მარიამს ყველაზე მეტად ბიოლოგია და ისტორია უყვარს. პროფესია ჯერ არჩეული არ აქვს, მაგრამ, ფიქრობს, რომ ინტერნეტი ყველაზე მეტად ონლაინ სწავლებისთვის გამოადგება.
ანის ყველაზე მეტად წიგნის კითხვა უყვარს. მომავალი პროფესიაც უკვე არჩეული აქვს-დაწყებითების მასწავლებელობა სურს. ინტერნეტს რაც შეეხება, საინტერესო ინფორმაციების მოძიებისთვის გამოიყენებს.
გვანცას სურს, მზარეული გამოვიდეს. ამიტომ აპირებს, თელავის პრესტიჟის კოლეჯში გააგრძელოს სწავლა კულინარილზე. თავისუფალ დროს ყველაზე მეტად წიგნის კითხვა და მუსიკის მოსმენა უყვარს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი სწავლისთვის გამოადგება.
ინგას მომავალი პროფესია ჯერ არ აურჩევია - უნივერსიტეტში ჩაბარებას აპირებს, თუმცა სკოლაში ბევრი საგნითაა გატაცებული და ფიქრობს, ინტერნეტი ცოდნის გაღრმავებასა და პროფესიის არჩევაში დაეხმარება. უყვარს ქარგვა და ონლაინ ორნამენტების ძებნასაც აპირებს. მარიამი კულინარიითა და ლიტერატურითაა გატაცებული. აპირებს, მასწავლებელი გამოვიდეს.
დიანას ყველაზე მეტად ქართული ენა და ლიტერატურა აინტერესებს, თუმცა არც დანარჩენ საგნებს იწუნებს. პროფესია ჯერ არჩეული არ აქვს, თუმცა ფიქრობს, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი სწავლაში და საშინაო დავალების მომზადებაში დაეხმარება.
დავითს უყვარს ვარჯიში. სკოლაში განსაკუთრებით გეოგრაფიის გაკვეთლები მოსწონს. ჯერ არ იცის, ჩააბარებს თუ არა უნივერსიტეტში, თუმცა ფიქრობს, რომ ინტერნეტი ძალიან გამოადგება არაერთი ტიპის ინფორმაციის მოძიებაში.
დავითი გატაცებულია ქართული ენითა და ლიტერატურით და გეოგრაფიით. ჯერ არ იცის, სად ჩააბარებს, თუმცა ფიქრობს, რომ ინტერნეტი და ახალი კომპიუტერი ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება და ახალ ინფორმაციასაც უფრო მარტივად მოიძიებს.
ქეთევანს ყველაზე მეტად წიგნის კითხვა უყვარს, რადგან ამ დროს ბევრ ახალ ინფორმაციას იგებს და სწავლობს. ჯერ არ იცის რომელ პროფესიას აირჩევს, მაგრამ უნივერსიტეტში სწავლა გადაწყვეტილი აქვს. მისი თქმით, ინტერნეტი ახალი ინფორმაციების მოძიებაში და მეგობრებთან საკონტაქტოდ გამაოდგება.
ზაქარიას ყველაზე მეტად წიგნის კითხვა უყვარს, რადგან ამ დროს ბევრ რამეს იგებს. სურს პროგრამისტი გახდეს! უნივერსიტეტიც არჩეული აქვს- ილიას უნივერსიტეტში აპირებს ჩაბარებას. მისი აზრით, ინტერნეტი ონლაინ გაკვეთილებისთვის გამოადგება.
ზაქროს სურს, საინფორმაციო ტექნოლოგიების სცეციალისტი გამოვიდეს! თუმცა ჯერ არ გადაუწყვეტია რომელ უნივერსიტეტს მიანიჭებს უპირატესობას. მისი თქმით ინტერნეტი ინფორმაციის მოძიებლად გამოადგება.
ალექსის ცხოველების მოვლა უყვარს. ჯერ მოფიქრებული არ აქვს, რას ისწავლის მომავალში და სად ჩააბარებს, თუმცა სკოლაში მათემატიკითა და ისტორიითაა გატაცებული. თავისუფალ დროს ფეხბურთს თამაშობს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი სწავლაში ძალიან დაეხმარება.
გიორგის ჯერ არ გადაუწყვეტია, სად და რომელ ფაკულტეტზე ჩააბარებს - როგორც გვითხრა, სკოლაში თითქმის ყველა საგანი იტაცებს. ჰყავს სამი უფროსი დედმამიშვილი - ფიქრობს, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი ოჯახს ბევრ საქმიანობასა და პროფესიულ მოღვაწეობაში გამოადგება.