ცირას უნდა, ბაღის მასწავლებელი გამოვიდეს! თავისუფალ დროს ძალიან უყვარს ხატვა, სკოლაში კი ყველა საგანს დიდი სიამოვნებით სწავლობს.
გიორგი აპირებს, ინჟინერი გახდეს. უყვარს ფილმების ყურება და წიგნების კითხვა. ჯერ არ გადაიწყვეტია სწავლას სად გააგრძელებს. სკოლაში მისი საყვარელი საგნები ბიოლოგია, ინგლისური, ქართული და ქიმიაა.
ლუკას სკოლაში ფიზიკის გაკვეთილზე ცდებს ხშირად ატარებენ, ამიტომ ფიზიკა მისი საყვარელი საგანია უნდა, რომ ინჟინერი გახდეს. ჯერ არ გადაუწვეტია რომელ უნივერსიტეტში ისწავლის. უყვარს სოციალურ ქსელებში სიახლეების გაგება.
მაიას საყვარელი საგნები სკოლაში ქართული, ისტორია და გეოგრაფიაა. უნდა, რომ იურისტი გახდეს. განსაკუთრებით უყვარს კულინარია - მისი ჰობი სხვადასხვა კერძების მომზადებაა.
ნინოს აზრით, ყველაზე საინტერესო სასკოლო საგნები ინგლისური, ქართული ენა, ბიოლოგია და ისტორიაა. სამომავლოდ ფილოლოგობას აპირებს და გეგმავს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბაროს. თავისუფალ დროს წიგნების კითხვა უყვარს.
გიორგის კომპიუტერი და ინტერნეტის სხვადასხვა მისთვის საინტერესო ინფორმაციის მოსაძიებლად სჭირდება. თავისუფალ დროს ფილმების ყურებით არის დაკავებული. სწავლის გაგრძელებას გეგმავს, თუმცა ჯერ არ გადაუწყვეტია, სად გააგრძელებს.
გიორგის სწავლის გაგრძელება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სურს და უნდა, რომ იურისტი გამოვიდეს. „ინტერნეტს გამოვიყენებ სასწავლო პროცესის გამარტივებისათვის, დამატებითი მასალების მოძიებისთვის და მეგობრებთან კომუნიკაციისთვის“. თავისუფალ დროს უყვარს ფეხბურთის თამაში.
დავითის საყვარელი საგანი სკოლაში ისტორიაა, თუმცა მომავალში სურს, რომ პროგრამისტი გამოვიდეს. „ინტერნეტს გამოვიყენებდი სხვადასხვა სიახლეების თვალის სადევნებლად“. თავისუფალ დროს უყვარს ფეხბურთის თამაში.
ირმას საყვარელი საგანი სკოლაში ისტორიაა. ჯერ რა პროფესიას აირჩევს არ აქვს მოფიქრებული, თუმცა ფიქრობს, რომ ინტერნეტს უკეთესი პრეზენტაციების გასაკეთებლად გამოიყენებს. თავისუფალ დროს უყვარს დიასახლისობა.
ავთანდილის საყვარელი საგნები სკოლაში ისტორია და გეოგრაფიაა. ინტერნეტს ძირითადად სასკოლო დავალებების შესასრულებლად გამოიყენებს. თავისუფალ დროს უყვარს ფილმების ყურება. რაც შეეხება თინათინს, მისი საყვარელი საგნები სკოლაში ინგლისური და რუსულია, ხოლო თავისუფალ დროს ძირითადად მუსიკის მოსმენითაა დაკავებული.
იოსების საყვარელი საგნები სკოლაში გეოგრაფია და ისტორიაა. მომავალში სურს, რომ წარმატებული ჟურნალისტი გამოვიდეს. თავისუფალ დროს უყვარს ჭადრაკის თამაში, გიტარაზე და ფანდურზე დაკვრა. რაც შეეხება ბარბარას, ის ფოტოგრაფიით არის დაინტერესებული. „ინტერნეტს ძირითადად გამოვიყენებ საგამოცდო მასალის მოსაძიებლად და არაფორმალური განათლების მისაღებად“.
თამარს უნდა, სტილისტი გამოვიდეს! ყველაზე მეტად წიგნების კითხვა უყვარს, სკოლაში კი ყველაზე დიდი მონდომებით ქართულს, ბიოლოგიას, გეოგრაფიასა და ინგლისურს სწავლობს.