გიორგი სპორტითაა გატაცებული - განსაკუთრებით ბოქსი აინტერესებს სამოყვარულო დონეზე. სკოლაში ბევრი საგანი მოსწონს, ქიმია და ფიზიკა კი ერთულება. ფიქრობს, რომ ინტერნეტს ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენებს.
მარიამს არქეოლოგობა დაუსახავს მიზნად! ფიქრობს, რომ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარებს, სახლთან ახლოს. უყვარს წიგნების კითხვა, სკოლაში კი ყველაზე მეტად ისტორიის გაკვეთილები მოსწონს. ეროსის ყველაზე მეტად საჭმლის მზადება უყვარს - როგორც ამბობს, ეს მისი მომავალი პროფესიაა. ჩაბარებას პროფესიულ კოლეჯში აპირებს.
გიორგი მრავალფეროვანი ინტერესებით გამოირჩევა: იტაცებს კულინარია და ბარმენობა, თუმცა ყველაზე მეტად მაინც პილოტობა სურს! სკოლაში მისი საყვარელი საგანი ინგლისურია - ფიქრობს, რომ ამ ენის სწავლა საჭიროა. ინტერნეტს პროექტში ჩართვამდე მობილურით დისტანციური განათლებისთვის და ინფორმაციის მოსაძიებლად იყენებდა.
მანანა ხატვითა და კულინარიითაა გატაცებული - ფიქრობს, რომ ეს ორი საქმიანობა განსაკუთრებით შემოქმედებითია. სკოლაში ყველაზე მეტად ისტორია აინტერესებს. ფიქრობს, რომ ინტერნეტს დისტანციური სწავლებისთვის გამოიყენებს.
ცოტნეს პროგრამისტობა გადაუწყვეტია! ჯერ არ იცის, როლმელ უნივერსიტეტში ჩააბარებს, თუმცა სურს, საინფორმაციო ტექნოლოგიები ისწავლოს. ფიქრობს, რომ ინტერნეტს სწავლისთვის და „პირადი საქმიანობისთვის“ გამოიყენებს. უყვარს ფილმების ყურება, ვარჯიში და კიბერ-სპორტი.
ამირანს ყველაზე მეტად სასოფლო-სამეურნეო საქმეები უყვარს. აპირებს, უნივერსიტეტში ჩააბაროს, თუმცა ჯერ სპეციალობა არ აურჩევია - როგორც ამბობს, ყველა საგანი მოსწონს.
ნინო აპირებს, უნივერსიტეტში ჩააბაროს - ზუსტად არ იცის, სად და რა ფაკულტეტზე, თუმცა ჯერჯერობით ფსიქოლოგიითაა გატაცებული. სკოლაში ყველაზე მეტად ქართული ენა და ლიტერატურა მოსწონს. ძალიან უყვარს წიგნების კითხვა (ეს პროცესი ამშვიდებს).
დავითს ჯერ არ მოუფიქრებია, სად ჩააბარებს, თუმცა ყველაზე მეტად ფიზიკა მოსწონს. უყვარს რაღაცების გამოგონება, რადგან „ამას ბევრი ფიქრი სჭირდება“. ფიქრობს, რომ ინტერნეტს სწავლისთვის გამოიყენებს.
გოჩას არქეოლოგობა გადაუწყვეტია! აპირებს, თავის ქალაქში, თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტში ჩააბაროს. რა გასაკვირია, რომ სკოლაში ყველაზე მეტად გეოგრაფია და ისტორია მოსწონს. თავისუფალ დროს კალათბურთს თამაშობს - უნდა, ამ სპორტში წარმატებას მიაღწიოს.
ირაკლის ძალიან უყვარს ვარჯიში - სკოლაშიც მისი ერთ-ერთი საყვარელი საგანი სპორტია. მოსწონს, ასევე, ფიზიკა და მათემატიკა. ინტერნეტს ონლაინ გაკვეთილებისთვის გამოიყენებდა.
ნინოს ფსიქოლოგობა გადაუწყვეტია, თუმცა სასწავლებელი ჯერ ვერ შეარჩია. „მიყვარს ხატვა (მამშვიდებს) და კომპიუტერტან მუშაობა. ეს მაძლევს საშუალებას, გავერთო, ვეურთიერთო თანატოლებს და მივიღო ბევრი საჭირო ინფორმაცია.“ ფიქრობს, რომ ინტერნეტი ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება.
ელენე თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტში აპირებს ჩაბარებას. სპეციალობა ჯერ არ აურჩევია, თუმცა სკოლაში ყველაზე მეტად ისტორია და ქიმია მოსწონს. უყვარს ხატვა და წიგნების კითხვა. სალომემ სკოლა უკვე დაამთავრა და კოლეჯში სწავლობს, უნდა რომ საოპერაციო მედდა გახდეს! მე-12 კლასში მიღებული ლეპტოპი მედიცინასთან დაკავშირებული ინფორმაციების მოსაძიებლად და სოციალურ ქსელებში ჩასართავად გამოიყენა.