ვასილს მეღვინეობა დაუსახავს მიზნად! როგორც გვიხრა, ძალიან უყვარს „ახალი იდეების დასახვა და მისი სრულყოფაში მოყვანა“. ჯერ არ იცის, სად ჩააბარებს, სკოლაში კი ყველაზე მეტად მათემატიკა და ინგლისური ენა მოსწონს.
თათია აპირებს, „სეუს“ უნივერსიტეტში ჩააბაროს, რადგან ის სტუდენტებს განვითარების ბევრ საშუალებას სთავაზობს. უყვარს ისტორია, თავისუფალ დროს კი ხატავს. ფიქრობს, რომ ინტერნეტიც ძალიან გამოადგება: „დღევანდელ სამყაროში ონლაინ მხარდაჭერა მნიშვნელოვანია სხვადასხვა კუთხით“.
დავითს ყველაზე მეტად ქართული ენა და ლიტერატურა და ისტორია იტაცებს. ჯერ არ იცის, უნივერსიტეტში სად ჩააბარებს, თუმცა ფიქრობს, რომ ინტერნეტი ახალი ინფორმაციის მიღებაში დაეხმარება.
ნათიას ოცნებაა, მხატვარი გამოვიდეს! თავისუფალ დროს როგორც წესი ან ხატავს, ან წიგნებს კითხულობს. სკოლაში ძალიან უყვარს ბიოლოგია, გეოგრაფიას კი გული ვერ დაუდო. ჯერ არ იცის, ჩააბარებს თუ არა უნივერსიტეტში, თუმცა ფიქრობს, რომ ინტერნეტი ინტერესების გაღვივებაში დაეხმარება.
ალექსანდრეს ყველაზე მეტად სამზარეულოში ფუსფუსი სიამოვნებს და აპირებს, პროფესიული შეფ-მზარეული გამოვიდეს! სკოლაში განსაკუთრებით ქიმია მოსწონს, მათემატიკას კი გულს ვერ უდებს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი ყველაზე მეტად რეცეპტებისა და ზოგადად ინფორმაციის მოძიებაში დაეხმარება.
მზიას სკოლაში ყველაზე მეტად ქართული ენა და ლიტერატურა და ბიოლოგია მოსწონს. ჯერ არ იცის, სად ჩააბარებს, თუმცა ფიქრობს, რომ ინტერნეტი უპირველესად სწავლაში დაეხმარება.
თემური აპირებს, კულინარიულ აკადემიაში ჩააბაროს და შეფ-მზარეული გამოვიდეს! ჰობიც არანაკლებ საინტერესო აქვს: გატაცებულია ძიუდოთი. ჯერ არ იცის, ზუსტად სად ჩააბარებს, თუმცა ფიქრობს, რომ ინტერნეტი ძალიან დაეხმარება პროფესიულ მზარეულად ჩამოყალიბებაში, სწავლასა და ახალი ინფორმაციის მიღებაში.
გელამ ჯერ არ იცის, რა უნდა გამოვიდეს, თუმცა ყველაზე მეტად სპორტითაა გატაცებული. ფიქრობს, რომ ინტერნეტი ყვებლაზე მეტად ახალი ინფორმაციის მოძიებასა და სწავლაში დაეხმარება.
ავთო თავისუფალ დროს ყველაზე მეტად ლიტერატურის კითხვით ერთობა. როგორც გვითხრა, უყვარს ქართული, ბიოლოგია და ისტორია. ჯერ არ იცის, ჩააბარებს თუ არა უნივერსიტეტში. ფიქრობს, რომ ინტერნეტი ყველაზე მეტად კომუნიკაციაში დაეხმარება.
თამარს ყველაზე მეტად ქართული ენა და ლიტერატურა და ისტორია მოსწონს - ეს საგნები მისთვის ყველაზე ინფორმატიულია. ჯერ არ იცის, სად ჩააბარებს, თუმცა ფიქრობს, რომ ინტერნეტი ახალი ინფორმაციის მიღებაში დაეხმარება.
მარის პოლიციის აკადემიაში გადაუწყვეტია ჩაბარება! როგორც ამბობს, ყველაფრის კეთება უყვარს. სკოლაშიც საგნების უმეტესობას თავს ადვილად ართმევს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი ინფორმაციის მოძიებაში დაეხმარება.
გიორგის გამომძიებლობა დაუსახავს მიზნად! თავისუფალ დროს ყველაზე მეტად ჭადრაკით ერთობა. უხარია, რომ ახლა ინტერნეტის წყალობით ფეისბუქით მასწავლებლებთან დაკავშირებას შეძლებს.