მოსწავლეები

ჩართულია
დიანა (16)

დიანას სკოლის საგნებიდან ყველაზე მეტად ქართული და ისტორია უყვარს. თავისუფალ დროს კი წიგნის კითხვა იტაცებს. ჯერ არ გადაუწყვეტია, სად ჩააბარებს, მაგრამ მისი თქმით, ინტერნეტი სასწავლო მასალების მოძიებაში დაეხმარება.

ჩართულია
თამარი (15)

თამარის ინტერესის სფერო მრავალფეროვანია - უყვარს კითხვა, ხატვა, ქარგვა და ფილმების ყურება. ჯერ არ იცის რა პროფესიას დაეუფლება, თუმცა ფიქრობს, რომ ინტერნეტი სასწავლო რესურსების მოძიებაში ძალიან დაეხმარება.

ჩართულია
მირანდა (16)

მირანდას ვიზაჟისტობა სურს. სკოლის საგნებიდან კი ყველაზე მეტად ინგლისური უყვარს. ფიქრობს, რომ ინტერნეტს გაკვეთილებისთვის და საინტერესო ინფორმაციების მოაძიებლად გამოიყენებს.

ჩართულია
გიორგი (16)

გიორგის უყვარს ვარჟიში და ჯანსაღი ცხოვრების წესი. ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რა პროფესიას აირჩევს, თუმცა უნივერსიტეტში სწავლა ძალიან უნდა. ფიქრობს, რომ ინტერნეტს მეცადინეობისთვის და გასართობად გამოიყენებს.

ჩართულია
მარიამი (18)

მარიამს წიგნების კითხვა უყვარს, განსაკუთრებით კი ისტორიული წიგნების. ჯერ არ გადაუწყვეტია, სად ან რაზე გააგრძელებს სწავლას, თუმცა ფიქრობს, რომ ინტერნეტი მეცადინეობისთვის აუცილებლად გამოადგება.

ჩართულია
თინა (17)

თინას ყველაზე მეტად ყვავილების მოვლა უყვარს, როგორც ამბობს, ყვავილებს როგორც თავის მეგობრებს ისე უყურებს. მომავალი პროფესია უკვე არჩეული აქვს და პოლიციელობა სურს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი საინტერეს ინფორმაციების მოძიებაში დაეხმარება.

ჩართულია
ნათია (15)

ნათიას სურს ექთანი გამოვიდეს.სკოლის საგნებიდან ყველაზე მეტად ფიზიკა და ინგლისური უყვარს. თავისუფალ დროს კი წიგნების კითხვა იტაცებს.

ჩართულია
ზურაბი (17)

ზურაბის ყველაზე მეტად კითხვა უყვარს. სკოლის საგნებიდან კი ისტორია და გეოგრაფია იტაცებს. ჯერ არ იცის, რა პროფესიას აირჩევს, თუმცა უნივერსიტეტში სწავლა გადაწყვეტილი აქვს. მისი თქმით, ინტერნეტი სწავლისთვის გამოადგება.

ჩართულია
გიორგი (18)

გიორგის სკოლის საგნებიდან ყველაზე მეტად ხელოვნება უყვარს, თავისუფალ დროსაც ძირითადად ხატვას უთმობს. რაც შეეხება პროფესიას, ჯერ არ გადაუწყვეტია, რა გამოვა, თუმცა მისი თქმით, ინტერნეტი საინტერესო მასალების მოძიებაში დაეხმარება.

ჩართულია
სოფიკო (18)

სოფიკოს საყვარელი საგნები სკოლაში გეოგრაფია, ბიოლოგია და ქართულია. ჯერ არ აურჩევია მომავალი პროფესია, თუმცა ფიქრობს, რომ ინტერნეტი ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება. თავისუფალ დროს უყვარს საინტერესო სტატიების კითხვა და ცხოველებთან კონტაქტი.

ჩართულია
ეკა (17)

ეკა ხატვით არის გატაცებული, სკოლის საგნებიდანაც ყველაზე მეტად ხელოვნება უყვარს და თვლის, რომ კარგადაც გამოსდის. ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, სად ან რაზე გააგრძელებს სწავლას, თუმცა ფიქრობს, რომ ინტერნეტი ყველაზე მეტად დისტანციური სწავლებისას გამოადგება.

ჩართულია
მარიამი (16)

მარიამს ყველაზე მეტად ბიოლოგია და ისტორია უყვარს. პროფესია ჯერ არჩეული არ აქვს, მაგრამ, ფიქრობს, რომ ინტერნეტი ყველაზე მეტად ონლაინ სწავლებისთვის გამოადგება.