მარიამს ძალიან უყვარს ისტორიული ფილმების ყურება და წიგნების კითხვა. სკოლაში განსაკუთრებული ინტერესით სამოქალაქო განათლებას სწავლობს, რუსული ენის სწავლა კი ერთულება.
ელენეს ხატვა გამოსდის და ფიქრობს, ხელოვნების რომელიმე დარგს გაჰყვეს. ინტერნეტსაც ფერწერის გაკვეთილების სანახავად გამოიყენებს. ყველაზე დიდი სიამოვნებით სკოლაში ფიზიკასა და ბიოლოგიას სწავლობს.
როცა ეკას მის საყვარელ საგნებზე ვკითხეთ, ასე გვიპასუხა: „ისტორია - თამაში,რომელსაც სამყარო დაუსრულებლად დამაშობს. ქართული - (მშობლიური) ენა,რომლის გარეშეც წარმოუდგენელია პიროვნება,ხოლო მათემატიკა - მეცნიერება,რომლის გარშემოც მუდმივად ვტრიალებთ.“ ინტერნეტს თვითგანვითარებისთვის გამოიყენებს. უყვარს წიგნების კითხვა და ფილმების ყურება. „ორივე შემთხვევაში ხელს ვუწყობ ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებას და ვიზიარებ პერსონაჟების გამოცდილებებს.“
ბექას საოჯახო საქმეების კეთება სიამოვნებს. სკოლაში განსაკუთრებული მონდომებით ქართულს, ბიოლოგიასა და გეოგრაფიას სწავლობს. აპირებს, უნივერსიტეტში ჩააბაროს, თუმცა ჯერ არ გადაუწყვეტია, სად.
ნინოს ძალიან უყვარს ფილმების ყურება. სკოლაში ყველაზე მეტად ისტორია და ხელოვნება მოსწონს. უნივერსიტეტში ჩაბარებასაც აპირებს, თუმცა ჯერ არ იცის, სად. ინტერნეტს ონლაინ გაკვეთილებისთვის გამოიყენებს.
„მიყვარს სამართლიანობა, აქედან გამომდინარე მინდა, ჩავაბარო სამართლის ფაკულტეტზე,“ - გვიყვება ნათია. „მიყვარს წიგნების კითხვა, რადგან ვიღებ ბევრ ინფორმაციას სხვადასხვა საკითხებზე და გამოცდილებას თეორიულ დონეზე.“ ინტერნეტსაც ონლაინ სწავლისთვის და ახალი ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენებს.
თორნიკე სამომავლო პროფესიად ორ ვერსიას განიხილავს: ტურისტული გიდი ან ისტორიის მასწავლებელი! აპირებს, ინტერნეტიც ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებლად დაიხმაროს და ილიას უნივერსიტეტში ჩააბაროს. „წიგნის კითხვა განსხვავებულ სიამოვნებას მანიჭებს, ხოლო ფეხბურთის ნიჭი და მონაცემები ბავშვობიდანვე მქონდა, რის გამოც მუდმივად მათამაშებდნენ უფროსებთან, რამაც შემაყვარა ფეხბურთი.“
„მინდა, რომ მივაღწიო წარმატებებს და ვიყო ისეთი ადამიანი, როგორიც მე მინდა,“ - გვეუბნება ლალი. მას იურისტობა გადაუწყვეტია და ილიას უნივერსიტეტში აპირებს ჩაბარებას. უყვარს წიგნების კითხვა, მუსიკის მოსმენა და სამზარეულოში ტრიალი.
გიორგის თავისუფალ დროს განსაკუთრებით უყვარს ფეხბურთის თამაში. ჯერ არ იცის, სად ჩააბარებს, თუმცა სკოლაში ყველაზე მეტად ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილები მოსწონს.
მაკას გადაწყვეტილი აქვს, მასწავლებელი გამოვიდეს! უყვარს წიგნების კითხვა. ჯერ არ იცის, სად ჩააბარებს, თუმცა სკოლაში განსაკუთრებით მოსწონს ისტორია და ქართული.
მარიამს უნდა, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გამოვიდეს! განსაკუთრებით უყვარს ჰუმანიტარული მეცნიერებები და გადაწყვეტილი აქვს, ილიას უნივერსიტეტში ჩააბაროს - მოსწონს აქაური სწავლების ტიპი. „მინდა, რომ ამ კომპიუტერის მეშვეობით გავიღრმავო ცოდნა, რათა უკეთ ჩავაბარო ეროვნული გამოცდები.“
მარიამი თავისუფალ დროს თავს ლიტერატურით ირთობს. აპირებს, უნივერსიტეტში ჩააბაროს. ჯერ არ იცის, სად, თუმცა სკოლაში განსაკუთრებით ქართული და მათემატიკა მოსწონს. შენგელიც უნივერსიტეტში ჩაბარებას აპირებს, თუმცა სპეციალობა ჯერ არ აურჩევია. თავისუფალ დროს ყველაზე მეტად მეგობრებთან ერთად თევზაობა უყვარს.