მოსწავლეები

ჩართულია
მანანა (17)

„ყველაზე მეტად მიყვარს ინგლისური, მათემათიკა, ქართული. მინდა ეკონომისტი გამოვიდე. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვაპირებ ჩაბარებას, რადგან სახლთან უფრო ახლოსაა და უნივერსიტეტში სიარული არ გამიჭირდება“ - ამბობს მანანა. უყვარს ხატვა და მეგობრებთან ერთად დროის გატარება.

ჩართულია
ლია (16)

„არდადეგებზე სასტუმრო-რესტორანში მზარეულის დამხმარედ ვმმუშაობდი, რის შემდეგაც დავინტერესდი კულინარიით“ - გვიყვება ლია. აპირებს, კოლეჯში ჩააბაროს და კულინარი გახდეს. სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლა უადვილდება, უყვარს მხატვრული ლიტერატურის კითხვა და არ უყვარს მათემატიკა.

ჩართულია
გიორგი (17)

გიორგის ვარჯიში უყვარს. მომავალი პროფესია ჯერ არ აქვს არჩეული, თუმცა ახლა ყველაზე მეტად ისტორიის გაკვეთლები იტაცებს. სკოლაში ხშირად პრეზენტაციების გაკეთებას ავალებენ და ფიქრობს, ინტერნეტსა და კომპიუტერს სწორედ ასეთი დავალებების შესასულებლად დაიხმარს.

ჩართულია
თეონა (17)

თეონას საყვარელი გასართობი წიგნის კითხვა და ხატვაა - როგორც ამბობს, განტვირთვაში ეხმარება. უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება სურს, თუმცა ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი უშუალოდ რას ისწავლის.

ჩართულია
სალომე (18) და დავითი (17)

“მიყვარს ფოტოების გადაღება, ასე ბევრ რამეს ვაკვირდები ”- გვიყვება სალომე. ფიქრობს, ინტერნეტი ინფორმაციის მოძიებაში დაეხმარება. დავითს კი ძალიან უყვარს კომპიუტერული თამაშები.

ჩართულია
ნაზი (16)

ნაზის სურს მოსამართლე გამოვიდეს! ინტერნეტს ონლაინ გაკვეთილებისთვის და ონლაინ წიგნების წასაკითხად იყენებს, ფიქრობს, რომ კითხვა ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება.

ჩართულია
გიგი (16)

გიგის სურს, ჩააბაროს უნივერსიტეტში და ბიზნესმენი გახდეს! ამბობს, რომ ინტერნეტს ონლაინ გაკვეთილებისთვის და ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენებს. თავისუფალ დროს კალათბურთის თამაში უყვარს.

ჩართულია
ლევანი (15)

ლევანის საყვარელი საქმიანობა ავტომანქანების შეკეთებაა. ფიქრობს, რომ ინტერნეტს ონლაინ გაკვეთილებისთვის გამოიყენებს. გადაწყვეტილი აქვს, რომ ჩააბაროს უნივერსიტეტშიც, თუმცა ჯერ არ გადაუწყვეტია სად.

ჩართულია
თემური (16)

თემური ამბობს, რომ ინტერნეტს ონლაინ სწავლებისთვის გამოიყენებს. თავისუფალ დროს მეგობრებთან ურთიერთობა და ფილმების ყურება მოსწონს. “მიყვარს ქართული ენა და ლიტერატურა იმიტომ, რომ მაცნობს ცხოვრებას, ადამიანთა ხასიათებს. ასევე, მიყვარს ისტორია - მინდა ვიცოდე ჩემი ქვეყნის წარსული”- გვიყვება თემური.

ჩართულია
ნანა (17)

ნანას ფოტოების გადაღება უყვარს. სასკოლო საგნებს შორის ყველაზე დიდი ინტერესით ქართულს სწავლობს. ამბობს, იმიტომ უყვარს, რომ სხვა ენებისგან ანბანით და გრამატიკით გამოირჩევა.

ჩართულია
თამარი (17)

თამარს უნდა, რომ წარმატებული იყოს. უყვარს წიგნების კითხვა. სასკოლო საგნებს შორის ქართული ყველაზე მეტად მოსწონს, ფიზიკა კი ეძნელება. ფიქრობს, ინტერნეტს ისეთი ინფორმაციის მისაღებად გამოიყენებს, რასაც სასკოლო წიგნებიდან ვერ იღებს.

ჩართულია
გურამ (15)

„ჩემი ოჯახი მიწათმოქმედებას მისდევს, სიამოვნებით ვეხმარები მათ. მიყვარს შრომა და მიყვარს ცხოველები“ - გვიყვება გურამი. თუ დამამთავრებელ კლასში მომზადების საშუალება ექნება, უნივერსიტეტშიც აპირებს ჩაბარებას. უნდა, რომ იურისტი გახდეს. ინტერნეტს, მეცადინეობის გარდა, ფილმების საყურებლად და მეგობრებთან ურთიერთობისთვის გამოიყენებს.