მოსწავლეები

ჩართულია
ანი (16)

ანის გადაწყვეტილი აქვს უნივერსიტეტში ჩაბარება, თუმცა ჯერ არ იცის რა პროფესიას აირჩევს. თავისუფალ დროს ყველაზე მეტად წიგნების კითხვა იტაცებს. მისი თქმით ინტერნეტი დაეხმარება სკოლის საგნებში მეცადინეობისთვის.

ჩართულია
მერი (15)

მერის სურს ექიმი გამოვიდეს! თუმცა, ჯერ არ გადაუწყვეტია სად ჩააბარებს. თავისუფალ დროს ყველაზე მეტად წიგნის კითხვა უყვარს, რადგან თვლის რომ ამ დროს დიდ ცოდნას იძენს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი ინფორმაციის მოძიებაში დაეხმარება.

ჩართულია
მარიამი (17)

მარიამს სურს ფინანსისტი გამოვიდეს! უნივერსიტეტიც არჩეული აქვს და სურს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩააბაროს. თავისუფალ დროს ყველაზე მეტად მეგობრებთან ერთად დროის გატარება უყვარს. ინტერნეტს რაც შეეხება, ფიქრობს, რომ ონლაინ გაკვეთილებისთვის და უნივერსიტეტისთვის მოსამზადებლად გამოადგება

ჩართულია
ქეთევანი (18)

ქეთევანს სურს, მასწავლებელი გამოვიდეს! გადაწყვეტილი აქვს, რომ ილიას უნივერსიტეტში ჩააბაროს, რადგანაც მოსწონს იქაური სწავლება. თავისუფალ დროს ყველაზე მეტად წიგნების კითხვა უყვარს. როგორც ამბობს, ეს მომენტი ბავშვობიდან უყვარს, რადგან ძალიან მშვიდდება. ინტერნეტს რაც შეეხება, მისი თქმით წიგნების ელ. ვერსიების წასაკითხად გამოიყენებს: „მიყვარს კითხვა და იმის გათვალისწინებით რომ არ მაქვს ბევრი წიგნი ინტერნეტს წიგნების ელ. ვერსიების წასაკითხად ვიყენებ უმეტესად”.

ჩართულია
ნათია (17)

ნათიას ბავშვობის ოცნებაა, რომ პოლიციელი გამოვიდეს და ამიტომ გადაწყვეტილი აქვს პოლიციის აკადემიაში ჩაბარება! თავისუფალ დროს ყველაზე მეტად წიგნის კითხვა უყვარს, რადგან როგორც თავად ამბობს ეს პროცესი განსაკუთრებით ამშვიდებს.

ჩართულია
თეონა (17)

თეონას სურს ფარმაცევტი გამოვიდეს! სკოლის საგნებიდანც ყველაზე მეტად ბიოლოგია და ქიმია უყვარს. მისი თქმით ინტერნეტს სწორედ სწავლისთვის გამოიყენებს.

ჩართულია
ანა (17)

ანას მართალია ჯერ არ გადაუწყვტია რომელ უნივერსიტეტში ჩააბარებს, თუმცა ზუსტად იცის, რომ ფსიქოლოგობა სურს! თავისუფალ დროს ყველაზე მეტად ცეკვა და წიგნების კითხვა უყვარს. მისი თქმით ინტერნეტი გაკვეთილებისთვის და ახალი ინფორმაციების წასკითხად გამოადგება.

ჩართულია
თამაზი (17)

თამაზის სურს მესაზღვრე გამოვიდეს. თავისუფალ დროს ყველაზე მეტად სპორტი იზიდავს. მისი თქმით ინტერნეტს გაკვეთილების მოსამზადებლად გამოიყენებს.

ჩართულია
ილონა (17)

ილონას სურს მასწავლებელი გამოვიდეს და გადაწყვეტილი აქვს, სწორედ ამ განხრით გააგრძელოს სწავლა უნივერსიტეტში. თავისუფალ დროს კი ყველაზე მეტად წიგნების კითხვა იტაცებს.

ჩართულია
ნატო (16)

ნატოს სურს ნოტარიუსი გამოვიდეს და გადაწყვეტილიც აქვს, რომ ამ განხრით გააგრძელოს სწავლა. თავისუფალ დროს ყველაზე მეტად წიგნების კითხვა და ცეკვა უყვარს რადგან მისი თქმით, ორივე ამშვიდებს. მისი თქმით ინტერნეტს გამოიყენებს გაკვეთილების მოსამზადებლად და მეგობრებთან საკონტაქტოდ.

ჩართულია
ვანო (18)

ვანოს სკოლის საგნებიდან ყველაზე მეტად ისტორია უყვარს. თავისუფალ დროს კი ფილმების ყურება იტაცებს. მისი თქმით ინტერნეტს სკოლის საგნების მოსამზადებლად გამოიყენებს.

ჩართულია
საბა (16)

საბას საყვარელი საგნები სკოლაში მათემატიკა, ისტორია და უცხო ენებია. უნივერსიტეტში სწავლა გადაწყვეტილი აქვს, თუმცა ჯერ არ გადაუწყვეტია სად და რა განხრით ჩააბარებს. მისი თქმით, ინტერნეტს გაკვეთილების მოსაზადებლად გამოიყენებს.