მოსწავლეები

ჩართულია
ლენა (16)

ლენა თვლის, რომ ძალიან აქტიური და მიზანდასახულია. ძალიან უყვარს კულინარია და სურს პროფესიულ დონეზე დაეუფლოს კიდევაც! თავისუფალ დროს წიგნის კითხვა, მუსიკის მოსმენა და ფილმების ყურება უყვარს. სკოლის საგნებიდან კი ყველაზე მეტად ქართული გეოგრაფია და მატემატიკა იტაცებს.

ჩართულია
დიანა (18) და ნათია (16)

დიანა აბიტურიენტია, სწავლის გაგრძელებას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აპირებს, მაგრამ რას ისწავლის ჯერ არ გადაუწყვეტია. ნათიას კი ყველაზე მეტად წიგნის კითხვა და ხატვა უყვარს. “ვარ მიზანდასახული და მინდა დავეუფლო ისეთ პროფესიას, რომელიც მომავალში მეც გამომადგება და ჩემს სახელმწიფოსაც” - გვიყვება ნათია. ამბობს, რომ ინტერნეტს ინფორმაციის მოძიებისთვის და კომუნიკაციისთვის გამოიყენებს.

ჩართულია
მინდია (17)

მინდია მეზღვაურობაზე ოცნებობს და ბათუმის საზღვაო უნივერსიტეტშიც აპირებს ჩაბარებას. „მიყვარს ზღვა და ზოგადად მომწონს ეს პროფესია. ვარ ძალიან აქტიური ადამიანი, მიზანდასახული და მჭირდებახელშეწყობა სწავლის მხრივ, რომ მქონდეს თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომა.“

ჩართულია
ნათია (17)

ნათიას სტომატოლოგობა გადაუწყვეტია! „მიყვარს წიგნების და საინტერესო სტატიების კითხვა, იმიტომ რომ ვიღებ ბევრ კარგ და საინტერესო ინფორმაციას, რაც მნიშვნელოვანია ჩემი სამეტყველო ლექსიკისთვის. გარემოებიდან და ოჯახური პირობებიდან გამომდინარე ვცდილობ ვისწავლო კარგად და მივაღწიო დასახულ მიზანს.“

ჩართულია
ლიდა (17) და ანჟელა (16)

ლინდას მეზღვაურობა აქვს გადაწყვეტილი! და ამისთვის ბათუმის საზღვაო აკადემიაში აპირებს ჩაბარებას. „ვარ აქტიური, მიზანდასახული და ძალიან მინდა ინგლისურის სწავლა და შეძლებისდაგვარად ვმეცადინეობ ჩემით.“ ანჟელას ფოტოგრაფობა სურს და ძალიან უყვარს კითხვა: „ფოტოების გადაღების დროს ვიღებ სულიერ სიმშვიდეს, წიგნის კითხვის დროს კი ვიღებ ბევრ საინტერესო და საჭირო ინფორმაციას".

ჩართულია
მინდია (16)

მინდიას ძალიან უყვარს ჯგუფური სამუშაოები, თუმცა, ასევე, ერთი სული აქვს, როდის დაიწყებს ონლაინგაკვეთილებით დამოუკიდებლად სწავლას. ძალიან უყვარს სპორტი - ფიზიკური აქტივობების დროს ყველაზე მეტად ერთობა.

ჩართულია
ქეთი (17) და ნათია (16)

„მიყვარს ბევრისთვის უცნობი, უმნიშვნელო, მაგრამ საინტერესო ფატების გაცნობა“ - ამბობს ქეთი. უნივერსიტეტში აუცილებლად ჩააბარებს, თუმცა ჯერ არ იცის, სად, თუმცა ენებისადმი განსაკუთრებული მიდრეკილება აქვს. „მიყვარს ცხარე დებატებში ჩართვა და ჩემი პოზიციის მყარად დაცვა," - ამბობს ნათია, მომავალი ფსიქოლოგი. უყვარს კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა და დოკუმენტური ფილმები. აპირებს, თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩააბაროს.

ჩართულია
მადონა (16)

როგორც მადონა ამბობს, ის ძალიან „მონდომებული და მიზანდასახულია“. აპირებს, პედაგოგი ან ფსიქოლოგი გამოვიდეს და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბაროს. უყვარს ელექტრონულად წიგნების კითხვა. სკოლაში განსაკუთრებული მონდომებით ქართულსა და ბიოლოგიას სწავლობს.

ჩართულია
გოგიტა (17)

გოგიტას ახალი კომპიუტერული პროგრამების დაუფლება უყვარს. აპირებს, ხელოსანი გამოვიდეს. სკოლაში განსაკუთრებით ბიოლოგია მოსწონს, რადგან ეს საგანი უადვილდება. მათემატიკას გულს ვერ უდებს - ამ საგნის დაძლევა უფრო უჭირს.

ჩართულია
მანუჩარი (17)

მანუჩარს ისტორიკოსობა აქვს გადაწყვეტილი! აპირებს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბაროს, რადგან აქ ისტორიის ფაკულტეტს პრიორიტეტი აქვს მინიჭებული. ფიქრობს, რომ ინტერნეტი ახალი, საინტერესო ინფორმაციის მოძიებაში დაეხმარება.

ჩართულია
ირინა (17) და მაია (19)

ირინას უნდა, სამართალმცოდნე გამოვიდეს! სკოლაში განსაკუთრებით ქართულისა და ისტორიის სწავლა უადვილდება. მაიას სამზარეულოში ფუსფუსი უყვარს და შეფმზარეულობა გადაწყვიტა. უყვრას ისტორიული ფაქტების მოძიება და პოეზიის კითხვა, ამიტომ სკოლაში ისიც ისტორიითა და ქართულითაა გატაცებული.

ჩართულია
თამთა (15) და თეონა (17)

თამთა აპირებს, შეფმზარეული გამოვიდეს! საჭმელების კეთება ძალიან უყვარს. მომავალ სასწავლებლად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აირჩია. თეონას უყვარს კითხვა. სკოლაში განსაკუთრებით ქართული და ბიოლოგია მოსწონს, რადგან ეს საგნები განსაკუთრებით კარგად გამოსდის.