მოსწავლეები

ჩართულია
სანდრო (18)

სანდრო ამბობს, რომ სკოლაში ყველა საგანი თანაბრად მოსწონს. ჯერ არ იცის, ჩააბარებს თუ არა უნივერსიტეტში, თუმცა ფიქრობს, რომ ინტერნეტი ახალი ინფორმაციის მიღებაში დაეხმარება.

ჩართულია
ანა (16)

„მიყვარს წიგნების კითხვა - ამ პროცესში ბევრ ახალს ვიგებ, რაც თვითგანვითარებაში მეხმარება," - გვიამბობს ანა. ჯერ არ იცის, სად ჩააბარებს, თუმცა ძალიან მოსწონს ჰუმანიტარული საგნები. ინტერნეტს სწავლისთვის გამოიყენებს.

ჩართულია
გვანცა (18)

გვანცამ ზუსტად იცის, რა უნდა გამოვიდეს - გრაფიკული დიზაინერი! ამ სპეციალობის კურსი მხოლოდ ილიას უნივერსიტეტშია, ამიტომ ჩასაბარებლადაც ეს სასწავლებელი აირჩია. თავისუფალ დროს თავს ცეკვით, ხატვითა და ფილმების ყურებით იქცევს.

ჩართულია
მალხაცი (17)

მალხაზი თავისუფალ დროს მშობლებს სოფლის სამეურნეო საქმეებში ეხმარება. ძალიან უყვარს სპორტი, განსაკუთრებით მკლავჭიდი. სკოლაში ძალიან მოსწონს მათემატიკა, ქართული და ისტორია, თუმცა უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ფინანსური მდგომარეობა არ უწყობს ხელს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი სწავლაში დაეხმარება.

ჩართულია
დათო (17)

დათოს გადაწყვეტილი აქვს, კონსერვატორიაში ჩააბაროს და კომპოზიტორი გამოვიდეს! ისტორიკოსობაც არანაკლებ იზიდავს. „ვსწავლობ იაპონურს, დაინტერესებული ვარ მათი კულტურით. ვუკრავ ფორტეპიანოზე და აგრეთვე ვმღერი.“ ფიქრობს, რომ ინტერნეტი უკეთ სწავლაში დაეხმარება - განსაკუთრებით მათემატიკასა და ფიზიკაში.

ჩართულია
ანი (17)

ანის საყვარელი საგნები სკოლაში მათემატიკა, ინგლისური, ქართული და ისტორია. თავისუფალ დროს ძალიან უყვარს კითხვა. ფიქრობს, რომ ინტერნეტს სასწავლებლად და მეგობრებთან ურთიერთობისთვის გამოიყენებს.

ჩართულია
გიორგი (17)

გიორგის ვებ დეველოპერობა დაუსახავს მიზნად! ჰობიც არანაკლებ საინტერესო აქვს: „მიყვარს სიმღერების აწყობა, ვიდეო მონტაჟი და გიტარაზე დაკვრა. ჩემი ბავშვობის ოცნება, იყო დიჯეი ვყოფილიყავი. ვიდეოების მონტაჟი იმიტომ მიყვარს, რომ ბავშობაში ვოცნებობდი, მარველის ოპერატორზე კარგი გადამღები და მემონტაჟე გამოვსულიყავი.“ უნივერსიტეტში ჩაბარებას აპირებს, თუმცა ჯერ ზუსტად არ იცის, სად: „ალბათ, ისეთ უნივერსიტეტში სადაც ადამიანისთვის გასაგებ ენაზე ხსნიან და ასწავლიან.“

ჩართულია
მარიამი (17)

მარიამს გადაწყვეტილი აქვს, ექთანი გამოვიდეს! განსაკუთრებით უნდა, ბავშვებთან იმუშაოს. ძალიან უყვარს ხატვა და მუსიკა. ფიქრობს, რომ ინტერნეტს სკოლისთვის და კომუნიკაციისთვის გამოიყენებს.

ჩართულია
ბექა (16)

როგორც ბექამ გვითხრა, ყველაზე მეტად წიგნების კითხვა უყვარს - მისი საყვარელი საგანიც სწორედ ქართული ენა და ლიტერატურაა და კლასგარეშე ლიტერატურასაც ხშირად კითხულობს. უნივერსიტეტში ჩაბარებას აპირებს, თუმცა სპეციალობა ჯერ არ აურჩევია.

ჩართულია
თეონა (16)

თეონას ლინგვისტობა დაუსახავს მიზნად! აპირებს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბაროს - როგორც გვითხრა, აქ ლინგვისტიკის საუკეთესო დეპარტამენტია. ამბობს, რომ სანამ პროექტში ჩაერთვებოდა, ინტერნეტისა და კომპიუტერის უქონლობის გამო სასკოლო გაკვეთილებში ვერ ერთვებოდა. თავისუფალ დროს უყვარს მუსიკის მოსმენა და ფილმების ყურება.

ჩართულია
გიორგი (16)

გიორგი ძიუდოისტია! გადაწყვეტილი აქვს, სპორტს პროფესიულად მიჰყვეს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი ათლეტურ წინსვლასა და სწავლაში დაეხმარება.

ჩართულია
გიორგი (16)

გიორგი სპორტითაა გატაცებული - განსაკუთრებით ბოქსი აინტერესებს სამოყვარულო დონეზე. სკოლაში ბევრი საგანი მოსწონს, ქიმია და ფიზიკა კი ერთულება. ფიქრობს, რომ ინტერნეტს ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენებს.