ივნისი 2024

 
 
გამარჯობა,
მადლობა მხარდაჭერისთვის.

დროა, ივნისი შევაჯამოთ და ჩვენს თავგადასავალზე მოგიყვეთ. თქვენი დახმარებით, კიდევ
25 უფროსკლასელს გადავეცით ლეპტოპები! მოვიარეთ საჩხერის, ცაგერისა და ლენტეხის სოფლები და გალელ მოსწავლეებსაც შევხვდით. მათ უკვე აქვთ წვდომა ინტერნეტზე და შანსი, რომ აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები. 

აი ასეთი შედეგი გვაქვს ამ მომენტისთვის:
გაიგეთ, ზუსტად რაში დაიხარჯა თქვენი შემოწირულობა:
გამჭვირვალობის ანგარიში
🧾 ბრუნვის საბანკო ამონაწერი
გაიცანით ახალი მოსწავლეები გალიდან, საჩხერედან, ლენტეხიდან და ცაგერიდან:
ივნისის ყველა ფოტო
ლენტეხსა და ცაგერში ლეპტოპების დასარიგებლად დონორთან ერთად წავედით 🤘
მანქანის არყოლის დროს ნიკოლოზ ალავიძე არაერთხელ დაგვხმარებია. დიდი მადლობა მას, რომ რთულ გზებს არ შეუშინდა!
ჩვენი პროექტის მონაწილეს, სევერიანს, შევხვდით. ახლა უკვე სტუდენტია და მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელებას იტალიაში აპირებს. ძალიან უნდა, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანოს.
როგორ იცვლება მოსწავლეების ცხოვრება, მათივე სიტყვებით
მარი, ოზურგეთიდან 17 წლის
მინდა გავხდე ქირურგი. კომპიუტერში ხშირად ვუყურებ დამატებით გაკვეთილებს და ბევრი რამე გავიგე სხვადასხვა ორგანოს შესახებ. იმაზე მეტი, ვიდრე სკოლაში ვსწავლობ ან სადმე წამიკითხავს. ასევე, ინტერნეტით ვისწავლე როგორ გადავამოწმო ინფორმაცია და დავრწმუნდე მის სისწორეში.“ 
სვანეთში, იმერეთსა და აჭარაში კიდევ 110-მდე უფროსკლასელი გველოდება, რომელსაც სჭირდება ინტერნეტი და კომპიუტერი
გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ არცერთი სიახლე! 
Facebook
Instagram
საავტორო უფლებები ©2024 ყველა უფლება დაცულია.
დაგვიკავშირდით:
info@educaregeorgia.com