დეკემბერი 2023

 
 
გამარჯობა, 
გილოცავთ 2024 წლის დადგომას! მთელი გუნდის სახელით, გვინდა ბედნიერი და წარმატებული წელი გისურვოთ. იმედს ვიტოვებთ, რომ შემოგვიერთდებით და გიხილავთ ჩვენს მხარდამჭერებში.


გასულ წელს ჯამში 358 მოსწავლეს მივეცით წვდომა ინტერნეტსა და კომპიუტერზე. ჩვენი დონორების მხარდაჭერით 139 დასახლებაში ვესტუმრეთ სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს და უკვე სასარგებლო რესურსებიც გავუზიარეთ. გვინდა, ამ წელს ბევრმა მათგანმა მიაღწიოს დასახულ მიზანს. 
გაიგეთ, ზუსტად რაში დაიხარჯა შემოწირულობა:
გამჭვირვალობის ანგარიში
🧾 ბრუნვის საბანკო ამონაწერი
გაიცანით 71 უფროსკლასელი, რომელიც დეკემბერში გავახარეთ
ამბროლაურში, ონში, გარდაბანსა და მარნეულში:
დეკემბრის ყველა ფოტო
მუშაობა დავიწყეთ ჩვენთვის ახალ რეგიონში — რაჭაში. მთიანი დასახლებები ხშირად სხვადასხვა სირთულეს უკავშირდება, თუმცა ამ ჯადოსნურ სოფლებში მოსწავლეების ჩართვას მომავალ თვეებშიც აუცილებლად გავაგრძელებთ.
 
მოვამზადეთ ვიდეო ,,ჩართეს" საქმიანობის, შედეგების შესახებ და ვცდილობთ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა, რომ შემოგვიერთდნენ და მეტ უფროსკლასელს დავეხმაროთ საჭირო რესურსებით.
 
ასევე, გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ ჩვენს
კორპორატიულ პარტნიორებს თანადგომისთვის. დეკემბერში სწორედ მათი დახმარებით შევძელით კომპიუტერების შეძენა.
 
როგორ იცვლება მოსწავლეების ცხოვრება, მათივე სიტყვებით: 
ლუკა, ოზურგეთის სოფელ ნაღობილევიდან, 17 წლის
მსურს შევისწავლო კულინარია. ბევრი გეგმა მაქვს, რაშიც ლეპტოპი მეხმარება, თან მომავლისთვის ვემზადები კარგი განწყობით. რაც მაინტერესებს დაწვრილებით ვნახულობ. სხვადასხვა კერძებს და გაფორმებებს ვუყურებ და მერე მე ვცდილობ გავაკეთო.“ 
რაჭასა და ქვემო ქართლში კიდევ 120-მდე უფროსკლასელი გველოდება, რომელსაც სჭირდება ინტერნეტი და კომპიუტერი
თქვენც ჩაურთეთ ინტერნეტი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს:
 
1. შედით საიტზე https://charte.ge/donate;
2. მიუთითეთ სასურველი ყოველთვიური შემოწირულობა;
3. დაარეგისტრირეთ საბანკო ბარათი.
 
მზადაა! 
ჩართეთ
გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ არცერთი სიახლე! 
Facebook
Instagram
საავტორო უფლებები © ფონდი ექსესი. ყველა უფლება დაცულია.
დაგვიკავშირდით:
[email protected]