მოსწავლეები

ჩართულია
დათო (15) და ნატო (14)

დათო აპირებს, არქიტექტორი გამოვიდეს! ძალიან უყვარს ხატვა. ხშირად უყურებს ონლაინ გაკვეთილებს. ნატოს ფსიქოლოგობა აქვს გადაწყვეტილი. ძალიან უყვარს წიგნების კითხვა.

ჩართულია
ვეფხია (16)

ვეფხია ამბობს, რომ სურს „კომპიუტერული პროგრამების, გვერდის, ბლოგის შექმნა, საოჯახო საქმეებში დახმარებაც, რადგან მინდა, რომ დამოუკიდებელი და წარმატებული ვიყო." აპირებს, უნივერსიტეტშიც ჩააბაროს. ძალიან უყვარს გეოგრაფია და რუკები. ფიქრობს, რომ კომპიუტერის გამოყენება ყველაფერში შეიძლება.

ჩართულია
თალიფ (16) და საიდა (18)

საიდას სურს, დაწყებითი კლასების მასწავლებელი გამოვიდეს და აპირებს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბაროს. ინტერნეტს ონლაინგაკვეთილებისთვის გამოიყენებს. ძალიან უყვარს ლიტერატურაც. თალიფს ძალიან უყვარს ფილმების ყურება. როგორც ამბობს, სკოლაში ადვილად ითვისებს ბიოლოგიასა და ქიმიას.

ჩართულია
ანნა (17)

ანნას უნდა, სამართალმცოდნე გამოვიდეს და ამისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც აპირებს ჩაბარებას! ძალიან უყვარს ფილმების ყურება, ლიტერატურის კითხვა და ტანვარჯიში. სკოლაში მონდომებით სწავლობს მათემატიკას, ისტორიას, ინგლისურსა და ქართულს - ამბობს, რომ სწორედ ეს საგნები სჭირდება ყველაზე მეტად.

ჩართულია
გიორგი (18)

გიორგი აპირებს, შეფ-მზარეული გამოვიდეს! ძალიან უყვარს ფილმების ყურება და ახალ კომპიუტერსა და ინტერნეტსაც ამისთვის აქტიურად გამოიყენებს. სკოლაში განსაკუთრებით საინტერესო ეჩვენება გეოგრაფია და სპორტი.

ჩართულია
მალხაზი (17)

მალხაზს უნდა, ხელოსანი გამოვიდეს! აპირებს, ინტერნეტი ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენოს.

ჩართულია
მარიკა (18)

მარიკას განსაკუთრებით უყვარს საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილეობა! სკოლაში განსაკუთრებული ინტერესით ქართულსა და ისტორიას სწავლობს. აპირებთ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში ჩააბაროს და მენეჯერი გამოვიდეს.

ჩართულია
გიორგი (18)

გიორგის უნდა, პროგრამისტი გამოვიდეს! გატაცებულია მათემატიკითა და ქართულით. აპირებს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში ჩააბაროს. აპირებს, კომპიუტერი ინფორმაციის მოსაძიებლად და ფილმების სანახავად გამოიყენოს.

ჩართულია
ანუკი (17)

ანუკის გადაწყვეტილი აქვს, ჟურნალისტი გამოვიდეს! გატაცებულია კულინარიით. ფიქრობს, რომ ინტერნეტს აქტიურად გამოიყენებს გაკვეთილების მოსასმენად და ფილმების სანახავად. სკოლაში განსაკუთრებით უყვარს ქართული ენა და საბუნებისმეტყველო საგნები.

ჩართულია
ლევან (16)

ლევანს ძალიან უყვარს ფეხბურთის თამაში. ყველაზე დიდი მონდომებით სკოლაში ქართულ ენას სწავლობს. გადაწყვეტილი აქვს, უნივერსიტეტში ჩააბაროს, თუმცა მიმართულება ჯერ არ აურჩევია.

ჩართულია
ქეთევან (16) და მარიამ (15)

ქეთევანი ბავშვობიდან დაწყებითი სკოლის მასწავლებლობაზე ოცნებობს! უყვარს მათემატიკა, რადგან ფიქრობს, რომ ეს დისციპლინა ყოველთვის და ყველაფერში გვჭირდება. თავისუფალ დროს თავს ხატვითა და კითხვით ირთობს. მარიამს ყველაზე მეტად სამეცნიერო ვიდეოების ყურება, მუსიკის მოსმენა და სამზარეულოში ფუსფუსი მოსწონს.

ჩართულია
ქეთევან (18)

ქეთევანი აბიტურიენტია და აპირებს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბაროს - როგოორც ამბობს, მისთვის ახლა კომპიუტერი და ინტერნეტი მისწრებაა, რადგან ონლაინ ტესტების შესრულებას შეძლებს. უყვარს მეგობრებთან დროის გატარება: როგორც ამბობს, მათგან ბევრ დადებით ემოციას იღებს. ქეთევანს ბევრი ინტერესი და გატაცება აქვს: დიდი სიამოვნებით იქნებოდა მსახიობი; უყვარს ისტორია, ქართული და ფიზიკა.