აგვისტო 2025

 
 
ძვირფასო მხარდამჭერო, 
მადლობა, რომ ჩვენს გვერდით ხართ.

თქვენი მხარდაჭერით ნაყოფიერი აგვისტო გამოგვივიდა. სვანეთში
35 მოსწავლე გავახარეთ ლეპტოპებით და ინტერნეტიც ჩავურთეთ. კიდევ ერთხელ მადლობა დათო ნიჟარაძეს, რომელმაც ცხუმარი, წვირმი, ბაგვდანარი, ცხეკვანი, უშხვანარი, დოლასვიფი, მაზერი, ტვებიში, ნაშთქოლი და დოლი საკუთარი მანქანით შემოგვატარა. 

კარგი ამბავია, რომ თბილისში ორ ბანაკი ჩავატარეთ გალიდან ჩამოსული მოსწავლეებისთვის — 
26 მათგანს აქვე გადავეცით კომპიუტერები. ჩვენი პროექტის მონაწილე აჭარელი ახალგაზრდები კი თბილისსა და დიდ ატენში გვეწვივნენ ბანაკში, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის დაფინანსებით.
  
აი ასეთი შედეგი გვაქვს ამ მომენტისთვის:
გაიგეთ, ზუსტად რაში დაიხარჯა თქვენი შემოწირულობა:
💸 გამჭვირვალობის ანგარიში
🧾 ბრუნვის საბანკო ამონაწერი
 
გაიცანით აგვისტოში ჩართული მოსწავლეები სვანეთიდან და აფხაზეთიდან
📷 აგვისტოს ყველა ფოტო
 
გასულ თვეს გალიდან თბილისში 26 ახალგაზრდა გვესტუმრა
კარიერის დაგეგმვის, მედიაწიგნიერების, ფინანსური განათლების და თავისუფალი აზროვნების შემეცნებითი ვორქშოფების გარდა, ბანაკი სახალისო აქტივობებითაც დავტვირთეთ. ამისთვის ჩვენს პარტნიორ კომპანიებს დიდი მადლობა!

მონაწილეები ტრადიციულად Fabrika Hostel-ში დავაბინავეთ და სემინარებიც სწორედ იქ მოისმინეს. საღამოობით კი ხან ძველი თბილისს ვათვალიერებინებდით, ხანაც Karting Lilo-ს ტრასაზე მიგვყავდა დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის. 

აგვისტოს ბანაკებშიც გვქონდა სიახლე - ავეას კინოთეატრს დავუმეგობრდით და ჩვენი მოსწავლეები უფასოდ დაესწრნენ კინოჩვენებას! ზოგი მათგანისთვის ეს ფილმის დიდ ეკრანზე ყურების პირველი გამოცდილება იყო და შთამბეჭდავად დაამახსოვრდათ.


კიდევ ერთი სიახლე იყო სუხიშვილების კონცერტი ,,თაკარას" სცენაზე - მადლობა შემოქმედებით ჯგუფს, რომ ჩვენს მოსწავლეებს ღონისძიებაზე შესაძლებლობა მისცეს. ახალგაზრდები სახლში კვლავ სულაკაურის მაღაზიის წიგნებით გავამაგზავრეთ. 
👩‍🎓ჩვენი მოსწავლეების ნაწილმა  წელსაც ჩააბარა უმაღლეს სასწავლებლებში.

მათთან ერთად გვიხარია ახალი თავგადასავლების დასაწყისი და გვჯერა, რომ ლეპტოპი და ინტერნეტი უნივერსიტეტშიც ერთგული დამხმარე იქნება. 💻🛜

🇬🇪 🇪🇺 ახალგაზრდებს ვუსურვებთ, რომ გამოიყენონ საკუთარი პოტენციალი და მიაღწიონ მიზნებს განვითარებულ, თავისუფალ, ევროპულ საქართველოში.
⛰️ სვანეთში ჩვენი მოგზაურობის დასაწყისზე მეტს ამ ვიდეოდან შეიტყობთ ⛰️
 
თუკი შემოწირულობის რაოდენობის ცვლილება გსურთ, პროფილში შესვლას ამ ბმულიდან შეძლებთ - https://charte.ge/ge/profile#payments 
ნახეთ თქვენი პროფილი
 
საავტორო უფლებები © 2025 Charte.ge, ყველა უფლება დაცულია.
დაგვიკავშირდით: [email protected]