გამარჯობა,
ჩვენი ყოველთვიური ანგარიშის დროც მოვიდა. მადლობა ინტერესისთვის.
მაშინ, როცა ქვეყანა დგას რისკის წინაშე, ახალგაზრდებს შეეზღუდოთ წვდომა ობიექტურ ინფორმაციასა და შესაძლებლობებზე, მიგვაჩნია, რომ მათი სამოქალაქო ცხოვრებაში ჩართვა კიდევ უფრო კრიტიკულია. ვგრძნობთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, რაც უფლებას არ გვაძლევს, გავჩერდეთ. ვამაყობთ და გვიხარია, რომ ჩვენი გუნდი და მხარდამჭერები ერთად ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს.
ჩვენი პროექტის მიზანი, უკვე 7 წელია, უფროსკლასელებისთვის ინფორმაციაზე, თვითგანვითარების შესაძლებლობაზე წვდომის მიცემაა და ახლა როგორც არასდროს, რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებსაც უნდა ჰქონდეთ საშუალება, მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე მოვლენებზე.
რაღა თქმა უნდა, ვაგრძელებთ პროექტის მისიის შესრულებას. აპრილში გალელი მოსწავლეებისთვის ინტერნეტისა და ლეპტოპების დაფინანსებისთვის დავიწყეთ მუშაობა. მიგვაჩნია, რომ აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია, იცოდნენ რა ხდება ქვეყანაში, რომ შეძლონ სამოქალაქო პროცესებში ჩართვა.
თქვენი დახმარებით 15 გალელ მოსწავლეს შევხვდით, გავიცანით, ლეპტოპები გადავეცით და ტრენინგიც კი ჩავატარეთ. ემოციებით დატვირთული შეხვედრა გამოგვივიდა და ამის შესახებ მოგვიანებით აუცილებლად მოგიყვებით. გალელი მოსწავლეების ჩართვაზე მუშაობას შემდეგ თვეებშიც გავაგრძელებთ.
|