მოსწავლეები

ჩართულია
მურმანი (16)

მურმანის ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ, თუმცა როგორც გვითხრა, უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება ძალიან უნდა. თავისუფალ დროს წიგნის კითხვა უყვარს. რაც შეეხება ინტერნეტს, ფიქრობს, რომ სწავლაში და სხვადასხვა ინფორმაციის მიღებაში ძალიან ეხმარება.

ჩართულია
დავითი (15) და ღუტუშა (16)

დავითს სურს ისტორიის მასწავლებელი გამოვიდეს! აპირებს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელოს სწავლა. როგორც გვიყვება, თავისუფალი დროის დიდ ნაწილს მეცადინეობას და წიგნების კითხვას უთმობს, რადგან ამით ცოდნას იღრმავებს. ღუტუშას კი ავტო ინჟინრობა გადაუწყვიტავს! თუმცა ჯერ არ იცის რომელ უნივერსიტეტში ჩააბარებს. როგორც თავად გვიამბობს, სურს თავისი ცოდნით ბევრს მიაღწიოს და ამიტომ, დიდ დროს უთმობს მეცადინეობას და საინტერესო იფორმაციების მოძიებას, რაშიც ინტერნეტი ძალიან ეხმარება.

ჩართულია
ნინო (15)

ნინოს ექიმობა გადაუწყვიტავს, თუმცა ჯერ არ იცის რომელ უნივერსიტეტში ჩააბარებს. მისი თქმით, სკოლაში არ არსებობს ისეთი საგანი, რომელიც არ უყვარს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი სწავლაში და ინფორმაციის მოძიებაში ძალიან ეხმარება.

ჩართულია
ლუკა (14)

ლუკას საყვარელი საგნები სკოლაში ინგლისური და მათემატიკაა. ჯერ ვერ გადაწყვიტა რა პროფეისას აირჩევს სამომავლოდ, თუმცა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება ძალიან უნდა. თავისუფალ დროს ძირითადად მეგობრებთან ერთად ატარებს დროს. რაც შეეხება ინტერნეტს, სწავლაში ძალიან ეხმარება.

ჩართულია
თეონა (16)

თეონას მომავალი პროფესია უკვე არჩეული აქვს - პროგრამისტობა სურს! აპირებს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბაროს, რადგან ის საშუალებას მისცემს გაცვლითი პროგრამით საზრვარგარეთ წავიდეს სასწავლებლად. ძალიან უყვარს კითხვა და მუსიკების მოსმენა, „რადგან მათი საშუალებით თავს უფრო ბედნიერად და სასიამოვნოდ ვგრძნობ. ისინი ცხოვრებას მეტ ინტერესსა და ხალისს მატებენ.“ - გვიამბობს თეონა. როგორც წესი, ინტერნეტს ძირითადად სასწავლებლად იყენებს, თუმცა თავისუფალ დროს მარველის კომიქსებსაც უყურებს...

ჩართულია
მონიკა (15)

მონიკას კოსმეტოლოგობა გადაუწყვიტავს! როგორც გვიყვება თავისუფალ დროს ძირითადად მზარეულობით და ხელნაკეთი ნივთების შექმნით არის დაკავებული. ინტერნეტს ძირითადად მისთვის საინტერესო ინფორმაციების მისაღებად იყენებს.

ჩართულია
იაგო (15)

იაგოს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ, თუმცა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება ძალიან უნდა. სკოლაში ისტორია და ქართული უყვარს გამორჩეულად, რადგან მარტივად ითვისებს ორივე საგანს. „მე ინტერნეტს ვიყენებ გაკვეთილების მოსამზადებლად და ონლაინ გაკვეთილბისთვის, მაგრამ ხშირად მიჭირს ხოლმე ინტერნეტის გამო გაკვეთილებზე ჩართვა და თუ მექნება ინტერნეტი, აუილებლად გამოვიყენებ სწავლისთვის და ონლაინ გაკვეთილებისთვის.“ - გვიყვება იაგო.

ჩართულია
მარიამი (16)

„მინდა გამოვიდე ფსიქოლოგი ან დაწყებითი კლასების პედაგოგი“ - გვიყვება მარიამი თავის სამომავლო გეგმებზე. სკოლის საგნებიდან განსაკუთრებით ინგლისური, ქართული,ისტორია და გეოგრაფია უყვარს, მათემატიკა და რუსული კი არა, რადგან ვერ იგებს. თავისუფალ დროს სამზარეულოში ფუსფუსი და კერძების მომზადება უყვარს, როგორც ამბობს, კარგადაც გამოსდის...

ჩართულია
ლია (15)

ლიასთვის არ არსებობს ისეთი სკოლის საგანი, რომელიც არ უყვარს. მომავალი პროფესია უკვე აირჩია - ექიმობა სურს! როგორც გვიყვება, ძალიან უნდა, თავის ყველა მიზანს მიაღწიოს და ამიტომ დღის ძირითად ნაწილს მეცადინეობას უთმობს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი ბევრი ახალი ინფორმაციის გაგებაში დაეხმარება.

ჩართულია
თორნიკე (17)

თორნიკე თვლის, რომ სწავლა ძალიან მნიშვნეოლავანია და ამიტომ დიდ ყურადღებას აქცევს მას. სკოლაში მისი გამორჩეულად საყვარელი საგნები ისტორია და ქართულია. უნივერსიტეტშიც სურს აუცილებლად ჩაბარება, მაგრამ ჯერ სამომავლო პროფესია ვერ აარჩია. აპირებს, ინტერნეტი სასწავლებლად გამოიყენოს.

ჩართულია
ვახტანგი (17)

ვახტანგი აპირებს იურისტი გამოვიდეს! თუმცა უნივერსიტეტი ჯერ ვერ აარჩია. თავისუფალ დროს ფილმების ყურება იტაცებს. აპირებს, ინტერნეტი განათლების მისაღებად გამოიყენოს.

ჩართულია
ნიკა (18)

ნიკას გადაუწყვიტავს საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი გამოვიდეს! როგორც გვიყვება, სკოლის საგნებიდან თითქმის ყველა უყვარს, ტექნიკური საგნების გარდა როგორებიცაა: მათემატიკა და ფიზიკა, რადგან ვერ იგებს კარგად. ძალიან უყვარს ჭადრაკი და ქიმიური ცდების ჩატარება. ფიქრობს, რომ ინტერნეტი ონლაინ გაკვეთილებში ჩასართავად და ინფორმაციის მოსაძიებლად ძალიან დაეხმარება.