მოსწავლეები

ჩართულია
დიმიტრი (17)

დიმიტრის უნდა, რომ მეღვინე გახდეს. ანგარიში უყვარს, ამიტომაც მისი საყვარელი საგანი სკოლაში მათემატიკაა. „თუ საშუალება მექნება, რომ მოვემზადო იმ საგნებში, რომელიც ბარდება ეროვნულ გამოცდებზე, უნივერსიტეტშიც ჩავაბარებ“ - ამბობს დიმიტრი. ფიქრობს, რომ პანდემიის პერიოდში ონლაინ გაკვეთილებზე დასასწრებად ინტერნეტი და კომპიუტერი ძალაინ დაეხმარება.

ჩართულია
ზურაბი (17)

ზურაბს პოლიციელობა სურს. ინტერნეტს სწავლისთვის გამოიყენებს, თავისუფალ დროს კი ოჯახს სოფლის მეურნეობაში ეხმარება და ძალიანაც მოსწონს ეს პროცესი.

ჩართულია
დიმიტრი (15)

დიმიტრის თითქმის ყველა სასკოლო საგანი მოსწონს. უყვარს ფილმების ყურება და მეგობრებთან ერთად ყოფნა. ფიქრობს, ინტერნეტს სწორედ მეგობრებთან ურთიერთობისთვის გამოიყენებს.

ჩართულია
მარიამი (16)

მარიამი თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარებას აპირებს. „მიყვარს წიგნების კითხვა, რადგან წიგნებიდან ვიღებ ბევრ ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო ინფორმაციას“ - გვიყვება მარიამი.

ჩართულია
ლუკა (16)

ლუკა ფიქრობს, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი სასკოლო დავალებების შესასრულებლად ძალიან დაეხმარება. ჯერ მოფიქრებული არ აქვს სამომავლოდ სად გააგრძელებს სწავლას. სასკოლო საგნები კი ყველა ერთნაირად მოსწონს.

ჩართულია
თამუნა (17)

თამუნას უნდა, რომ ადვოკატი გახდეს. იკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში აპირებს სწავლის გაგრძელებას. „ყველაზე მეტად მიყვარს ქართული, იმიტომ რომ მშობლიური ენაა და ასევე, ძალიან მიყვარს ისტორია, რომლის საშუალებითაც შეგიძლია, გაიგო უფრო მეტი არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის, არამედ მსოფლიოს ისტორიის შესახებ“ - გვიყვება თამუნა. „ინტერნეტს გამოვიყენებ ჩემთვის საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და სწავლაში. ასევე, დღევანდელი სიტუაციის (პანდემიის) გათვალისწინებით შევძლებ ონლაინ გაკვეთილებზე დასწრებას!“

ჩართულია
თემური (18)

თემურის ცხოვრებაში სპორტს დიდი ადგილი უკავია - მორაგბეა. ფიქრობს, ინტერნეტში მისთვის საინტერესო ინფორმაციას მოიძიებს და ცოდნას ასე გაიღრნავებს. სკოლაში მისი საყვარელი საგნები ქართული და ინგლისურია, რადგან სხვა ენებისგან განსხვავებით ინგლისურს მარტივად ითვისებს.

ჩართულია
ჯაბა (16) და გაგა (17)

ჯაბას საყვარელი საგნები სკოლაში ისტორია, ქიმია და ფიზიკაა. უყვარს სწავლა და ფიქრობს ინტერნეტს სწორედ მეცადინეობაში დაიხმარს. გაგას ყველაზე მეტად ქიმია და ისტორია მოსწონს და ფიქრობს, რომ ინტერნეტს სწავლაში გამოიყენებს.

ჩართულია
მარიამი (16)

მარიამის საყვარელი საქმიანობა თავისუფალ დროს, საოჯახო საქმეების გაკეთებაა. როგორც ამბობს ძალიან უყვარს ნამცხვრების ცხობა. სკოლის საგნებიდან კი უყვარს ქართული და ისტორია. ხოლო არ უყვარს მათემატიკა.

ჩართულია
გიორგი (17)

გიორგის ძალიან აინტერესებს კოსმოსი და როგორც ამბობს, ინტერნეტს სწორედ მის შესახებ ინფორმაციის მოძიებაში დაიხმარს. თავისუფალ დროს ყველაზე მეტად თევზაობა უყვარს, სკოლის საგნებიდან კი სპორტი.

ჩართულია
გიული (18)

გიულის სურს დიზაინერი გახდეს. ყველაზე მეტად წიგნის კითხვა უყვარს, რადგან ეს პროცესი სიამოვნებას ანიჭებს. სკოლის საგნებიდან ყველაზე მეტად ისტორია და ინგლისური იტაცებს.

ჩართულია
სერგეი (15)

სერგეის სურს პროგრამისტი გახდეს და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, ამ განხრით ისწავლოს უნივერსიტეტში. ამბობს, რომ ინტერნეტსაც კომპიუტერული პროგრამირების შესასწავლად გამოიყენებს. ”სკოლაში არ არის ისეთი საგანი, რომელიც არ მიყვარდეს” - გვიყვება სერგეი. თუმცა, ყველაზე მეტად მაინც სპორტი მოსწონს - მიიჩნევს, რომ ის ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.