ნინოს განსაკუთრებით უყვარს უცხო ენების სწავლა და ლიტერატურის კითხვა. ჯერ არ იცის, სად ჩააბარებს, თუმცა ფიქრობს, რომ ინტერნეტს სასკოლო დავალებების შესასრულებლად გამოიყენებს.
ლაშა სპორტითაა გატაცებული, განსაკუთრებით კი ფეხბურთის თამაში უყვარს. სკოლაში, სპორტის გარდა, სამოქალაქო განათლება და ისტორია მოსწონს, რუსულის გაკვეთილები კი ყველაზე ნაკლებად უყვარს - ეს ენა ერთულება.
დავითი აპირებს, პროგრამისტი გამოვიდეს! „კომპიუტერი რომ მქონდეს, ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა სახლში მემუშავა ამ მიმართულებით. ასევე გამოვიყენებდი ონლაინ გაკვეთილებზე დასასწრებად.“ ეროვნული გამოცდებისთვის დამოუკიდებლად ემზადება. უყვარს კითხვა და მეგობრებთან დროის გატარება.
ნელი ცეკვითაა გატაცებული. აპირებს, ინტერნეტისა და ახალი კომპიუტერის დახმარებით უცხო ენები შეისწავლოს. სკოლაში განსაკუთრებული მონდომებით ქართულსა და ისტორიას სწავლობს.
ლიკას ხატვა უყვარს, რადგან ეს საქმიანობა ამშვიდებს და კარგ ხასიათზე აყენებს. ჯერ არ იცის, სად ჩააბარებს, თუმცა სკოლაში ყველაზე მეტად ქართული, ისტორია და ინგლისური მოსწონს.
ლევანს უყვარს წიგნების კითხვა. როგორც ამბობს, უნდა, რომ „სამშობლოს ემსახუროს“. სკოლაში განსაკუთრებული მონდომებით რუსულსა და ქართულს სწავლობს, ინგლისური კი არ უყვარს.
ლაშა აპირებს, რომ სტომატოლოგი გამოვიდეს! რა გასაკვირია, რომ სკოლაში მის საყვარელ საგნებს შორის ქიმია და ბიოლოგიაა. მისი ჰობია კალათბურთის თამაში. აპირებს, უნივერსიტეტშიც ჩააბაროს, თუმცა ჯერ არ იცის, სად.
ხატის უყვარს ბიოლოგია, ქართული და გეოგრაფია. უყვარს მეცადინეობა და ამბობს, რომ ინტერნეტს მისთვის საინტერესო ინფორმაციის მოძიებაში გამოიყენებს.
გიორგის სპორტი და ვარჯიში უყვარს. ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, ჩააბარებს თუ არა უნივერსიტეტში. ფიქრობს, ინტერნეტს სასკოლო დავალებების შესასრულებლად გამოიყებნებს.
ნინი სწავლის გაგრძელებას თბილისში აპირებს. „მიყვარს ღია მსჯელობა და დებატები, ამიტომ მომწონს ისტორია და სამოქალაქო განათლება. კიდევ მიყვარს კლასიკური ლიტერატურის კითხვა, წერა, ფილმების ყურება“. ინტერნეტს ონლაინ გაკვეთილებზე დასასწრებად, დავალებების შესასრულებლად, მასწავლებლებთან და მეგობრებთან საკონტაქტოდ და ონლაინ წიგნების წასაკითხად გამოიყენებს.
ქრისტინას საყვარელი საგანი სკოლაში ისტორიაა. უყვარს შემეცნებითი ვიდეოების ყურება და ფიქრობს, ინტერნეტს მეტი ინფორმაციის მისაღებად გამოიყენებს.
გვანცა მომავალი ადვოკატია. სკოლაში ყველაზე მეტად აინტერესებს ინგლისური და ისტორია. ისტორია და ინგლისური,რადგანაც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. თავისუფალ დროს კითხულობს და ფილმებს უყურებს. სწავლის გაგრძელებას თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში აპირებს.