იანვარი 2024

 
 
გამარჯობა, 
მადლობა ინტერესისთვის. 

ამ წერილში გასული თვის მიღწევებზე მოგიყვებით. იანვარში ჩვენი ერთგული დონორების მხარდაჭერით საქართველოს სამ რეგიონს ვესტუმრეთ და კიდევ 29 მოსწავლემდე მივიტანეთ კომპიუტერი. მცხეთა-მთიანეთში მოვიარეთ დუშეთი, ბაზალეთი, ნაგლიანთკარი, ლაზვიანი და თხილიანა, იმერეთში საჩხერე, სოფელი ცხამი და ჩიხა, ქვემო ქართლში კი გარდაბანი და ნაზარლო. უფროსკლასელებს უკვე სრული წვდომა აქვთ ინტერნეტზე, სასწავლო რესურსებსა და ჩვენი გუნდის ტექნიკურ-საგანმანათლებლო მხარდაჭერაზე.
გაიგეთ, ზუსტად რაში დაიხარჯა შემოწირულობა:
გამჭვირვალობის ანგარიში
🧾 ბრუნვის საბანკო ამონაწერი
გაიცანით ახალი მოსწავლეები დუშეთის, ბაზალეთის,
საჩხერისა 
და გარდაბანის სოფლებიდან:
იანვრის ყველა ფოტო
ამასობაში, რაჭა ჩვენი სიყვარულიც გახდა! იქაურ სკოლებთან კომუნიკაციას ვაგრძელებთ, რომ მოსწავლეთა სიები მოგვაწოდონ, შემდეგ კი აუცილებლად დავბრუნდებით.
გახსოვთ ჩვენი მოსწავლეები სხვადასხვა რეგიონიდან თბილისში რომ შევკრიბეთ? ზუმერის დაფინანსებით მათთვის 3 დღიანი ბანაკი მოვაწყვეთ და ვეცადეთ, მათთვის ყველაზე შემეცნებითი, დასამახსოვრებელი და სახალისო დღეები ყოფილიყო. 
 
როგორ იცვლება მოსწავლეების ცხოვრება, მათივე სიტყვებით
ლუკა, ჭიათურის სოფელ ნავარძეთიდან, 17 წლის
მომავალში მინდა პილოტი გავხდე და დიდი სურვილი მაქვს ეს ოცნება ავიხდინო. ძალიან მომწონს ფეხბურთი და სათავგადასავლო ფილმები. ინტერნეტის ჩართვის შემდეგ ახალი ინტერესები აღმოვაჩინე და მათაც მინდა დავეუფლო. აქამდე სწავლისთვის საჭირო მასალებს ვერ ვიძიებდი. ჩემი საყვარელი საგანი ისტორიაა და იმისთვის რომ კარგად ვისწავლო თარიღებისა და ინფორმაციის მოძიება სულ მჭირდება.“ 
რაჭაში, იმერეთსა და ქვემო ქართლში კიდევ 140-მდე უფროსკლასელი გველოდება, რომელსაც სჭირდება ინტერნეტი და კომპიუტერი
თქვენც ჩაურთეთ ინტერნეტი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს:
 
1. შედით საიტზე https://charte.ge/donate;
2. მიუთითეთ სასურველი ყოველთვიური შემოწირულობა;
3. დაარეგისტრირეთ საბანკო ბარათი.
 
მზადაა! 
თქვენც ჩართეთ
გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ არცერთი სიახლე! 
Facebook
Instagram
საავტორო უფლებები © 2024 ყველა უფლება დაცულია.
დაგვიკავშირდით:
info@educaregeorgia.com