მოსწავლეები

ჩართულია
ანა (16)

ანას სურს, ლაბორანტი გახდეს და უნივერსიტეტში სწავლს სწორედ ამ კუთხით აპირებს. თავისუფალ დროს უყვარს წიგნების კითხვა. მისი თქმით, ინტერნეტს გამოიყებს სწავლისთვის, რომ ბევრი ახალი საინტერესო ინფორმაცია გაიგოს.

ჩართულია
მარიამი (15)

მარიამს სკოლის საგნებიდან ყველაზე მეტად მათემატიკა და ისტორია უყვარს. ჯერ მომავალი პროფესია ბოლომდე არ გადაუწყვეტია, თუმცა მასწავლებლობაზე ფიქრობს. თავისუფალ დროს ყველაზე მეტად წიგნების კითხვა და ფილმების ყურება უყვარს.

ჩართულია
მარიამი (15)

მარიამის საყვარელი საგნები სკოლაში ქართული, მათემატიკა, ისტორია და ინგლისურია. გადაწყვეტილი აქვს უნივერსიტეტში ჩაბარება, თუმცა ჯერ არ იცის, რა პროფესიას აირჩევს. თავისფალ დროს კითხვა უყვარს.

ჩართულია
გიორგი (15)

გიორგი ისტორიით არის დაინტერესებული და გადაწყვეტილი აქვს, ისტორიკოსი გამოვიდეს. თავისუფალ დროს ისტორიული ფილმების ყურება იტაცებს. ფიქრობს, რომ ინტერნეტს სწავლისთვის გამოიყენებს.

ჩართულია
ენვერი (17)

ენვერს სურს, მასწავლებელი გახდეს. თავისუფალ დროს სპორტით არის დაკავებული. მისი თქმით, ინტერნეტს სწავლისთვის გამოიყენებს. ენვერის საყვარელი საგნები სკოლაში მათემატიკა და ქართულია.

ჩართულია
სალომე (16)

„მიყვარს დეტექტიური ფილმიების ყურება იმიტომ, რომ ინტერესს იწვევს ჩემში,” - გვიყვება სალომე. პროკურორობა სურს და უნივერსიტეტშიც აპირებს ჩაბარებას. ამბობს, რომ ინტრნეტს ინფორმაცის მოსაძიებლად და პრეზენტაციების გასაკეთებლად გამოიყენებს.

ჩართულია
თორნიკე (16)

თორნიკეს თავისუფალ დროს საინტერესო ინფორმაციიების მოძიება და თამაში უყვარს. ფიქრობს, რომ ინტერნეტს საჭირო ინფორმაციის მოძიებისთვის და კომუნიკაციისთვის გამოიყენებს.

ჩართულია
ირინა (15)

ირინას სურს, ექიმი გახდეს და სწავლის გაგრძელებას უნივერსიტეტში გეგმავს. ფიქრობს, რომ ინტერნეტს სწორედ სწავლისთვის გამოიყენებს. ყველაზე მეტად კითხვა უყვარს.

ჩართულია
მარიამი (16) და მზია (17)

მარიამი ფიქრობს რომ ინტერნეტს სწავლისთვის და გაკვეთილების მომზადებისთვის გამოიყენებს. “სამოქალაქო განათლება, ქართული, ინგლისური, გერმანული, გეოგრაფია და ბიოლოგია მიყვარს. არ მიყვარს ფიზიკა, ქიმია, ისტორია და მათემათიკა - რომ კარგად ვერ ვითვისებ” - გვიყვება მარიამი. მზიას სურს, მომავალში ექთანი გახდეს. თავისუფალ დროს სამზარეულოში ფუსფუსი უყვარს. როგორც თავად ამბობს, ეს მისი ჰობია.

ჩართულია
მარიამი (17) და რუსუდანი (15)

მარიამს სურს, რომ გამომძიებელი გახდეს. თავისუფალ დროს ყველაზე მეტად წიგნის კითხვა უყვარს. ფიქრობს, რომ ასე არა მარტო გონებას ავრჯიშებს, არამედ ბევრ საინტერესო რამესაც იგებს. რუსუდანი კი მომავალი ფილოლოგია! სკოლაში მისი საყვარელი საგანი ქართულთან ერთად ბიოლოგიაც არის, მათემატიკა და რუსული კი ნაკლებად მოსწონს. ფიქრობს, რომ მომავალში უნივერსიტეტში ჩააბარებს და თავის პროფესიას ენებს დაუკავშირებს. ახალ ლეპტოპსა და ინტერნეტს კი განათლებისთვისა და სოციალურ ქსელებში შესვლისთვის გამოიყენებს.

ჩართულია
ზაური (16)

ზაური მორაგბეა - ეს სპორტი იმით იზიდავს, რომ ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით სასარგებლო და გასართობია. სკოლაში ყველაზე მეტად ქართული და მათემატიკა მოსწონს.

ჩართულია
გიორგი (17) და სულო (18)

გიორგისაც და სულოსაც ძალიან უყვართ ქართული ენა და ლიტერატურა. როგორც გიორგი ამბობს, ყველაზე ნაკლებად მათემატიკა მოწონს - ეს საგანი უჭირს. სულო აპირებს, ინტერნეტი და კომპიუტერი სწავლაში გამოიყენოს.