საბას საყვარელი საგნები სკოლაში მათემატიკა, ისტორია და უცხო ენებია. უნივერსიტეტში სწავლა გადაწყვეტილი აქვს, თუმცა ჯერ არ გადაუწყვეტია სად და რა განხრით ჩააბარებს. მისი თქმით, ინტერნეტს გაკვეთილების მოსაზადებლად გამოიყენებს.
სალომეს ყველაზე მეტად წიგნის კითხვა უყვარს. ძალიან აინტერესებს საბანკო-საფინანსო საქმე, უნივერსიტეტში ჩაბარებაც გადაწყვეტილი აქვს, მაგრამ ჯერ არ იცის, სად ჩააბარებს. როგორც ამბობს, ინტერნეტი მას ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება.
ვახტანგის საყვარელი საგნები სკოლაში ისტორია და ბიოლოგიაა. ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი სად ჩააბარებს, თუმცა ფიქრობს, რომ ინტერნეტი ყველაზე მეტად ინფორმაციების მოძიებაში დაეხმარება.
ალექსანდრე ჰუმანიტარული მეცნიერებებითაა გატაცებული. უნივერსიტეტში ჩაბარებასაც აპირებს, თუმცა ფაკულტეტი და სასწავლებელი ჯერ არ აურჩევია. თავისუფალ დროს კითხვა და ფეხბურთის თამაში უყვარს. ფიქრობს, რომ ინტერნეტს ონლაინ გაკვეთილებისთვის და ახალი ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენებს.
ნინოს გადაუწყვეტია, ფარმაცევტი გამოვიდეს! სკოლაშიც, შესაბამისად, ყველაზე დიდი მონდომებით ქიმიას სწავლობს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი დისტანციურად სწავლებაში ძალიან დაეხმარება. თავისუფალ დროს თავს ქარგვით ირთობს.
ლუკას ყველაზე მეტად ინგლისური ენა მოსწონს - ძალიან უყვარს ახალი სიტყვების სწავლა. ფიქრობს, რომ ინტერნეტი და კომპიუტერიც ყველაზე მეტად სკოლაში სლაიდების მოსამზადებლად და პროექტების დასაწერად გამოადგება. როგორც ამბობს, მათემატიკას გულს ვერ უდებს - ეს საგანი ერთულება.
ლიზის ყველაზე მეტად ლიტერატურის კითხვა იტაცებს. სკოლაშიც, ისტორიასა და რუსულთან ერთად, ყველაზე მეტად ქართული ენა და ლიტერატურა მოსწონს. ჯერ არ იცის, სად ჩააბარებს, თუმცა ფიქრობს, რომ ინტერენტი დავალებების მომზადებაში ძალიან გამოადგება.
მიხეილს ყველაზე მეტად ფეხბურთი იტაცებს და უნდა, რომ ეს ჰობი პროფესიად აქციოს. სკოლაში ყველაზე მეტად მოსწონს ქართული ენა და ლიტერატურა.
დავითს ყველაზე მეტად კინემატოგრაფია იტაცებს. ჯერ არ გადაუწყვეტია, სად ჩააბარებს და რას შეისწავლის, თუმცა სკოლაში ყველაზე მეტად მოსწონს ისტორია, გეოგრაფია და სპორტი. ფიქრობს, რომ ინტერნეტს ახალი ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენებს.
ეკას ჯერ არ აქვს მოფიქრებული, სად ჩააბარებს და რას შეისწავლის, თუმცა ახლა ყველაზე მეტად ბიოლოგია აინტერესებს. უყვარს მუსიკის მოსმენა - როგორც ამბობს, ეს პროცესი ამშვიდებს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი ძალიან გამოადგება ახალი ინფორმაციის მოძიებაში.
მარიამი ფეხბურთელია! აპირებს, იურიდიულზე ჩააბაროს და ადვოკატი გამოვიდეს. როგორც გვითხრა, ხშირად სჭირდება ინფორმაციის მოძიება და ამაში ინტერნეტი ძალიან გამოადგება. მისი საყვარელი საქმოანობაა ქარგვა.
მარიამს ყველაზე მეტად უჯრედული ბიოლოგია აინტერესებს და აპირებს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სცადოს ბედი. „კითხვა მიყვარს ძალიან. ლექსებსაც ვწერ, დედოფლისწყაროს მწერალთა ასოციაციაშიც ვარ გაწევრიანებული.“ ფიქრობს, რომ ინტერნეტი სასწავლო რესურსების მოძიებაში დაეხმარება. „ძალიან მეშლება ხელი სწავლაში, რადგან არ მაქვს ინტერნეტთან მუდმივი წვდომა.“