მოსწავლეები

ჩართულია
მირანდა (17)

მირანდას სტომატოლოგობა გადაუწყვიტავს! სკოლაში მისი საყვარელი საგანი ქართულია, ქიმია კი არ უყვარს. რაც შეეხება თავისუფალ დროს, ძალიან უყვარს და ფიქრობს, კარგადაც გამოსდის კალათბურთის თამაში. ფიქრობს, რომ კომპიუტერი ძალიან დაეხმარება სწავლაში, განსაკუთრებით აბიტურიენტობის პერიოდში.

ჩართულია
ფატყუმე (15)

ფატყუმესთვის არ არსებობს ისეთი სკოლის საგანი, რომელიც არ უყვარს. მისი თქმით, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია განათლება და ამიტომ აუცილებლად აპირებს უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას. სამომავლო პროფესიად ბავშვთა ფსიქოლოგობა გადაუწყვიტავს. ფიქრობს, რომ კომპიუტერი სწავლის პროცესში აუცილებლად დაეხმარება.

ჩართულია
ბაგრატი (16)

ბაგრატს პროგრამისტობა სურს! “პირადი ლეპტოპი ჯერ არ მქონია და აუცილებლად დანიშნულების მიზნით გამოვიყენებ, თუ სკოლაში ონლაინ სწავლა გახდა საჭირო, გაკვეთილებს დავესწრები…” - გვიყვება ბაგრატი. თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად გართობა და ველოსიპედით სეირნობა მოსწონს.

ჩართულია
თამაზი (15)

თამაზს თავისუფალ დროს მანქანების დაშლა და აწყობა მოსწონს. გვპირდება, რომ ლეპტოპს აუცილებლად გამოიყენებს და თავის დებთან ერთად აქტიურად ჩაერთვება სკოლის პროგრამებში და ონლაინ გაკვეთილებში.

ჩართულია
გიორგი და გოგა (16)

გიორგის უნივერსიტეტში ჩაბარება ძალიან უნდა, თუმცა პროფესია ჯერ არ აურჩევია. სკოლაში მისი საყვარელი საგანი ისტორიაა. თავისუფალ დროს ვარჯიშობს. გიორგის აზრით, ლეპტოპი მისი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გოგა კი გვიყვება რომ კომპიუტერი ინფორმაციის მოსაძიებლად და ფილმების სანახავად სჭირდება. უყვარს ფეხბურთის თამაში და მათემატიკა, რუსული კი არ მოსწონს.

ჩართულია
ბარბარე (16)

ბარბარე ჟურნალისტობასა და პედაგოგობას შორის მერყეობს, სწავლას ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტზე აპირებს, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში! ბევრ წიგნს კითხულობს, თავადაც წერს, უყვარს პოეზია და ლექსები. “მე ძალიან მსურს ლეპტოპი რადგამ იქ შემეძლება ძალიან.ბევრი ელოქტრონული წიგნის წაკითხვა და.უფრო ბევრი თემის დაწერა. ასევე ძალიან ბევრს შევიტყობ იმის შესახებ, რაც მაინტერესებს ჩემს მომავალ პროფესიაზე და სხვა საკითხებზც, რომლებთან დაკავშირებითაც ბევრი კითხვა მაწუხებს.” - გვიყვება ბარბარე.

ჩართულია
მაია (18)

“კომპიუტერის და ინტერნეტის საშუალებით, შევძლებ მეტად განვავითარო საკუთარი თავი, მოვიძიო სხვადასხვა საინტერესო ინფორმაცია და ა.შ. იმის გამო, რომ მალე სტუდენტი გავხდები ჩემთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანია კომპიუტერის ქონა, რათა უკეთ შევძლო განათლების მიღება.” - გვიყვება მაია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ფილოლოგიის შესწავლა სურს. სკოლაშიც ქართული ყველაზე მეტად მოსწონს, უკეთესად ითვისებს. მათემატიკა და ქიმია კი არ უყვარს, რადგან ტექნიკური საგნები შედარებით რთულად ეჩვენება. თავისუფალ დროს წიგნების კითხვა და მუსიკის მოსმენა მოსწონს, თავს მშვიდად აგრძნობინებს..

ჩართულია
გოჩა (17)

გოჩას ჯერ არ გააუწყვეტია რისი სწავლა სურს მომავალთი, მაგრამ უნივერსიტეტში ჩაბარება ძალიან უნდა. სკოლაში ყველაზე მეტად მათემატიკა მოსწონს, თავისუფალ დროს კი ფიზიკური ვარჯიშს უთმობს. გვიყვება, რომ ინტერნეტი და ლეპტოპი სისტემატიურად სჭირდება ინფორმაციის მოსაძიებლად და ონლაინ გაკვეთილებში ჩასართავად.

ჩართულია
ნიკა (15) და მარიამი (16)

ნიკას საყვარელი საგანი სკოლაში ქართულია. მართალია ჯერ არ გადაუწყვიტავს სამომავლო პროფესია თუმცა, უნივერსიტეტში სწავლა ძალიან უნდა. მარიამისთვის კი არ არსებობს ისეთი სასკოლო საგანი რომელიც არ უყვარს, რადაგან ყველა საგანს საჭიროდ მიიჩნევს. რაც შეეხება კომპიუტერს და ინტერნეტს, ფიქრობენ, რომ სწავლის პროცესში აქტიურად ჩასართავად აუცილებლად დაეხმარებათ.

ჩართულია
მარიამი (16)

მარიამს ჟურნალისტობა გადაუწყვიტავს! როგორც გვიყვება, წერა ძალიან უყვარს და აპირებს სწავლის პარალელურად მწერლობაც ცადოს. რაც შეეხება საყვარელ სასკოლო საგნებს, ქართული და ისტორია უყვარს.

ჩართულია
თეონა (17)

თეონამ ჯერ არ იცის, რა პროფესიას აირჩევს თუმცა, უნივერსიტეტში სწავლა ძალიან უნდა. თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად უყვარს დროის გატარება. რაც შეეხება კომპიუტერს და ინტერნეტს, აპირებს სწავლაში აქტიურად დაიხმაროს.

ჩართულია
გვანცა (15)

გვანცას საყვარელი საგნები სკოლაში ქართული, ინგლისური და ისტორიაა. ჯერ არ იცის რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ, თუმცა უნვერსიტეტში სწავლის გაგრძელება ძალიან უნდა. როგორც გვიყვება, თავისუფალ დროს ფილმების ყურება უყვარს. რაც შეეხება კომპიუტერს და ინტერენტს, აპირებს, სწავლის პროცესში აქტიურად გამოიყენოს.