მოსწავლეები

ჩართულია
თიკო (16) და ქეთევან (17)

ქეთევანი ცეკვის აკადემიაში აპირებს სწავლას, რადგან მთელი გულით უნდა, ქორეოგრაფი გახდეს. თიკო კი დიზაინერობაზე ოცნებობს. თავისუფალ დროს სულ ხატავს და ეს ამშვიდებს. სკოლაში ხშირად უწევთ ხოლმე პრეზენტაციების მომზადება, თუმცა აქამდე ამ დავალებას სრულფასოვნად ვერ ასრულებდნენ. ახლა ინტერნეტის უსაზღვრო შესაძლებლობებზე აქვთ წვდომა!

ჩართულია
ლუკა (18) და თორნიკე (16)

ლუკას და თორნიკეს სახლში კომპიუტერი აქვთ, თუმცა ინტერნეტთან წვდომაზე პრობლემები ჰქონდათ. ჩვენი გუნდის წევრებიც ზუსტად მაგ დროს გაჩნდნენ მათ გვერდით. თორნიკე სკოლაში “ინფორმაციულ და საკომინკაციო ტექნოლოგიას” სწავლობდა და კომპიუტერზე მუშაობასაც იქ აუღო ალღო. ამის გარდა ფიზიკაა მისი საყვარელი საგანი, რადგან ელექტრო-ენერგიის უსაფრთხოდ გამოყენების საბაისო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარა. პროგრამისტობა აქვს გადაწყვეტლი და კოლეჯ “კონსტრუქტ2ში” აბარებს. ლუკას კი ჯერ პროფესია არ აურჩევია, თუმცა გვითხრა, რომ სკოლაში მისი საყვარელი საგანი “მოქალაქეობაა”, რადგან ადამიანის უფლებებს ასწავლიან.

ჩართულია
გიორგი (16) და ლუკა (17)

გიორგი და ლუკა ტყიბულში ცხოვრობენ. გიორგის ცეკვაზე მეტად არაფერი უყვარს და პროფესიაც შესაბამისი შეარჩია - ქორეოგრაფობა. ლუკა კი ჯერ ძიებაშია, ბევრი რამე აინტერესებს და ჯერ არ გადაუწყვეტია, რას დაუკავშიროს მომავალი. როგორც გვითხრეს, კომპიუტერს განათლებისთვისაც გამოყენებენ და გართობისთვისაც.

ჩართულია
შოთა (16)

შოთა მომავალი ინჟინერია! გადაწყვიტა, რომ სამშენებლო არქიტექტურაზე ჩააბაროს, თუმცა სასწავლებელი ჯერ არ აურჩევია. სკოლის საგნებიდან მათემატიკა და ინგლისური უყვარს. თავისუფალ დროს წიგნების კითხვასა და სპორტულ აქტივობებს უთმობს. როგორც გვითხრა, ლეპტოპს სწავლისა და მეტი ინფორმაციის მოძიებისთვის გამოიყენებს.

ჩართულია
ნაზი (18)

ნაზი ტყიბულში ცხოვრობს. გადაწყვიტა, რომ აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩააბაროს და სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი გახდეს. გვიყვება, რომ როგორც აბიტურიენტს ლეპტოპი ძალიან ადგება საპროგრამო მასალის დამუშავებაში და სჯერა, უნივერსიტეტშიც დიდ დახმარებას გაუწევს.

ჩართულია
მარიამ (15) და ნინო (14)

მარიამს იურისტობა სურს, ნინო კი ხატვითაა გატაცებული და დიზაინერობას აპირებს. გვიყვებიან, რომ ლეპტოპი სხვადასხვა ტექნოლოგიის დაუფლებასა და სასკოლო პროექტების მომზადებაში დაეხმარებათ. მარიამი სულ ცდილობს, რომ ბევრი ინფორმაცია მიიღოს და ამა თუ იმ დისკუსიაში თავის მოსაზრება დააფიქსიროს. ამ მხრივ საკუთარ თავზე მუშაობს და სჯერა, რომ ლეპტოპი დაეხმარება. ნინო კი მხოლოდ სკოლაში, ხელოვნების გაკვეთილებზე, მიღებულ ცოდნას არ დასჯერდება და ინტერნეტით მეტს გაიგებს.

