მოსწავლეები

ჩართულია
ანუკი (15)

ანუკის პროფესიულ კოლეჯში ჩაბარება და შილაკის გაკეთების სრულყოფილად სწავლა სურს! თავისუფალ დროს მღერის და ხატავს, რადგან ფიქრობს, რომ ეს სახალისოა. ანუკის სჯერა, რომ ლეპტოპს მისი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია.

ჩართულია
ლინდა (16)

ლინდას ადვოკატობა სურს! სკოლაში ისტორია, ქართული და ინგლისური უყვარს, ხოლო მათემატიკას, ქიმიასა და ფიზიკას ვერ უღებს ალღოს. როგორც გვიყვება, კომპიუტერი ინგლისურის უკეთ სასწავლად და ინფორმაციის სწრაფად მოსაძიებლად სჭირდება.

ჩართულია
მამუკა (17)

“ლეპტოპს აუცილებლად გამოვყენებ სწავლისათვის იმედი მაქვს ბევრ საინტერესო რამეს გავიგებ” - გვიყვება მამუკა. გადაწყვეტილი აქვს ფსიქოლოგი გახდეს, თუმცა უნივერსიტეტი ჯერ არ შეურჩევია. თავისუფალ დროს საინტერესო ფილმების ყურებას უთმობს.

ჩართულია
ანანო (17)

ანანოს ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტზე სურს ჩაბარება! თავისუფალ დროს სულ წიგნებს კითხულობს. გასაკვირიც არ არის, რომ სკოლაში მისი საყვარელი საგანი ქართულია. კომპიუტერს განათლებისა და გართობისთვის გამოიყენებს.

ჩართულია
ივერი (15)

ივერის პროგრამისტობა გადაუწყვიტავს! სკოლაში მისი საყვარელი საგნები მათემატიკა, ინგლისური და ქართულია. თავისუფალ დროს წიგნის კითხვას უთმობს, რადგან ბევრი ცოდნის დაგროვება სურს. სჯერა, რომ ეს მიზნის მიღწევაში დაეხმარება! “ძალიან მიხარია კომპიუტერის მიღება, ახლა ინტერნეტიდანაც შევძლებ სწავლას” - გვიყვება ივერი.

ჩართულია
ლიკა (16)

ლიკას მიაჩნია, რომ კომპიუტერი ინტერნეტთან ერთად ყველაზე საჭირო ნივთია ჩვენს დროში. ფიქრობს, რომ ბევრ რამეში გამოადგება. მისი საყვარელი სასკოლო საგნები ქართული და სპორტია. თავისუფალ დროს სულ ფრენბურთს თამაშობს.

ჩართულია
ლაშა (18) და გიორგი (18)

ლაშა და გიორგი ტყუპები არიან. ლაშას საყვარელი საგანი მათემატიკაა, გიორგისთვის კი არ არსებობს სასკოლო საგანი, რომელიც არ მოსწონს. ორივე მათგანი აპირებს, რომ ლეპტოპი სწავლისა და ახალი ინფორმაციისთვის გამოიყენოს, ასევე ფილმების საყურებლად.

ჩართულია
სალომე (15)

სალომეს იურისტობა გადაუწყვიტავს! სკოლაშიც სამოქალაქო განათლების გაკვეთილებია მისი საყვარელი. სალომეს ჰობი ფოტოების გადაღებაა, რადგან ფიქრობს, რომ სამყაროს განსხვავებულად აღიქვამს და ფოტოები ამის ჩვენების საშუალებას აძლევს. “მინდა ვიყო სხვადასხვა პროექტებში და უამრავი რამე შევისწავლო თავად, შემდეგ კი ჩემს გარშემო მყოფებს გავუზიარო.” - გვიყვება სალომე და სჯერა, რომ ლეპტოპი საკუთარი მომავლის უკეთესობისკენ შეცვლაში დაეხმარება.

ჩართულია
მამუკა (17)

სკოლაში მამუკას ყველაზე მეტად სპორტის გაკვეთილები უყვარს. ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი რისი კეთება სურს მომავალში, თუმცა იმედი გვაქვს ლეპტოპი ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში და პოტენციალის რეალიზებაში დაეხმარება.

ჩართულია
ნია (16)

ნიას საოცნებო პროფესია მასწავლებლობაა! სკოლის საგნებიდან ისტორია და ქართული უყვარს, ფიზიკა კი არ მოსწონს. თავისუფალ დროს მისი გატაცება მუსიკების მოსმენაა.

ჩართულია
ნიკა (15)

ნიკას საყვარელი საგანი სკოლაში ქართულია, აი ფიზიკა კი დიდად არ მოსწონს, რადგან ვერ იგებს. ახალი კომპიუტერით საჭირო ინფორმაციის სწრაფად მოძებნას შეძლებს. ნიკას ჰობი ხატვაა.

ჩართულია
ეკა (16)

“ლეპტოპი დამეხმარება ეროვნული გამოცდებისთვის უკეთესად მომზადებასა და სწავლაᲨი.” - გვიყვება ეკა, რომელსაც ძალიან უნდა უნივერსიტეტში ჩაბარება. სკოლაში მისი საყვარელი საგნები ქართული და ისტორიაა.

9 10 11 12 13