მოსწავლეები

ჩართულია
ნიკა (18)

ნიკას უნდა, არქეოლოგი გამოვიდეს და ძველი არტეფაქტები აღმოაჩინოს! აპირებს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბაროს. რა გასაკვირია, რომ სკოლაში ყველაზე დიდი სიამოვნებით ისტორიას სწავლობს, თუმცა სხვა საგნებსაც „პასუხისმგებლობით ეკიდება“.

ჩართულია
ეკა (18)

ეკას გადაწყვეტილი აქვს, რომ პოლიციელი გამოვიდეს! აპირებს, თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტში ჩააბაროს, რომ ამ სასწავლებლის გაცვლითი პროგრამებით ისარგებლოს. ძალიან ყვარს სამოქალაქო განათლება, ინგლისური და ბიოლოგია.

ჩართულია
ბექა (18)

ბექას უნდა, ჟურნალისტი გამოვიდეს! ძალიან უყვარს ფილმების ყურება და წიგნების კითხვა - როგორც ამბობს, ყოველთვის რაიმე ახალს იგებს. განსაკუთრებით სიამოვნებს ისტორიის სწავლა.

ჩართულია
ტატო (16)

ტატოს ძალიან უყვარს ხის ნაკეთობების შექმნა - როგორც გვითხრა, ამ დროს ძალიან მშვიდდება. აპირებს, მანქანათმშენებელი გამოვიდეს. უყვარს რუკასთან მუშაობა და ციფრები, ამიტომ ყველაზე დიდი სიამოვნებით მათემატიკასა და გეოგრაფიას სწავლობს.

ჩართულია
იზა (17)

იზას საყვარელი საქმიანობაა წიგნების კითხვა! სკოლაში განსაკუთრებით სპორტი და ისტორია უყვარს, ქიმია კი ნაკლებად იზიდავს - რთული ეჩვენება. ჯერ არ იცის, სად ჩააბარებს, თუმცა ფიქრობს, რომ ინტერნეტი ცოდნის დონის გაუმჯობესებაში დაეხმარება.

ჩართულია
ცისანა (17) და გუგა (16)

ცისანას ყველა სასკოლო საგანი უყვარს, განსაკუთრებით კი - ბიოლოგია. სამომავლოდ სურს, რომ ექთანი გახდეს. გუგა სპორტით არის დაკავებული და იმედი აქვს, რომ ჩემპიონობას მოიპოვებს მძლეოსნობაში.

ჩართულია
გურამი (15)

გურამს ძალიან უყვარს მათემატიკა და ქიმია! ჯერ არ იცის, სად ჩააბარებს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ინტერნეტი სწავლაში დაეხმარება. მისი ჰობია კალათბურთის თამაში.

ჩართულია
ტარიელი (17)

ტარიელს ყველაზე მეტად სპორტი იტაცებს. სკოლაში ყველა საგანი თანაბრად მოსწონს. ჯერ არ იცის, ჩააბარებს თუ არა უნივერსიტეტში, თუმცა ფიქრობს, რომ ინტერნეტს ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენებს.

ჩართულია
ირინე (16)

ირინე ორ სამომავლო პროფესიას შორის მერყეობს - ან მოცეკვავე გამოვა, ან ჟურნალისტი! სკოლაში ყველაზე დიდი სიამოვნებით ისტორიას სწავლობს - „ბევრ საინტერესო ინფორმაციას ვიღებ“. აპირებს, უნივერსიტეტში ჩააბაროს, თუმცა სასწავლებელი ჯერ არ აურჩევია.

ჩართულია
ცოტნე (18)

ცოტნეს ისტორია იტაცებს - აინტერესებს „წინაპართა ცხოვრება“. თავისუფალ დროს ფეხბურთის თამაში უყვარს: „ამაში საუკეთესო ვარ“, - გვეუბნება ის. ფიქრობს, რომ ინტერნეტს განათლების მისაღებად გამოიყენებს.

ჩართულია
ქეთევანი (17)

ქეთევანს გადაუწყვეტია, რომ ფილოლოგი გამოვიდეს! რა გასაკვირია, რომ წიგნების კითხვა მისი საყვარელი საქმიანობაა. სკოლაში ყველა საგანი მოსწონს - ფიქრობს, რომ ყველა მათგანი თავისებურად საინტერესოა.

ჩართულია
არჩილი (18)

არჩილს ძალიან უყვარს ვარჯიში - ფიქრობს, რომ ფორმაში ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. სკოლაში ყველაზე მეტად ინგლისურის სწავლა სიამოვნებს და ქართულისა და ისტორიის გაკვეთილებსაც სიხარულით ესწრება, მათემატიკა კი ერთულება.