მოსწავლეები

ჩართულია
ანა (17)

ანა ფიქრობს, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი სწავლაში ძალიან დაეხმარება. პროექტში ჩართვამდე ონლაინ გაკვეთილებში მობილურით ესწრებოდა. უყვარს წიგნების კითხვა. სკოლაში ყველა საგანი მოსწონს, ფიზიკის გარდა.

ჩართულია
თორნიკე (16)

თორნიკეს სოფლის მეურნეობა აინტერესებს და გადაწყვიტა, მეღვინე გამოვიდეს! აპირებს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტჩი ჩააბაროს. სკოლაში განსაკუთრებით მათემატიკა და ისტორია მოსწონს და ფიქრობს, რომ ინტერნეტსაც სწავლისთვის გამოიყენებს.

ჩართულია
კონსტანტინე (18)

კონსტანტინემ გადაწყვიტა, საქართველოს უნივერსიტეტში ჩააბაროს და სამართალმცოდნეობა შეისწავლოს! „ყოველთვის მინდოდა ფორმა მცმოდა და ჩემი ქვეყნის სამსახურში ვყოფილიყავი.“ სკოლაში ისტორიით, ქართულითა და ინგლისურითაა გატაცებული. „რადგან სოფლის სამეურნეო საქმიანობაში ვუწევ დახმარებას ბებიას, აღარ მრჩება დრო ჩემი საყვარელი საქმიანობისთვის.“ გვითხრა, რომ ტექნიკური საგნების ათვისება უჭირს, თუმცა ლეპტოპი რომ გადავეცით, მისი პირველი შეკითხვა იყო: „რამხელა ოპერატიული მეხსიერება აქვს კომპიუტერს?“

ჩართულია
მაკა (17)

მაკა წიგნების კითხვითაა გატაცებული. ფიქრობს, რომ ინტერნეტს ონლაინ გაკვეთილებისთვის გამოიყენებს. სკოლაში ყველაზე მეტად ქართული და ინგლისური მოსწონს.

ჩართულია
მირანდა (16) და გიგა (16)

მირანდას პედაგოგობა გადაუწყვეტია! სკოლაში ყველაზე მეტად ქართულითა და ისტორიითაა გატაცებული. აპირებს, ინტერნეტი სწავლისთვის გამოიყენოს. გიგა ყველაზე დიდი მონდომებით გეოგრაფიას სწავლობს.

ჩართულია
რატი (16)

რატი აპირებს, უნივერსიტეტში ჩააბაროს, თუმცა არჩევანი ჯერ არ გაუკეთებია. სკოლაში ყველაზე მეტად მოსწონს ქართული, მათემატიკა, ისტორია და ინგლისური. უყვარს სპორტი და აპირებს, ინტერნეტი ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენოს.

ჩართულია
გიგა (17)

გიგა პროექტში ჩართვამდე მობილურ ინტერნეტს ონლაინ გაკვეთილებისთვის იყენებდა. ძალიან უყვარს ფეხბურთი. აპირებს, უნივერსიტეტში ჩააბაროს, თუმცა სპეციალობა ჯერ არ აურჩევია, სკოლაში კი ყველაზე მეტად ქართული, ისტორია და გეოგრაფია მოსწონს.

ჩართულია
გიგი (17)

გიგის პოლიციელობა გადაუწყვეტია. ძალიან უყვარს ფილმების ყურება. სკოლაში განსაკუთრებული მონდომებით სწავლობს ქართულ ენასა და ლიტერატურას.

ჩართულია
ანა (16)

ანა აპირებს, უნივერსიტეტში ჩააბაროს და ფსიქოლოგი გამოვიდეს! როგორც გვიამბობს, ძალიან უყვარს „წიგნების კითხვა, მუსიკების მოსმენა. ვფიქრობ, რომ წიგნი ცივი მეგობარია, თუმცა ერთგული და მუსიკას შეუძლია ჩემი ხასიათის გამოსწორება.“ უყვარს ფეხბურთი, ძაღლები და ჩანაწერების კეთება დღიურში.

ჩართულია
დიანა (16)

დიანას უნდა, მზარეული გამოვიდეს! განსაკუთრებით ტკბილეულის მზადებითაა გატაცებული. სკოლაში განსაკუთრებით ქართული ენა და ლიტერატურა უყვარს. ძალიან მოსწონს ფილმების ყურება.

ჩართულია
მანანა (16)

მანანას გადაწყვეტილი აქვს, აღმოსავლეთმცოდნე გამოვიდეს და რომელიმე აღმოსავლური ენის სპეციალისტიც გახდეს! აპირებს, საქართველოს უნივერსიტეტში ჩააბაროს. „როდესაც მეცადინეობით არ ვარ დაკავებული, ვკითხულობ წიგნებს. ძალიან მიყვარს, რადგან ვეცნობი სხვადასხვა ქვეყნის წეს-ჩვეულებებს, ცხოვრების სტილს, მწერლებს და ა.შ.“

ჩართულია
კონსტანტინე (17)

კოტეს სკოლაში ყველაზე მეტად ქართული ენისა და ისტორიის სწავლა უყვარს. თავისუფალ დროს ფეხბურთს თამაშობს. უნივერსიტეტში ჩაბარებას არ აპირებს, თუმცა ინტერნეტის დახმარებით ონლაინ სწავლის გაგრძელებას ფიქრობს.