაკვეთილების წასაკითხად, რადგან ყველა მასალა არ არის მითითებული სკოლის სახელმᲫღვანელოᲨი და გვიწევს, რომ ინტერნეტის საᲨუალებით მოვიᲫიოთ, ამიტომ Ძალიან გამომადგება დამეხმარება ლეპტოპი” - გვიყვება ხატია.

ჩართულია
ხატია (17)

ხატიას სურს ადვოკატი გახდეს! “უნივერსიტეტში ჩაბარებას ვაპირებ, მაგრამ არ ვიცი რადგან ოჯახის შესაძლებლობები ძალიან მცირეა, ამიტომ ალბათ ისეთ პროფესიას და უნივერსიტეტს ავირჩევ, რომელსაც გაწვდება ჩემი ოჯახი”. - გვიყვება ხატია. წელს აბიტურიენტია და დარწმუნებულია, რომ ინტერნეტი და ლეპტოპი სწავლაში ძალიან დაეხმარება. შარშან სკოლაში რჩებოდა ხოლმე გაკვეთილების შემდეგ და სკოლის კომპიუტერს იყენებდა, თუმცა ზაფხულში, არდადეგებზე, ვეღარ შეძლო მეცადინეობის გაგრძელება. ახლა საკუთარი ლეპტოპი აქვს და როცა დასჭირდება, ნებისმიერ დროს გამოიყენებს! თავისუფალ დროს კითხვა უყვარს, რადგან ეს თავს მშვიდად აგრძნობინებს.

ჩართულია
ნიკა (14)

ნიკა მეზღვაურობაზე ოცნებობს! როგორც თვითონ ამბობს, სკოლის საგნებიდან მათემატიკა, ქართული და ისტორია უყვარს, ბიოლოგია კი არა. “კომპიუტერი კომპლექსური დავალებების საწერად მჭირდება” - გვიყვება ნიკა. თავისუფალ დროს წიგნებს კითხულობს.

ჩართულია
ლაშა (15)

“კომპიუტერი სიახლეების დაუფლებაში დამეხმარება” - გვიპასუხა ლაშამ კითხვარში. სამომავლო პროფესია ჯერ არ შეურჩევია, თუმცა ინტერნეტის დახმარებით იმედი გვაქვს ბევრ შესაძლებლობას აღმოაჩენს და მისთვის საინტერესო საქმიანობასაც იპოვის!