ჩართულია
ლიზი (16)

ლიზის ჰობი წიგნების კითხვა, მუსიკების მოსმენა და ფილმების ყურებაა. მშობლებთან და მეგობრებთან დროის გატარება ძალიან უყვარს. როგორც გვითხრა, კომპიუტერს სკოლაში პრეზენტაციების გასაკეთებლად გამოიყენებს და სხვადასხვა პროექტშიც ჩაერთვება.

ჩართულია
მარიამ (16)

მარიამს უნივერსიტეტში ჩაბარების იდეა ძალიან ხიბლავს, თუმცა პროფესია ჯერ არ აურჩევნია. სკოლის საგნებიდან მისი ფავორიტი ბიოლოგიაა. თავისუფალ დროს ხატავს და როგორც გვითხრა ყველაზე ბედნიერად ამ დროს გრძნობს ხოლმე თავს. ახალ კომპიუტერს სწავლისთვისაც გამოიყენებს და გართობისთვისაც.

ჩართულია
საბა (16)

საბამ მომავალი პროფესია აირჩია - პროგრამისტობა! როგორც გვითხრა, უნივერსიტეტში ჩაბარებას არ აპირებს, რადგან იცის, რომ ამ საქმის დაუფლება დამოუკიდებლადაც შეუძლია, თანაც ახლა უკვე საკუთარი ლეპტოპიც აქვს. ძალიან ბეჯითია და სკოლაში ყველა საგანი უყვარს. თავისუფალ დროს ძველი ნივთების შეკეთებით ერთობა.

ჩართულია
თიკო (15) და ავთო (17)

თიკოს გადაწყვეტილი აქვს, რომ ფსიქოლოგი გამოვიდეს, მის ძმას, ავთოს, კი ინჟინრობა სურს. როგორც გვიყვებიან, ხშირად დასჭირვებიათ კომპიუტერი ამა თუ იმ დავალების შესასრულებლად ან აქტივობებში ჩასართავად, თუმცა არ ჰქონდათ და პრობლემები ექმნებოდათ. ახლა კი სწავლისთვის სრულად აღჭურვილები არიან!

ჩართულია
გიორგი (16)

,,ლეპტოპი სწავლისთვის მჭირდება და ძალიან მადგება, მის გარეშე უფრო გამიჭირდებოდა ცოდნის მიღება” - გვიყვება გიორგი. სკოლაში მისი საყვარელი საგანი ქართული ენა და ლიტერატურაა. სამომავლო პროფესია ჯერ არ აურჩევია, თუმცა, როგორც გვითხრა, უნივერსიტეტში ჩაბარება უნდა. როცა დრო გამოუჩნდება, მეგობრებთან ერთად ყოფნას არაფერი ურჩევნია.

ჩართულია
ზურა (15)

,,ამ კომპიუტერით მომეცემა უფრო მეტი მოტივაცია მომავალში სწავლის მხრივ, რათა გამოვადგე საკუთარ სამშობლოს და გავხდე სრულყოფილი ადამიანი და წავიდე წინ ევროპისაკენ” - ასე პატრიოტულად გვიპასუხა ზურამ კითხვარში. სკოლაში ბიოლოგიას ყველაზე დიდი ინტერესით სწავლობს და ფიქრობს, რომ სამომავლოდ ექიმის პროფესია აირჩიოს. აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის უნივერსიტეტიში აპირებს ჩაბარებას. თავისუფალ დროს წიგნებს კითხულობს ან მეგობრებთან ერთად ატარებს დროს.

1 2 3 4 5