გელას სასკოლო საგნებს შორის ყველაზე მეტად ქართული და სპორტი მოსწონს. „მიყვარს ლექსების კითხვა, სპორტული თამაშები და ზოგადად შრომა. ინტერნეტს ინფორმაციის მოსაძიებლად გამოვიყენებ.“
ხატიას უნდა, რომ ისტორიის პედაგოგი. უყვარს კითხვა, მუსიკის მოსმენა, ფილმების ყურება. ამბობს, რომ საყვარელ ადამიანებთან დროის გატარება ამშვიდებს და კარგ განწყობაზე მაყენებს. სკოლაში მისი საყვარელი საგნები ისტორია, გეოგრაფია, ქართული და ინგლისურია.
აჩიკო აპირებს, რომ ინჟინერი გახდეს. მისი საყვარელი საგნები სკოლაში მათემატიკა, გეოგრაფია, ისტორია, სპორტი, სამოქალაქო განათლება და ფიზიკაა. უტვარს კითხვა და ხაზვა.
სულხანი ამბობს, რომ არ არსებობს სასკოლო საგანი, რომელიც არ უყვარს და ყველა საგანს პასუხისმგებლობით ეკიდება. კითხვას დიდ დროს უთმობს, რადგან კითხვა ახალი ინფორმაციის მიღებაში და ლექსიკის გამდიდრებაში ეხმარება - „ყოველი წაკითხული წიგნის შემდეგ სხვანაირად ვუყურებ სამყაროს.“
სოფოს უნდა, რომ ფიზიკის მასწავლებელი გახდეს. „მათემატიკა და ფიზიკა ყველაზე მეტად მიყვარს, რადგან პრაქტიკული გამოყენების საგანებია. სიზუსტე კი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აბიტურიენტი ვარ და ჩემი მომავალი წარმატებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ კომპიუტერისა და ინტერნეტის გამოყენება სახლში შემეძლოს. ძალიან მიყვარს ხატვა - საოცრად მამშვიდებს.“ მომავალში ფიქრობს, კომპიუტერული ინჟინერიაც შეისწავლოს.
ირინა აპირებს, რომ უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობები ისწავლოს. უყვარს კითხვა და ახალი ამბების გაგება. სკოლაში მისი საყვარელი საგნები ქართული და ისტორია; არ უყვარს ქიმია, რადგან ერთულება.
ზინას საყვარელი საგნები სკოლაში ქართული და სამოქალაქო განათლებაა. ქიმიის სწავლა უჭირს, მაგრამ არ ნებდება. ფიქრობს, ინტერნეტი და ლეპტოპი მეტ სასკოლო პროექტში მონაწილების მისაღებად დაეხმარება.
მარეხი ვფიქრობს, რომ ლოგიკური აზროვნების განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საგნები სკოლაში მათემატიკა და ფიზიკაა, ამიტომაც განსაკუთრებულად უყვარს. უნდა, რომ არქიტექტორი გახდეს. წელს აბიტურიენტია, ამიტომ ინტერნეტთან წვდომა მისთვის მნიშვნელოვანია. „ყველაზე მეტად მიყვარს, როდესაც ვხატავ და ვკითხულობ. ხატვა მიყვარს, რადგან ხატვის პროცესში თავს ბედნიერად ვგრძნობ, ამ დროს ჩემი შინაგანი სამყარო იღვიძებს და ფურცელზე გადმოდის. მხატვრული ლიტერატურის კითხვა მიყვარს, რადგან ყოველთვის რაღაც ახალს ვითვისებ თითეული წიგნიდან. ეს სიახლეები კი თვითგანვითარებში ყველაზე მეტად მეხმარება.“
ირაკლი ფიქრობს, ინტერნეტს სასკოლო ტესტებისთვის მოსამზადებლად და მისთვის საინტერესო ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენებს. „მიყვარს სადურგლო საქმიანობა“ - გვიყვება ირაკლი; „სკოლაში ვცდილობ, თავისუფალ დროს ინტერნეტში მოვიძიო რაიმე საინტერესო ინფორმაცია, რომ უკეთ შევისწავლო ეს საქმიანობა. ვარ კომუნიკაბელური, მიყვარს ახალი მეგობრების შეძენა. მყავს ორი და, რომელიც ძალიან მიყვარს და ვცდილობ მათ კარგი ძმობა გავუწიო.“
ბექა ფიქრობს, ინტერნეტი და კომპიუტერი მეცადინეობაში ძალიან დაეხმარება. უყვარს მეგობრებთან ურთიერთობა და მათთან სხვადასხვა თემის გარჩევა. ქეთი კი გვიყვება, რომ წიგნების კითხვა მოსწორნს, განსაკუთრებით კი “ვეფხისტყაოსნის”.
ესმას პოლიციელობა უნდა. თვლის, რომ მეგობრული და კომუნიკაბელურია. ფიქრობს, კომპიუტერსა და ინტერნეტს სწავლისთვის გამოიყენებს. რახან სოფელში ცხოვრობს, უყვარს მიწასთან მუშაობა, მშობლების დახმარება. სკოლაში მისი საყვარელი საგანი მათემატიკაა.
ლიზას ძალიან უყვარს „წიგნის კითხვა და ცეკვა, იმიტომ, რომ წიგნებით ვეცნობით სამყაროს, ცეკვა ჩემი ჰობია, განსაკუთრებით ქართული ხალხური ცეკვები, იმიტომ რომ ქართველი ხალხის კულტურის და ყოფა-ცხოვრების გამოხატულებაა." აპირებს, გამოვიდეს ფსიქოლოგი.