მარიამი მაღალმთიან აჭარაში, ქედაში, ცხოვრობს. მისი თქმით, სკოლაში ყველა საგანი ერთნაირად მოსწონს. მისი ჰობი მუსიკის მოსმენაა. ჯერ არ გადაუწყვეტია რა პროფესია აირჩიოს სამომავლოდ, თუმცა ინტერნეტის საშუალებით უკვე მრავალ ინფორმაციაზე აქვს წვდომა და გვჯერა, რომ დაეხმარება!
მიშიკოს საზღვაო აკადემიაში ჩაბარება აქვს გადაწყვეტილი. კარგად ერკვევა მანქანის ნაწილების შეკეთებაში და ზოგადად ძრავებთან მუშაობა მოსწონს. “კომპიუტერი იმიტომ მჭირდება რომ სკოლისთვის კარგად გავაკეთო ხოლმე პრეზენტაციები და ვუყურო საინტერესო ფილმებს” - გვიყვება მიშიკო.
ბაკურის საყვარელი საგნები სკოლაში ისტორია და ქართულია. ჯერ არ გადაუწყვეტია უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება უნდა თუ არა, რადგან პროფესიაზე ვერ ჩამოყალიბდა. ლეპტოპს ინფორმაციის მოძიებისთვის, ფილმების საყურებლად, სოციალური ქსელებისთვის გამოიყენებს. ვინ იცის, შესაძლოა პროფესიაც აღმოაჩინოს!
მაკას სტილისტობა გადაუწყვიტავს, თავისუფალ დროსაც სულ ვარცხნილობებს აკეთებს! სკოლაში ყველაზე მეტად გეოგრაფიის სწავლა მოსწონს - “დედამიწაზე რაც ხდებ ყველაფერს იქ შევისწავლით” - ამბობს თავად. იმედი გვაქვს, ლეპტოპით მისი ცნობისმოყვარეობა უფრო გაღვივდება და ბევრ სიახლეს შეიტყობს. ინტერნეტში კი სხვა სტილისტების ნამუშევრების გაცნობასაც შეძლებს.
გელას მეზღვაურობა სურს! პროფესიულ კოლეჯში 1 წლიანი საზღვაო მომზადების გავლას აპირებს. თავისუფალ დროს ოჯახს ეხმარება სხვადასხვა საქმეში და მისი თქმით ეს ბედნიერებას ანიჭებს. სკოლაში ქართული, მათემატიკა, გეოგრაფია, სპორტი და უცხო ენები უყვარს, დანარჩენები კი არა, რადგან გაგება უჭირს. “კომპიუტერი იმისთვის მჭირდება, რომ უკეთ ვისწავლო და პრეზენტაციები გავაკეთო” - გვიყვება გელა.
“ამ ცხოვრებაში ლეპტოპი აუცილებელია” - ეს სიტყვები ჩაგვიწერა კითხვარში მარიმ, რომელსაც უნივერსიტეტში ჩაბარება ძალიან უნდა, თუმცა ბევრი რამე აინტერესებს და ჯერ პროფესია ვერ შეარჩია. მისი ჰობი ფრენბურთის თამაშია.
საბა მოჭიდავეა და აპირებს სპორტს გაჰყვეს! “არ მაქვს ტელეფონი და მითუმეტეს არც კომპიუტერი ან მსგავსი მოწყობილობა მქონდა, რითაც შევძლებდი კარგად მეცადინეობას სკოლისთვის. პანდემიის დროსაც ვერ ვესწრებოდი გაკვეთილებს.” - გვიყვება საბა. ახლა უკვე თვითგანვითარებისთვის სერიოზული იარაღითაა აღჭურვილი და რასაც მოინდომებს, შეისწავლის კიდეც.
სალომეს ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაბარება აქვს გადაწყვეტილი, ავთანდილს კი ჯერ არ მოუფიქრებია მომავალში სად ხედავს თავს. ორივენი დარწმუნებული არიან, რომ კომპიუტერს უსაზღვრო შესაძლებლობები აქვს და სწავლას თუ სხვა ბევრი რამის გაკეთებას ძალიან გაუმარტივებს.
სალომეს სურს ქართულის მასწავლებელი გახდეს! გასაკვირიც არ არის, რომ სკოლაში მისი საყვარელი საგანი ქართული ენა და ლიტერატურაა. თავისუფალ დროს ფილმების ყურებაში ატარებს - “ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრი დადებითი რამის გადმოტანა შემიძლია ფილმებიდან.” - გვიყვება თავად. კომპიუტერის გამოყენებას განათლებისა და გართობისთვის აპირებს.
“რაკი კომპიუტერი მაქვს, ინგლისურს უკეთ ვისწავლი, ახლა ცოტა მიჭირს”. - გვიყვება ნიკოლოზი. ყველაზე მეტად მათემატიკური მაგალითების და ამოცანების ამოხსნა მოსწონს - ამით ცოდნას იუმჯობესებს. უნივერსიტეტში ჩაბარებასაც გეგმავს, თუმცა პროფესია ჯერ არ აურჩევია.
ლუკა მაღალმთიან აჭარაში, შუახევში ცხოვრობს და მეზღვაურობაზე ოცნებობს! სკოლაში მისი საყვარელი საგნები მათემატიკა, ინგლისური და ქართულია. “აბიტურიენტი ვარ და კომპიუტერი ბევრი საკითხის მოძიებასა და შესწავლაში მეხმარება” - გვიყვება ლუკა.
ანუკის სურს სტილისტი გახდეს! თავისუფალ დროს სამკაულებს ქმნის, რადგან, მისი თქმით, სიამოვნებს, როდესაც ნაკეთობებს სხვებიც უწონებენ. სკოლაში ქართული და მათემატიკა უყვარს, რადგან კარგად გამოსდის. ბიოლოგია და ფიზიკა კი უჭირს და ამიტომ “გულზე არ ეხატება”. სკოლის დამთავრების შემდეგ აპირებს ვარცხნილობების კეთება პროფესიონალურად შეისწავლოს. როგორც თავად ამბობს, ფიქრობს, რომ ინტერნეტი და ლეპტოპი ამაში დაეხმარება.