მოსწავლეები

ჩართულია
ზურაბი (15)

ზურაბი ფეხბურთით არის გატაცებული. სკოლაში ყველაზე მეტად ქართულის და ქიმიის გაკვეთილები მოსწონს. ფიქრობს, ინტერნეტის დახმარებით ბევრ საინტერესო ინფორმაციას გეცნობა.

ჩართულია
მარიამი (15)

მარიამს ხატვა უყვარს. სასკოლო საგნებს შორის ყველაზე მეტად ქართული ენა და ბიოლოგია აინტერესებს, არ მოსწონს ქიმია.

ჩართულია
თინათინი (17)

„ინტერნეტი ინფორმაციის მოსაძიებლად გამომადგება, ეს ინფორმაცია კი სწავლაში დამეხმარება” - ამბობს თინათინი. უყვარს ქართული, ინგლისური და ფიზიკა. თავისუფალ დროს კითხვას უთმობს.

ჩართულია
ნინი (15)

ნინის მასაჟის სპეციალისტი უნდა, რომ გახდეს. ფიქრობს, ინტერნეტს მისთვის საინტერესო ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენებს.

ჩართულია
გვანცა (16)

გვანცას ფილმების ყურება და კითხვა უყვარს. სასკოლო საგნებს შორის ყველაზე მეტად მოსწონს ქართული, ისტორია, ბიოლოგია და ინგლისური ენა. არ უყვარს მათემატიკა და ქიმია.

ჩართულია
ლანა (16)

ლანას ხატვა და გიტარაზე დაკვრა მოსწონს. ჯერ არ იცის სად ჩააბარებს. ფიქრობს, რომ ინტერნეტს ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენებს.

ჩართულია
ქრისტინე (16)

ქრისტინეს ძალიან უყვარს ბიოლოგია, რადგან ყვავილები იზიდავს. არ უყვარს მათერმატიკა - რთული ეჩვენება. უპირატესობას პროფესიულ განათლებას ანიჭებს. ჯერ არის იცის ფარმაცეფტი გახდეს, კულინარი თუ ორივე.

ჩართულია
ანი (16)

„ხატვა ყველაზე მეტად მიყვარს იმიტომ, რომ ნახატებში გადმოვცემ ჩემ ემოციებს“ - ამბობს ანი. სამომავლოდ არქიტექტორი უნდა, რომ გახდეს. სასკოლო საგნებს შორის კი ისტორია მოსწონს.

ჩართულია
ანი (16)

ანი ფსიქოლოგობას აპირებს. სწავლის გასაგრძელებლად საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი აქვს არჩეული. ამბობს, რომ თავისუფალ დროს ცურვა ძალიან უყვარს, რადგან წყალში თავს კომფორტულად გრძნობს.

ჩართულია
ქეთი (15)

ქეთის ჰობი ხატვაა. ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი რა პროფესიას დაეუფლება, მაგრამ იცის, რომ ინტერნეტი ნებისმიერი რამის უკეთ სწავლაში დაეხმარება.

ჩართულია
მარიამი (16)

მარიამს კითხვა ძალიან უყვარს. სასკოლო საგნებს შორის მოსწონს ქართულის სწავლა. თვითონაც არ იცის რატომ, მაგრამ ქიმია და ფიზიკა ყველაზე ნაკლებად აინტერესებს.

ჩართულია
მარიამი (14)

მარიამს უყვარს ქართული და სამოქალაქო განათლება, არ უყვარს მათემატიკა. მოსწონს ცეკვა და ფიქრობს, ინტერნეტს სწავლისთვის გამოიყენებს.